მენიუ

კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გამოკვლევის პრინციპი

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

კომპიუტერული ტომოგრაფიის არსს წარმოადგენს გამოსაკვლევი ობიექტის შინაგანი აგებულების მათემატიკური მოდელირება, რისთვისაც გამოიყენება ინფორმაცია მისი სხვადასხვა სიბრტყეზე მიღებული გამოსახულებებიდან.

რენტგენული კომპიუტერული ტომოგრაფია სრულდება მოძრავი რენტგენის მილაკის საშუალებით. ორივე შემთხვევაში გამოყენებული ტერმინი „კომპიუტერული“ ხაზს უსვამს იმას, რომ სწრაფმოქმედი მიკროელექტრონული კომპიუტერული ტექნიკის გარეშე ამ გამოკვლევის ჩატარება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.

კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებელი აპარატი.

თანამედროვე აპარატებს შეუძლიათ ისეთი ქსოვილების გარჩევაც, რომელთა სიმკვრივის განსხვავებაც 0,1 %-დან იწყება. ხერხემლისა და ზურგის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დიაგნოსტიკური ფასეულობა 96-97 %-ს შეადგენს.

კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების პროცედურა

პაციენტს სთხოვენ დაწვეს სპეციალურ მოძრავ საწოლზე, რომელიც შემდეგ შედის კომპიუტერული ტომოგრაფში, სადაც პაციენტის გარშემო იწყებს ბრუნვას რენტგენის მილაკი. თანამედროვე სპირალურ (მულტისპირალურ) კომპიუტერულ ტომოგრაფებზე ტომოგრაფიის პროცედურა ერთ ჯერზე სრულდება.

კომპიუტერულ ტომოგრაფის შიგნით მდებარე პატარა დეტექტორები ზომავენ პაციენტის სხეულში გასული რენტგენული გამოსხივების რაოდენობას. კომპიუტერი აანალიზებს სენსორებიდან მიღებულ ინფორმაციას და გარდაქმნის მას გამოსახულებებად, რომელთაც ჭრილები ან ფენები ეწოდებათ. ორგანოთ ს გამოსახულებები კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ შეიძლება დისკზე შევინახოთ, რომ პაციენტის მკურნალმა ექიმმა ნახოს მონიტორზე, ანდა შეიძლება დაიბეჭდოს ფირზე. კომპიუტერულ ტომოგრაფზე შეიძლება შეიქმნას ორგანოებისა და ქსოვილების სამგანზომილებიანი მოდელები ტომოგრაფიისას მიღებული რამდენიმე ჭრილის გაერთიანების მიხედვით.

გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცედურის ჩატარების დროს პაციენტი უძრავად უნდა იწვეს.

კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცედურის ჩატარების დროს პაციენტი უძრავად უნდა იწვეს, რადგანაც მოძრაობის შედეგად ტომოგრაფზე მიღებული გამოსახულება შეიძლება გადღაბნილი გამოვიდეს. ეს კი საქმეს გაურთულებს ექიმ-რენტგენიოლოგს ტომოგრაფიის შედეგად მიღებული გამოსახულებების ინტერპრეტირებისას. პაციენტს ასევე შეიძლება სთხოვონ რაღაც დროით შეიკავოს სუნთქვა კომპიუტერული ტომოგრაფიის შესრულების პროცესში. მთლიანობაში კომპიუტრული ტომოგრაფიის პროცედურა რამდენიმე წუთს გრძელდება. ჩვენი სტაციონარის სხივური დიაგნოსტიკის განყოფილებაში არსებულ მულტისპირალურ კომპიუტერულ ტომოგრაფზე პაციენტის მთელი სხეულის (თავიდან ფეხებამდე) გამოსახულების მიღება შესაძლებელია 30 წამზე ნაკლებ დროში.

გარკვეულ შემთხვევებში კომპიუტერული ტომოგრაფიისას საჭიროა სპეციალური საღებავ ნივთიერების გამოყენება, რომელსაც კონტრასტს ეძახიან. კონტრასტი შეჰყავთ პაციენტის სხეულში ინტრავენურად ამა თუ იმ ორგანოს სკანირების პროცედურის დაწყების წინ. კონტრასტი აძლიერებს სხეულის სპეციფიკურ ნაწილებს, რაც შემდგომში მკვეთრ გამოსახულებას გვაძლევს კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს. თუ მკურნალ ექიმს სჭირდება პაციენტის ორგანოების გამოკვლევა კონტრასტირების საშუალებით, პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად იდაყვის მოსახარის ან ხელის მტევნის ვენებში.

 

პაციენტის მომზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცედურისათვის

ზოგიერთ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ინტრავენურად შეყვანილ კონტრასტზე ალერგია აქვს. ამიტომ მათთვის საჭიროა სკანირებამდე წინასწარ მიიღონ დესენსიბილიზებადი პრეპარატები, რათა შემდეგში მათ ორგანიზმში კონტრასტი შეიყვანონ უსაფრთხოდ.

პერიფერიული კტ-ანგიოგრაფია არის მნიშნელოვანი დიაგნოსტიკური პროცედურა რომელიც ეხმარება ექიმს სწრაფად დაუდგინოს დიაგნოზი პაციენტს.

კონტრასტი პაციენტის სხეულში შეიძლება შეიყვანონ სხვადასხვა გზით. ეს დამოკიდებულია მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული კომპიუტერული ტომოგრაფიის ტიპზე:

  • კონტრასტის შეყვანა (კონტრასტირება) იდაყვის მოსახარის ან ხელი მტევნის ვენებში;
  • კონტრასტის შეყვანა (კონტრასტირება) სწორ ნაწლავში ოყნით;
  • კონტრასტის მიღება (კონტრასტირება) პერორალურად, როცა პაციენტი სვამს კონტრასტირებად პრეპარატს წინასწარ, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებამდე; კონრტასტულ სითხეს აქვს ცარცის გემო, ამიტომაც მას უმატებენ გემოს მქონე კომპონენტებს, რათა მისი მიღება გააიოლონ ; შემდეგში პაციენტის მიერ დალეული კონტრასტი ორგანიზმიდან მთლიანად გამოდის განავალთან ერთად.

თუ პაციენტისათვის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებისას იგეგმება კონტრასტის შეყვანა, მკურნალმა ექიმმა შეიძლება სთხოვოს მას საჭმლისა და სითხის მიღებისაგან თავის შეკავება დაგეგმილ პროცედურამდე 4-6 საათით ადრე.

წინა თაობის კომპიუტერულ ტომოგრაფებზე პროცედურის ჩატარებისას პაციენტებისათვის არსებობდა შეზღუდვა წონის მხრივ (130 კგ-მდე). გამოსაკვლევი პაციენტის მეტისმეტად დიდ წონას შესაძლოა გამოეწვია მოწყობილობის გარკვეული ნაწილების გატეხა. მოცემულ ეტაპზე კი ჩვენს სხივური დიაგნოსტიკის განყოფილებას თვის განკარგულებაში აქვს მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის უახლესი აპარატი, რომელზედაც ჭარბწონიანი გამოსაკვლევი პაციენტებისათვის ფიზიკური შეზღუდვები არ არსებობს.

რენტგენის გამოსხივება ცუდად გადის მეტალში, ამიტომ კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცედურის წინ პაციენტებს სთხოვენ, მოიხსნან სამკაული (ძეწკვი, კულონი, საყურეები და ა.შ.).

კომპიუტერული ტომოგრაფია კოჭ-წვივის სახსრის ტრავმის შედეგად ჩატარებული ოპერატიული მკურნალობის შემდეგ.

 

როგორ გადაიტანება პაციენტების მიერ კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცედურა

ზოგ გამოსაკვლევ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფის მაგიდის მაგარ ზედაპირზე წოლისას შეიძლება დისკომფორტის შეგრძნება გაუჩნდეს.

კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებამდე პაციენტში ინტრავენურად შეყვანილმა კონტრასტმა შეიძლება გამოიწვიოს ვენაში - გახურების, სხეულში - სიცხის და პირში მეტალის გემოს შეგრძნება. ეს შეგრძნებები ნორმალურია და ჩვეულებრივ რამდენიმე წამს შემდეგ ქრებიან.

გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიის ჩატარებისას ფილტვის ქსოვილში გამოვლენილია ბრონქის კიბო.

 

კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შესაძლო გართულებები და რისკები

კომპიუტერული ტომოგრაფია და პაციენტთა რენტგენული გამოკვლევის სხვა ასეთი ტიპები მკაცრად კონტროლდება, რათა ზუსტად ვიცოდეთ მიღებული დასხივების ოდენობა. თანამედროვე ტომოგრაფებზე ცატერებულუ კომპიუტერული ტომოგრაფია იონიზირებადი დასხივების (რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კიბო და სხვა გართულებები) მინიმალურ დოზას გამოსცემს. ასეა თუ ისე, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან დაკავშირებული რისკები მცირეა. ეს რისკი იზრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთას და იმავე პაციენტს მრავალჯერ უტარდება მსგავსი ტიპის გამოკვლევა.

ზოგ შემთხვევაში პაციენტს რომელიმე ორგანოს კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება მრავალჯერ ჩაუტარდეს. ეს ხდება მაშინ, როცა დიაგნოსტიკისას მიღებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსალოდნელი გართულებების რისკზე მაღლა დგას. ეს ძირითადად ხდება მაშინ, როცა ეჭვის აქვთ კიბოზე.

მუცლის ღრუს ზედა განყოფილების ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებას არ ურჩევენ ორსულ ქალებს, რადგანაც ამან შეიძლება ავნოს ნაყოფს. ამიტომაც ქალმა ორსულობის შესახებ აუცილებლად უნდა აცნიბოს მკურნალ ექიმს, რომ სხვა ტიპის დიაგნოსტიკა ჩაუტარონ (ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).

გულისა და კორონაროგრაფიის მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიით (კონტრასტირების მეშვეობით) მიღებული სამგანზომილებიანი გამოსახულება.

კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ინტრავენურად შეყვანილი კონტრასტული ნივთიერებების უმრავლესობა იოდს შეიცავს. თუ გამოსაკვლევ პაციენტს იოდზე ალერგია (იდიოსინკრაზია) აქვს, მაშინ კონტრასტირების გამოყენებამ ტომოგრაფიის დროს შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ცემინება, ქავილი, გამონყარი (ჭინჭრის ციება). იშვიათ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიის წინ შეყვანილმა კონტრასტმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტიკური რეაქცია. თუ პაციენტს კონტრასტირებით კომპიუტერული ტომოგრაფიის შესრულებისას სუნთქვა გაუჭირდება, მან მაშინვე უნდა შეატყობინოს ამის შესახებ სხივური დიაგნოსტიკის ექიმს ან მის თანაშემწეს, რომელიც გამოკვლევას უტარებს. ყველა კომპიუტერული ტომოგრაფი აღჭურვიალია ინტერკომითა და ხმის დინამიკით, ამიტომაც ექიმსა და მის თანაშემწეს ყოველთვის შეუძლიათ გაიგონონ პაციენტის ხმა.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კონტრასტს შეუძლია გამოიწვიოს ნეფროტოქსიკური ეფექტი. ასეთ შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა აუცილებლად უნდა გადადგას წინასწარი პროფილაქტიკური ნაბიჯები, რომ ინტრავენური კონტრასტირებით კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებისას დაიცვას პაციენტი.