მენიუ

ხერხემლის სვეტის კისრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ხერხემლის სვეტის კისრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ხერხემლის სვეტის კისრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - ეს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი მეთოდია. თანაც ექიმს აქვს საშუალება არა მარტო გამოიკვლიოს სტრუქტურული და პათოლოგიური ცვლელებები, არამედ შეაფასოს ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილისა და მისი ცალკეული ნაწილების ფიზიკო-ქიმიური, პათოლოგიური პროცესები.

ხერხემლის სვეტის კისრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ფრონტალურ ჭრილში კისრის ტკივილის დროს.

ხერხემლის განვითარების დეფექტები ყველაზე ხშირად გვხვდება კისრისა და გავა-წელის არეებში. კისრის არეში ატლანტის ოკციპიტალიზაციასა და C1 მალასთან მიმართებით C2 მალის გადაწევასთან ერთდროულად შეიძლება დაფიქსირდეს მოკლე კისრის (კლიპელ-ფეილის) სინდრომი. ამ დროს ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას მალები წარმოადგენენ ძვლების უფორმო მასას. ასეთ ავადმყოფებს არა აქვთ კისერი (თავი პირდაპირ ტანზეა მიბმული), შეზღუდულია თავის მოძრაობა, თმების საზღვარი დაბალია, მათ აქვთ სქოლოიზი და კიფოსქოლოიზი.

კისრის დამატებითი ნეკნების სინდრომი კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს ისეთი არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა გაციება, ტრავმა, ინფექცია. ხშირ შემთხვევაში კისრის დამატებითი ნეკნები თავს არ ავლენენ და მათ შემთხევევით პოულობენ ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს. კისრის დამატებითი ნეკნები კლინიკურად თავს იჩენს მხარში ნევრალგიური ტკივილით, რომელიც მაშინვე ვრცელდება მთელ ზედა კიდურზე.

ხერხემლის სვეტის კისრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ რიგი თხელი ჭრილებისა, ავაგოთ საკვლევი უბნის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, გამოვყოთ სისხლძარღვთა ქსელი და ცალკეული ნერვული ღეროები და სისხლძარღვები, რომლებიც ხერხემლის სვეტის კისრის მალებში გადიან.

ასეთი რეკონსტრუქცია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ნეიროქირურგს ოპერაციების დაგეგმვასა და ოპერაციის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის კონტროლში.

ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია აქსიალურ ჭრილში კისრის ტკივილის დროს.

კისრისა და კეფის არეში ტკივილისა და დისკომფორტის შემთხვევაში ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით დროული დიაგნოზის დასმა საშუალებას იძლევა დროულად დაიწყოს ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილისა და ზურგის ტვინის დაავადებების მკურნალობა ამ ეტაპზე.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად ნაჩვენები იქნას თავად ხერხემალი და მის გარშემო დიდ მანძილზე არსებული რბილი ქსოვილები კონტრასტული ნივთიერებების შეყვანისა და იონიზირებული რადიაციის (რენტგენოგრაფია) გამოყენების გარეშე, ასევე შესაძლებელია განისაზღვროს სიმსივნის ადგილმდებარეობა და ზომა, სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის, კუნთებისა და მყესების მდგომარეობა.

დღესდღეობით ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის დაავადებების უმრავლესობის დიაგნოსტიკაში მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაიკავა პირველი ადგილი და მეორეხარისხოვანი გახადა ისეთი მეთოდები, როგორებიცაა რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

ხერხემლის სვეტის კისრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საგიტალურ ჭრილში კისრის ტკივილის დროს.

ხერხემლის სვეტის კისრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება დაინიშნოს შემდეგ შემთხვევებში:

ხერხემლის სვეტის კისრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ინიშნება მალთაშუა დისკის თიაქარიას ან პროტრუზიის გამოვლენისას (ნაჩვენებია ისრით).
მხრის წნულის მაგნიტურ-რეზონანსული ნეიროგრაფია (3 ტესლა).

ჩვენს პაციენტებს ვთავზობთ ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლას აპარატზე, რომლის მაგნიტური ველის სიმძლავრე 1,5 ტესლაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლა შესაძლებელია აგრეთვე ინტრავენური კონტრასტირებით (Omniscan), რათა გაიზარდოს ვიზუალური სხვაობა ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).

კეფისქვეშა კუნთების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. კუნთები C1 მალის წინა რკალის დონეზე (A): 1 - თავის პატარა უკანა სწორი კუნთი, 2 - თავის დიდი უკანა სწორი კუნთი. კუნთები C2 მალის კბილის შუა დონეზე (B): 3 - თავის/კისრის გრძეკი კუნთი, 4 - თავის ქვედა ირიბი კუნთი, 5 - კისრის ნახევრად წვეტიანი კუნთი, 6 - თავის ნახევრად წვეტიანი კუნთი, 7 - თავის სალმუნის კუნთი.

იხილეთ აგრეთვე