მენიუ

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) - თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი მეთოდია.

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას ექიმს აქვს საშუალება არა მარტო გამოიკვლიოს სტრუქტურული და პათოლოგიური ცვლილებები, არამედ შეაფასოს კიდეც მთელი მუხლის სახსრის ან მისი ზოგიერთი სტრუქტურის ფიზიკურ-ქიმიური, პათოფიზიოლოგიური პროცესები.

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტრამვისას ფრონტალურ ჭრილში (იოგები, მენისკი, სახსრების ხრტილი).

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ რიგი თხელი ჭრილებისა, ავაგოთ საკვლევი უბნის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, გამოვყოთ სისხლძარღვთა ქსელი და ცალკეული ნერვული ღეროები, რომლებიც მუხლის სახსრის პროექციაში გადის.

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას ასეთი რეკონსტრუქცია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ქირურგს მუხლის სახსრის ოპერაციის დაგეგმვის და ასევე ოპერაციის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაკონტროლების დროს.

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დროული დიაგნოზის დასმა საშუალებას იძლევა თავის დროზე დაიწყოს ისეთი დაავადების მკურნალობა, როგორებიცაა მუხლის სახსრის იოგების ტრავმა ან მენისკის გაგლეჯა, რაც თავს ყველაზე ხშირად იჩენს სპორტული დატვირთვისას (ფეხბურთი, თხილამურებით სრიალი), ზამთარში ყინულზე დასრიალებისას ან მცირე სიმაღლიდან ჩამოხტომის დროს წვივის გადაბრუნებით (შიგნით ან გარეთ).

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტრამვის დროს აქსიალურ ჭრილში (იოგები, მენისკი, სახსრების ხრტილი).

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად ნაჩვენები იქნას თავად მუხლის სახსარი და მის გარშემო დიდ მანძილზე არსებული რბილი ქსოვილები სახსრის სივრცეში კონტრასტული ნივთიერებების შეყვანისა და იონიზირებული რადიაციის (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია) გამოყენების გარეშე, ასევე შესაძლებელია განისაზღვროს სიმსივნის ადგილმდებარეობა და ზომა, სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის, კუნთებისა და მყესების მდგომარეობა.

დღესდღეობით მუხლის სახსრის დაავადებების უმრავლესობის დიაგნოსტიკაში მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაიკავა პირველი ადგილი და მეორეხარისხოვანი გახადა ისეთი მეთოდები, როგორებიცაა რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტრამვის დროს საგიტალურ ჭრილში (იოგები, მენისკი, სახსრების ხრტილი).

დაავადებები, რომელთა დროს პაციენტს შეიძლება დაენიშნოს მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია:

ჩვენს პაციენტებს ვთავზობთ მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლას აპარატზე, რომლის მაგნიტური ველის სიმძლავრე 1,5 ტესლაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისნ გავლა შესაძლებელია აგრეთვე ინტრავენური კონტრასტირებით (Omniscan), რათა გაიზარდოს ვიზუალური სხვაობა ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).

იხილეთ აგრეთვე