მენიუ

მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა ჩატარდეს მულტისპირალურ კომპიუტერულ ტომოგრაფზე.

მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის) კომპიუტერული ტომოგრაფია სასურველია ჩატარდეს ამ ანატომიური რეგიონის წინასწარი ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ. სასურველია ასევე მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიამ მოგვცეს დასკვნა და გამოსახულება მაშინაც კი, თუ ულტრაბგერითი გამოკვლევისას არანაირი პათოლოგია არ გამოვლინდა.

მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია საგიტალურ ჭრილში (სურათზე ჩანს ღვიძლის წილები, ნაწლავის მარყუჟები, პანკრეასი, კუჭი, აორტა, თირკმელზედა ჯირკვალი).

მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, პანკრეასის) კომპიუტერული ტომოგრაფია ინიშნება:

  • თუ ეჭვი აქვთ ღვიძლისა და ნაღვლის სადინრების პირველად ან მეორეულ სიმსივნურ დაზიანებაზე, ცხიმოვან დისტროფიაზე, აბსცესებზე, მოცულობით წამონაზარდებზე (კისტებზე, მათ შორის პარაზიტარულ კისტებზეც), ღვიძლის ციროზზე
  • მექანიკური სიყვითლის კლინიკური სიმპტომების შემთხვევაში
  • სიმსივნური დაზიანების მკურნალობის ეფექტურობის დინამიკის შესაფასებლად
  • უცნობი ბუნების ჰეპატომეგალიის შემთხვევაში
  • ჰეპატო-ცერებრალური დისტროფიის შემთხვევაში
  • ჰოლელითიაზის დროს, როცა ეჭვი აქვთ (ან სურთ გამორიცხონ) ნაღვლის სადინრებში კონკრემენტების არსებობაზე
  • მწვავე და ქრონიკული პანკრეტიტის დროს
  • როცა ეჭვი აქვთ მოცულობით წამონაზარდებზე, პირველად ან მეორეულ სიმსივნურ დაზიანებებზე
  • მუცლის ღრუს პარენქიმატოზური ორგანოების იშემიურ დაავადებებზე
მუცლის ღრუს ორგანოებისა და მუცლის აორტის კომპიუტერული ტომოგრაფია ფრონტალურ სიბრტყეში (სურათზე ჩანს ღვიძლის წილები, ნაწლავის მარყუჟები, კუჭქვეშა ჯირკვალი, კუჭი, მუცლის აორტა, თირკმელზედა ჯირკვალი).

მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშ ჯირკვლის) კომპიუტერული ტომოგრაფია არის მუცლის ღრუსა და ექსტრაპერიტონიური სივრცის პარენქიმატოზური ორგანოების წანაზარდების დიფერენციალური დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდი.

მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის) კომპიუტერული ტომოგრაფია არის ყველაზე უფრო ინფორმატიული მეთოდი ღვიძლის კეროვანი დაავადებების - მეტასტაზების, ჰემანგიომების, ადენომების, ფოკალური კვანძური ჰიპერპლაზიის, ღვიძლ-უჯრედოვაბი კიბოს, სხვა სიმსივნეებისა და სიმსივნური პროცესების - დიაგნოსტიკასა და დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში.

მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია კარგად ავლენს პანკრეასის მკვრივ და კისტოზურ სიმსივნეებს.

მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია ფრონტალურ ჭრილში (სურათზე ჩანს ღვიძლის წილები, ნაწლავის მარყუჟები, პანკრეასი, აორტა, თირკმელი).

მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის შესანიშნავ დამატებას წარმოადგენს კონტრასტული კომპიუტერული ჰოლანგიოპანკრეატოგრაფია - ანუ ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის მილების კომპიუტერული ვიზუალიზაცია. ის საშუალებას იძლევა მივიღოთ მკვეთრი სიგნალი მხოლოდ თავისუფალი სითხისგან (ნაღვლისგან) და არის დიაგნოსტიკური ენდოსკოპიური რეტროგრადული ჰოლანგიოპანკრეატოგრაფიის (რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ბევრი გართულება) არაინვაზიური ალტერნატივა.

კომპიუტერული ჰოლანგიოგრაფია წარმატებით გამოიყენება ნაღვლის მილების ანომალიებისა და სტრიკტურების, სკლეროზირებადი ქოლანგიტის, ქოლედოქოლითიაზის დიაგნოსტიკაში, ანუ ნაღვლის ბუშტსა და ნაღვლის მილებში კონკრემენტების აღმოსაჩენად.

შინაგანი ორგანოების (მუცლის ღრუს,ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის) კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება მათი ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით.

თირკმელებისა და თირკმელზედა ჯირკვლების კომპიუტერული ტომოგრაფია 1,5 T ინიშნება:

  • უკუჩვენებების მქონე პაციენტებისათვის (იოდის შემცველი კონტრასტულების აუტანლობა ექსკრეტორული უროგრაფიის მიმართ)
  • სხვა გამოკვლევის ინსტრუმენტალური მეთოდების დახმარებით გამოვლენილი მოცულობითი წამონაზარდების ბუნების დასაზუსტებლად (ჩვეულებრივი ანატომიური აგებულების დიფერენციაცია პათოლოგიური ცვლილებებისგან, აგრეთვე კისტების განსხვავება თირკმელებში სიმსივნეების წარმოქმნის დროს არსებული კისტოზური ცვლილებებისგან)
  • იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ თირკმელების სიმსივნეზე მიმანიშნებელი კლინიკური მონაცემები
  • თირკმლის არეში პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტიკისათვის
  • საშარდე სისტემის ანომალიური განვითარების შესახებ ეჭვის გაჩენის დროს
შინაგანი ორგანოების (მუცლის ღრუს, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის) კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება მათი ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით.

თირკმელებისა და თირკმელზედა ჯირკვლების კომპიუტერული ტომოგრაფია დიაგნოსტიკის ეფექტური მეთოდია და საშუალებას იძლევა სპეციალური ადენომებში უჯრედშიდა ცხიმის არსებობის მიმართ მაღალმგრძნობიარე პროგრამების მეშვეობით მაღალი სიზუსტით განასხვავონ ერთმანეთისგან ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები თირკმელზედა ჯირკვლებზე.