მენიუ

ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) არის თანამედროვე ნეირორენტგენოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეთოდი, რომელიც სწრაფად ვითარდება.

ჰიპოფიზის და სოლისებრი ძვლის თურქული კეხის მიდამოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის 1,5 T (ტესლა) გამოყენებით ექიმს საშუალება ეძლევა გამოიკვლიოს სტრუქტურული და პათოლოგიური ცვლილებები, შეაფასოს მთლიანად თავის ტვინის ან მისი ცალკეული სტრუქტურების (როგორიცაა ჰიპოფიზი) ფიზიკურ-ქიმიური და პათოფიზიოლოგიური პროცესები, ჩაატაროს თავის ტვინის ლოკალური აქტიურობის ცვლილებებზე დაფუძნებული ფუნქციონალური გამოკვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, რომელიც არ საჭიროებს თავის ტვინის სისხლით მომარაგების არტერიის პირდაპირ პუნქციას.

ჰიპოფიზის და სოლისებრი ძვლის თურქული კეხის მიდამოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გვერდით პროექციაში, სადაც ყურადღება ექცევა თურქული კეხის მიდამოს სიმსივნის (ადენომოს) ადენომის დროს.

არსებობს სისხლის პროლაქტინის დონის პათოლოგიური ზრდის (ჰიპერპროლაქტინემიის) ბევრი მიზეზი. ჰიპოფიზის და სოლისებრი ძვლის თურქული კეხის მიდამოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის 1,5 T (ტესლა) გამოყენებით შესაძლო ხდება ორგანული ცვლილებების (მაკროადენომა ან მიკროადენომა, ან ჰიპოფიზის პროლაქტინომა) ვიზუალიზაცია.

ჰიპოფიზის და სოლისებრი ძვლის თურქული კეხის მიდამოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ჰიპოფიზის ადენომის დროს.

ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს გაიარონ ჰიპოფიზის (სოლისებრი ძვლის თურქული კეხის მიდამოს) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაგნიტური ველის 1,5 T (ტესლა) სიმძლავრის მქონე აპარატის გამოყენებით. შესაძლოა აგრეთვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება ინტრავენური კონტრასტირებით (ომნისკანი) ჯანსაღი ქსოვილისა და სიმსივნის შორის ვიზუალური განსხვავებების გაზრდის მიზნით. ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).

იხილეთ აგრეთვე