მენიუ

მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)

მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)

მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) შესაძლოა და უნდა ჩატარდეს ბოლო თაობის ტომოგრაფებზე მაგნიტური ველის სიძლიერით 1,5 T (ტესლადან). სხივური დიაგნოსტიკის (რადიოლოგიის) განყოფილებაში ტარდება მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაგნიტური ველის სიძლიერით 1,5 T (ტესლა). ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).

მუცლის ღრუს ორგანოების - ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის - მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია სასურველია ჩატარდეს ამ ანატომიური რეგიონის წინასწარი ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ. აგრეთვე სასურველია თან იქონიოთ წინა გამოკვლევის დროს მიღებული დასკვნა და გამოსახულებები იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იქნა აღმოჩენილი არავითარი პათოლოგია.

მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) საგიტალურ პროექციაში (ნაჩვენებია ღვიძლის წილები, ნაწლავის მარყუჟები).

მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის და პანკრეასის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) ნაჩვენებია:

  • ღვიძლის და ნაღვლის მილების პირველადი ან მეორადი სიმსივნის, ცხიმოვანი დისტროფიის, აბსცესების, მოცულობითი წარმონაქმნების (კისტები, მათ შორის პარაზიტული), ღვიძლის ციროზის არსებობის ეჭვის გამოჩენის დროს
  • მექანიკური სიყვითლის კლინიკური სურათის დროს
  • სიმსივნის მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად
  • გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატომეგალიის დროს
  • ტრავმატული დაზიანების დროს
  • ჰეპატო-ცერებრალური დისტროფიის დროს
  • ნაღვლის სადინარში ქვების არსებობის ან გამორიცხვის მიზნით ქოლელითიაზის დროს
  • მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტის დროს
  • მოცულობითი წარმონაქმნების, პირველადი და მეორადი სიმსივნის არსებობის ეჭვის გამოჩენის დროს
  • მუცლის ღრუს პარენხიმატოზული ორგანოების იშემიური დაზიანების დროს

მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) აირჩევა მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეული სივრცის ორგანოების პარენქიმული ფორმირებების დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის.

დღევანდელ დღეს მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) არის ყველაზე ინფორმატიული მეთოდი ღვიძლის კეროვანი დაზიანებების (მეტასტაზის, ჰემანგიომის, ადენომების, კეროვანი კვანძოვანი ჰიპერპლაზიის, ჰეპატოცელულური კარცინომის და სხვა სიმსივნეებისა და სიმსივნის მსგავსი პროცესების) დიაგნოსტიკასა და დიფერენციაციისათვის.

მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) კარგად ავლენს პანკრეასის მკვრივ და კისტოზურ სიმსივნეებს.

მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ფრონტალურ პროექციაში (ნაჩვენებია ღვიძლის წილები, ნაწლავის მარყუჟები, ელენთა, კუჭი).

მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისათვის 1,5 T (ტესლა) შესანიშნავი დამატება არის უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ჰოლანგიოპანკრეატოგრაფია ანუ ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის მილების მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაცია. ის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ნათელი სიგნალი მხოლოდ თავისუფალი თხევადისგან (ნაღვლისგან) და არის დიაგნოსტიკური ენდოსკოპიური რეტროგრადული ჰოლანგიოპანკრეატოგრაფიის (რომელიც დაკავშირებულია გართულებების მაღალ სიხშირესთან) არაინვაზიური ალტერნატივა.

მაგნიტურ-რეზონანსული ჰოლანგიოგრაფია წარმატებით გამოიყენება ნაღვლის მილების ანომალიებისა და სტრიკტურების, სკლეროზირებადი ქოლანგიტის, ქოლედოქოლითიაზის დიაგნოსტიკაში, ანუ ნაღვლის ბუშტსა და ნაღვლის მილებში კონკრემენტების (ქვების) აღმოჩენისათვის.

შინაგანი ორგანოების (მუცლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ტარდება მათი ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით.

თირკმელებისა და თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) ნაჩვენებია:

  • უკუჩვენებების მქონე პაციენტებისათვის (იოდის შემცველი კონტრასტულების აუტანლობა ექსკრეტორული უროგრაფიის მიმართ)
  • სხვა გამოკვლევის ინსტრუმენტალური მეთოდების მიერ გამოვლენილი მოცულობითი წარმონაქმნების ბუნების გასარკვევლად (ჩვეულებრივი ანატომიური აგებულების დიფერენციაცია პათოლოგიური ცვლილებებისგან, აგრეთვე კისტების განსხვავება თირკმელებში სიმსივნეების წარმოქმნის დროს არსებული კისტოზური ცვლილებებისგან)
  • იმ პაციენტებისათვის, ვისაც აქვთ თირკმელების სიმსივნის მანიშნებელი კლინიკური მონაცემები
  • თირკმელის არეში პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტიკისათვის
  • საშარდე სისტემის ანომალიური განვითარების ეჭვის გამოჩენის დროს

შინაგანი ორგანოების (მუცლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ტარდება მათი ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით.

თირკმელების და თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) დიაგნოსტიკის ეფექტური მეთოდია და საშუალებას გაძლევთ სპეციალური პროგრამის დახმარებით (პროგრამა მაღალმგრძნობიარეა ადენომებში უჯრედშიდა ცხიმის არსებობის მიმართ) მაღალი სიზუსტით განასხვავოთ ერთმანეთისგან ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები თირკმელზედა ჯირკვლებზე.

იხილეთ აგრეთვე