მენიუ

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია - ესაა ცოცხალი ადამიანის თავის ტვინის, ქალასშიდა სივრცეების, ასევე ძვლებისა და რბილი საფარის ვიზუალიზაციის მეთოდი. თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის მეთოდიკა დაფუძნებულია თავის ტვინის და მის ახლო მდებარე სტრუქტურების შიდა აგებულების მათემატიკურ მოდელირებაზე რენტგენის სხივით მისი დასხივების შედეგების მიხედვით.

თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი სტრუქტურების (სხვადასხვა სიბრტყეზე მიღებული გამოსახულებებით) ვიზუალიზაცია:

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია თავის ტვინის პარენქიმისა და მისი გარსების სიმსივნის ზოგი სახეობის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა.

 

ქალას ფუძის კომპიუტერული ტომოგრაფია

ქალას ფუძის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ნორმაში ვლინდება შემდეგი ანატომიური სტრუქტურები: a – ფრთა-სასის ფოსო, b – ოვალური ხვრელი, c – საძილე (კაროტიდული) არხი, d – გრდემლი, e – სახის ნერვი (VII), f – თავქვე-კლდოვანი სინქონდროზი, g – ლოკოკინას ნაჩვრეტი, h – სიგმოიდური სინუსის ღარი.

ქალას ფუძის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ნორმაში ვლინდება შემდეგი ანატომიური სტრუქტურები:

  • a. ფრთა-სასის ფოსო. ახდენს კომუნიკაციას: ცხვირის ღრუსთან – სოლისებრ-სასის ხვრელის მეშვეობით, საღეჭი კუნთების სივრცესთან – ფრთისებრ-ზედა ყბის ნაპრალის მეშვეობით, თვალბუდესთან – თვალბუდის ქვედა ნაპრალის მეშვეობით, კავერნოზულ სინუსთან – მრგვალი ხვრელის მეშვეობით, ქალას შუა ფოსოსთან – ფრთისებრი არხის მეშვეობით, სასასთან – დიდი სასის არხის მეშვეობით.
  • b. ოვალური ხვრელი. ოვალური ფორმის ხვრელი განლაგებულია სოლისებრი ძვლის დიდ ფრთაზე (ქალას შუა ფოსო). ოვალურ ხვრელში გადის სამწვერა ნერვის ქვედა ყბის ტოტი (V3), დამატებითი მენინგეალური არტერია, ემისარული ვენები, სასმენი ნერვული კვანძი და ხანდახან მცირე კლდოვანი ნერვი.
  • c. კაროტიდული (საძილე არტერიის) არხი. გასავალი საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილში, სადაც გადის შიგნითა საძილე არტერია და სიმპათიკური წნული. მისი ქვედა ნაწილი წარმოდგენილია საძილე ხვრელით (შიგნითა საძილე არტერიის შესასვლელი ადგილი), რომელიც განლაგებულია საუღლე ფოსოს წინ. კაროტიდული არხი შედის ქალას შუა ფოსოს სივრცეში დაფლეთილი ხვრელის ზემოთ.
  • d. გრდემლი. გრდემლი – საშუალო ძვალია სასმენი ძვლების ჯაჭვში, რომელიც დაკავშირებულია ჩაქუჩის თავთან (წინა გვერდითი ნაწილით) (3) და უზანგთან (ქვედა ცენტრალურ ნაწილით) გრძელი მორჩის მეშვეობით (4). გრდემლი ვლინდება კომპიუტერულ ტომოგრამაზე, როგორც ყველაზე გვერდით მდებარე სასმენ ძვლების შორის, რადგან მისი მოკლე მორჩი მიმართულია გარეთ უკანა მიმართულებით.
  • e. სახის ნერვი (VII). ამ ტომოგრამაზე სახის ნერვი გადის გვერდითი ნახევრადრკალოვანი არხის ქვემოთ, სადაც მდებარეობს მისი ქვემოთ მიმავალი დვრილისებრი ნაწილი. სახის ნერვი ინერვირებს მიმიკურ კუნთებს, პასუხისმგებელია გემოს შეგრძნებაზე ენის წინა 2/3-ის ფარგლებში და ამარაგებს პარასიმპატიკური ბოჭკოებით სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლებს.
  • f. თავქვე-კლდოვანი სინქონდროზი. სინქონდროზი საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის და თავქვის შორის (თავქვე ასევე კეფის ძვლის წინა ნაწილია). ეს ძვლოვანი შესახსრება არის ქალას ფუძის სპეციფიკური ტიპის სიმსივნის (ქონდროსარკომის) გაჩენის კლასიკური ადგილი და, აქედან გამომდინარე, მისი ანატომიის ცოდნას შეუძლია ხელი შეუწყოს დიაგნოზის ფორმულირებას.
  • g. ლოკოკინას ნაჩვრეტი. დისტალური შიგნითა სასმენი არხის ნაჩვრეტია, რომელშიც გადის ლოკოკინასთან მომავალ კოხლეარული ნერვი. კოხლეარულ ნერვი მიყვება ისრით მონიშნულ (g) მიმართულებას და წარმოადგენს ერთადერთ ნაწილს ვესტიბულოკოხლეარული ნერვის ოთხ ბოჭკოების შორის, რომელიც განლაგებულია შიგნითა სასმენი არხის სივრცეში.
  • h. სიგმოიდური სინუსის ღარი. სიგმოიდური სინუსი (მაგარი გარსის ვენოზური სინუსი) არის განივი სინუსის გაგრძელება. ის ქვემოთ ეშვება S-ფორმის ღარში დვრილისებრი უჯრედების უკან და გადის საუღლე ხვრელში. ხშირად არსებობს სიგმოიდური სინუსის ცალმხრივი დომინანტური ვენოზური დრენაჟი, რომელიც ტომოგრამაზე სიგმოიდური სინუსის ღარის გაღრმავებით გამოიხატება.

 

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენებები

თავის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობები კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ხასიათდება ადგილობრივი გასქელებით და საშუალო კეროვანი მომატებული სიმკვრივით. ეს მიუთითებს თავის დაჟეჟილი ქსოვილების სისხლით გაჟღენთაზე. თუ კომპიუტერული ტომოგრაფიის ჭრილი ემთხვევა ჭრილობის ღრუს სივრცეს ან კვეთს ჭრილობის არხს კუთხურად, მაშინ არის შესაძლებლობა დაზუსტდეს რბილი ქსოვილების დაზიანების სიღრმე, განისაზღვროს სისხლით მათი იმბიბაციის დონე და დადგინდეს პროექციული შეფარდება ქალას ძვლების მოტეხილობებთან. სუბაპონევროზული ჰემატომები ადვილად განირჩევა თავის საფარველის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობებისა და ლიკვორის ან ჩირქის კანქვეშა დაგროვებისაგან.

თავის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ქალას ხაზობრივი მოტეხილობა მხოლოდ მაშინ ჩანს მკვეთრად, როცა მას თან ახლავს კიდეების ერთმანეთის მიმართ გადაადგილება. თავის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ქალას მოტეხილობის ძვლოვანი ფრაგმენტები ჩანს იმ შემთხვევაში, თუ ისინი განლაგებულია კუთხით ჭრილის სიბრტყესთან. ამასთანავე გვაქვს შესაძლებლობა შევაფასოთ ზეწოლის დონე და ქალას ძვლების მოტეხილობის ზომა. ოპტიმალურად შერჩეული "ჩარჩოს" დონე და სიგანე გვეხმარება განვსაზღვროთ ჭრილობის არხის სიღრმე და მიმართულება, ტოპოგრაფიული ურთიერთობა თავის რბილი საფარველის ქსოვილებსა და თავის ქალას ძვლების იმპრესიული მოტეხილობა ზომა. თავის ჭრილობის არხის ღრუში მიზანმიმართული სკანირების საშუალებით ვლინდება უცხო სხეულები, ძვლების ნამსხვრევები, ჰაერი, ასევე სისხლისა და ლიკვორის დაგროვება.

თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას აქსიალურ ჭრილში ნიშნავენ მისი ზოგი დაავადების დროს (ქალასშიდა სისხლჩაქცევები, ქალა-ტვინის ტრავმა და ა.შ.).

თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მწვავე ეპიდურალური ჰემატომები ხასიათდებიან ორმხივი ამოზნექილობით, იშვიათად - ქალსარქველთან მდებარე მომეტებული სიმკვრივის ცალმხრივ ამოზნექილი ზონით. შესაძლებელია ატიპიური ფორმის ეპიდურალური ჰემატომის წარმოქმნა:

  • ნამგლისებრი
  • ორმაგი ლინზისმაგვარი
  • არასწორი ფორმის
  • ურთიერთშერეული განფენილი
  • ქალსარქველთან ორივე მხარეს მდებარე მრავალრიცხოვანი ეპიდურალური ჰემატომები

ეპიდურალური ჰემატომების ფორმების ასეთი მრავალგვარობა დამოკიდებულია სისხლისდენის ადგილსა და ხასიათზე, ასევე დაღვრილი სისხლის მოცულობაზე. 2 კვირაზე მეტი ხნის ჰემატომებს ან კიდევ ახალი შეუდედებელი სისხლის შემცველ ეპიდურალურ ჰემატომებს შეიძლება ჰქონდეთ თავის ტვინის ქსოვილებისნაირი სიმკვრივე. ამ შემთხვევებში თავის (თავის ტვინის) კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე შესაძლოა გამოჩნდეს (ზოგჯერ მხოლოდ კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანის შემდეგ) ტვინის გადაადგილებული მაგარი გარსი. ეპიდურალური ჰემატომის სისქე დამოკიდებულია ტვინის მაგარი გარსის ელასტიურობაზე, ქალას ძვლების კონფიგურაციაზე. ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ შუბლისა და თხემ-კეფის ეპიდურალურ ჰემატომებს მეტი სისქე აქვთ.

თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტის გამოყენებით ნიშნავენ თავის ტვინის აბსცესის და სპონტანური კრანიალური ლიკვორეის დროს.

თავის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მწვავე სუბდურული ჰემატომები ხასიათდებიან ჰომოგენური მომეტებული სიმკვრივის ნამგლისებური ზონით. უმეტეს შემთხვევაში სუბდურული ჰემატომები ვრცელდებიან ტვინის მთელ ნახევარსფეროში ან მის დიდ ნაწილში. ხშირად სუბდურული ჰემატომები შეიძლება იყოს ორმხრივი, ასევე შეიძლება ისინი გავრცელდნენ გასწვრივ ნაპრალში და ნათხემის კარავში.

დესტრუქციული ცვლილებების, ტვინის შეშუპების ნიშნების და დაღვრილი სისხლის რაოდენობის გათვალისწინებით თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე განარჩევენ ტვინის დაჟეჟილობის კერების 4 სახეს.

დიფუზიური აქსონალური დაზიანება ხასიათდება გაჟღენთის (ჰიპემერიის) ან გენერალიზებული შეშუპების შედეგად გამოწვეული ტვინის მოცულობის საერთო გადიდებით, ასევე ხშირია წვრილკეროვანი სისხლდენა კორძიან სხეულში, ღერძულ და პერივენტრიკულარულ სტრუქტურებში.

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ, რა რეაქციები აქვს თავის ტვინს ქალატვინის ტრავმაზე - შეშუპებაზე, გაჟღენთაზე, დისლოკაციურ პროცესებზე, სუბარაქნოიდული ნაპრალების, ბაზალური ცისტერნების, პარკუჭის სისტემების დეფორმაციის დონესა და სიდიდეზე.

ჰიპოკამპის "ამონის რქებისა" და სწორი ხვეულების ცისტერნის ღრუში გადაადგილების შედეგად სუპრასელური ცისტერნის დაწყებითი დეფორმაციის შემთხვევაში თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ვლინდება დამატებითი ამოზნექილობები. კაუდალური დისლოკაციის და /ან ჰიპოკამპის ერთი ან ორივე ხვეულის გადაადგილების გამო ამ ცისტერნის უხეში დეფორმაციის შემთხვევაში თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ჩანს მხოლოდ ცისტერნის ცალკეული ფრაგმენტები.

ხშირად შიდაქალას მოცულობითი შეფარდების გამოხატული დარღვევისას ვითარდება დისლოკაციური ჰიდროცეფალია ტვინის წყალსადენის გადაღუნვის, 3 პარკუჭის კაუდალური განყოფილებისა და პარკუჭთაშუა ხვრელის კომპრესიის გამო.

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი ქალატვინის მწვავე ტრავმების დიაგნოსტიკაში განუზომლად დიდი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ქალატვინის ტრავმების შედეგების დიაგნოსტიკაშიც. ტვინის ქსოვილის, გარსქვეშა სივრცეებისა და პარკუჭთა სისტემების ცვლილებების ხასიათისა და სირთულის დონის მიხედვით თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით გამოვლენილი პოსტტრავმული კეროვანი და დიფუზიური ცვლილებები 3 ხარისხად იყოფა: მსუბუქი, საშუალო და რთული.

თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ცერებრალური არაქნოიდიტი ვლინდება სუბარაქნიოდური ღარების და ხვრელების არათანაბარზომიერი გაფართოებით, რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა ფორმისა და ზომის კისტოზური ღრუების წარმოქმნა და მათი არამკვეთრი ვიზუალიზაცია ცალკეულ უბნებზე. აღინიშნება ტვინის ფუძის ცისტერნების არარსებობა ან გაფართოება და დეფორმაცია. ქიაზმალურ მიდამოში თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე შეიძლება გამოვლინდეს იზოლირებული ან ლიკვორულ სივრცეებთან შეერთებული კისტოზური ღრუები.

თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე სუბარაქნოიდული კისტები ხასიათდებიან დაქვეითებული სიმკვრივის მკვეთრად გამოხატული ზონით. ყველაზე ხშირად ასეთი კისტები მდებარეობენ გვერდითა ხვრელში, იშვიათად კი - ნახევარსფეროს კონვეკსიტალურ ზედაპირზე და ქალას უკანა ფოსოს მიდამოში. უმეტეს შემთხვევაში კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე კისტებს აქვთ ძაბრისმაგვარი ფორმა (წვეტით ტვინისაკენ). ჩვეულებრივ კისტის კედლები წარმოქმნილია თავის ტვინის ატროფირებული ქერქის, ტვინის თეთრი ნივთიერებისა და მისი გარსებისაგან.

თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ქრონიკული სუბდურული ჰემატომები ვლინდებიან შეცვლილი სიმკვრივის ნამგლისებურ ზონებით, რომლებიც აკრავს ნახევარსფეროს კონვეკსიტალურ ზედაპირს. არსებობს ოთხი ტიპის ჰემატომა: დაქვეითებული, ტვინისნაირი, მომეტებული და არეული სიმკვრივის. ჰემატომების განფენილობა მერყეობს 5-დან 20 სმ-მდე. ზოგჯერ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანს ჰემატომის კაპსულის შიდა და გარე გარსები.

თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე სუბდურული ჰიგრომები ვლინდებიან, როგორც დაბალი სიმკვრივის ზონები, რომლებიც კონვეკსიტალურადაა განთავსებული სუბდურულ სივრცეში.

თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე პოსტტრავმული ჰიდროცეფალია ხასიათდება პარკუჭთა სისტემის (უმეტეს შემთხვევაში წინა რქების) ბალონისებური გაფართოებით, რომელსაც ხშირად თან ახლავს პერივენტრიკულარული შეშუპება. ამ დროს არ ჩანს კონვეკსიტალური სუბარაქნოიდული სივრცეები.

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებით პოსტტრავმული ინფარქტი ხასიათდება დაქვეითებული სიმკვრივის ზონით, რომელსაც, ლოკალური შეშუპებისაგან განსხვავებით, აქვს უფრო მკვეთრი საზღვრები და ფორმირდება კომპრიმირებული ცერებრალური სისხლძარღვების სისხლის მიწოდების აუზების ავტონომიური ვასკულარიზაციის მიდამოებში.

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიაზე პნევნოცეფალიის დროს ფიქსირდება მკვეთრად გამოხატული დაბალი სიმკვრივის უბნები, რომელთა აბსორბციის კოეფიციენტი ჰაერის სიმკვრივის ტოლია.

თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას დიდი მნიშვნელობა აქვს პოსტტრავმული ანთებითი გართულებების დიაგნოსტიკაში. თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ენცეფალიტის ზონაში ვლინდება ტვინის შეშუპებული ქსოვილის სიმკვრივის სხვადასხვაგვარი დაქვეითების უბნები. ენცეფალიტის ზონა ავადმყოფობის არასასურველი მიმდინარეობისას თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე თანდათან დიდდება. მასთან ერთად შეიძლება გამოჩნდნენ უფრო დაქვეითებული სიმკვრივის უბნები როგორც ცენტრში, ისე პერიფერიულ ზონებში.

ხშირად ენცეფალიტის კერა თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გარშემორტყმულია საშუალოდ მომატებული სიმკვრივის სალტით. ამ სტადიაზე ის შეესაბამება პერიფოკალური ჰიპერემიის ზონას. შემდეგში მასთან აბცესის ფორმირების დროს ჩნდება მისი გარსის კონტურები. თავდაპირველად გარსი სუსტად გამოხატულია და, რადგანაც ცვალებადია და კონტურის შეუკვრელობით ხასიათდება, ჩანს მხოლოდ კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. უფრო მკვეთრად დემონსტრირებადია აბსცესი კაპსულის ფორმირების სტადიაში. ამ პერიოდში თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ის ხასიათდება მომეტებული სიმკვრივის მკვეთრად გამოხატული ზონით, რომელსაც წრის ფორმა აქვს. კაპსულის სიმკვრივის გამაძლიერებელი კონტრასტული ნივთიერების შეყვანა ხელს უწყობს აბსცესის კარგ ვიზუალიზაციას მის გარშემო მდებარე შეშუპებული ქსოვილის ზონაში.

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიაზე სუბდურული ემპიემები ხასიათდებიან დაქვეითებული სიმკვრივის ნამგლისებური ზონით. კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანის დროს აღინიშნება კომპრესირებული ნახევარსფეროს (რომლის გარე კონტური უფრო ამკვეთრებს ემპიემის შიდა ზედაპირს) კიდეების სიმკვრივის გაძლიერება. ხანდახან თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრამაზე ჩირქოვან შიგთავსს შეიძლება ჰქონდეს ტვინისნაირი სიმკვრივე.

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიაზე ეპიდურალური ემპიემები ხასიათდება სქელკედლიანი ოსპისებური წარმონაქმნით, რომელიც ჩვეულებრივ ჩანს კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. ეპიდურალური და სუბდურული ჩირქგროვების ხშირი შერწყმის გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ ნებისმიერი მოცულობითი ეფექტი, რომელიც არ შეესაბამება ეპიდურალურ ემპიემას, მიუთითებს ეპიდურალური ჩირქგროვის სუბდურულთან შერწყმაზე.

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ რიგი თხელი ჭრილებისა, ავაგოთ ტვინის საკვლევი უბნის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, გამოვყოთ სისხლძარღვთა ქსელი (ანგიოგრაფიის რეჟიმში) და ცალკეული ნერვული ღეროები და სისხლძარღვები სპეციალური კონტრასტირებადი პრეპარატის შეყვანის შემდეგ. ასეთი რეკონსტრუქცია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ქირურგს ოპერაციის დაგეგმვის და ასევე ოპერაციის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაკონტროლების დროს.

 

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენებები

თვის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ინიშნება შემდეგ შემთხვევებში: