მენიუ

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკლევის პრინციპი

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - ესაა ვიზუალიზაციის საშუალება, რომელიც ტარდება ძალური მაგნიტისა და რადიოტალღების გამოყენებით. მათი დახმარებით ხდება ორგანოთა (თავის ტვინი, ტვინის სისხლძარღვები, ხერხემალი, ზურგის ტვინი, სახსრები, გული, მუცლის ღრუს ორაგნოები, მცირე მენჯი და ა.შ) სურათის აგება. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდიკა ემყარება იმას, რომ ორგანოთა ქსოვილებში არსებობენ მცირე ნაწილაკები, რომელთა მოძრაობის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს მაგნიტურ ველში. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს პაციენტი არ იღებს რადიაციულ დასხივებას (სხივურ დატვირთვას).

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შემოღებამ ისეთივე რევოლუციური გადატრიალება მოახდინა ნევროლოგიურ და ნეიროქირურგიულ პრაქტიკაში, როგორიც კომპიუტერული ტომოგრაფიის შემოღებამ 70-იან წლებში.

აპარატი, რომლითაც ტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოსტიკა.

ყველაზე ხშირად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისას გამოიყენება აპარატები, რომელთა მაგნიტური ველი 0,15 ტესლაა. თითო ტესლა უდრის 10000 G. (შედარებისათის: დედამიწის მაგნიტური ველის ძალა უდრის 0,6 G.). მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს რადიოაქტიური ველი არაა სტატიკური, ის ბრუნავს პროექციაში სხეულის მიმართ სწორი კუთხით რადიოტალღების სიხშირის სიჩქარით.

ჩვენს პაციენტებს ვთავზობთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლას აპარატზე, რომლის მაგნიტური ველის სიმძლავრე 1,5 ტესლაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლა შესაძლებელია აგრეთვე ინტრავენური კონტრასტირებით (Omniscan), რათა გაიზარდოს ვიზუალური სხვაობა ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურა

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურის ჩატარებისას პაციენტს უნდა ეცვას ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც არა აქვს მეტალის შესაკრავები, ქამარი, ღილები. სახიფათოა და არ შეიძლება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება იმ პაციენტებისათვის, რომელთაც მეტალის იმპლანტები (კლიფსები ანევრიზმაზე, სახსრის პროტეზები, ოსტეოსინთეზის ფირფიტები და ხრახნები, კარდიოსტიმულატორები და ნეიროსტიმულატორები)აქვთ. მეტალის არსებობის შემთხვევაში გამოსახულება არ იქნება მკვეთრი და არსებობს იმპლანტების გადაადგილების (მიგრაციის) საფრთხეც. ბოლო დროს სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლებმა დაიწყეს ზემოჩამოთვლილი იმპალანტების ისეთი სპეციალური შენადნობებით დამზადება, რომლებიც არ ექვემდებარებიან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის გავლენას. სამედიცინო ნაწარმის თავსებადობა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოსტიკის პროცედურასთან, როგორც წესი, მითითებულია დოკუმენტაციაში, რომელსაც მწარმოებელი გასცემს.

პაციენტს ათავსებენ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის გამოსაწევ მაგიდაზე, რომელიც შემდეგ მექანიკურად შედის სკანერის ცენტრში და იწყება გამოკვლევა.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ზოგირთი სახე მოითხოვს სპეციალური (კონტრასტული) პრაპარატის გამოყენებას. კონტრასტული ნივთიერებას პაციენტს უკეთებენ ვენაში (იდაყვის მოსახარში ან ხელის მტევანში). მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს კონრატასტი გროვდება შეცვლილ ქსოვილებში და აძლიერებს მიღებულ გამოსახულებას. ეს ექიმ-რენტგენოლოგს, რომელიც მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე მიღებულ გამოსახულებას აღწერს, აძლევს გამოსაკვლევი ორგანოს ან ქსოვილის გაცილებით უფრო დეტალურ სურათს.

კონტრასული ნივთიერება, რომელიც შეიცავს გადოლინს, არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის არაიონური პარამაგნიტური კონტრასტული საშუალება. გადოლონის პარამაგნიტური თვისებები განსაზღვრავენ კონტრასტულ გაძლიერებას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს. კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანა იწვევს სიგნალის გაძლიერებას მხოლოდ იმ ორგანოების უბნებიდან, რომლებიც ვერ ფუნქციონირებენ რამე პათოლოგიური პროცესის შედეგად დაზიანების გამო. ამგვარად მიღებული გამოსახულება მეტ ინფორმაციას გვაძლევს, ვიდრე კონტრასტული ნივთიერების შეყვანის გარეშე ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად მიღებული გამოსახულება.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურის ჩატარების დროს ექიმ-რენტგენოლოგი და მისი თანაშემწე ცალკე ოთახში იმყოფებიან და შუშის მიღმა აკვირდებიან აპარატის მუშაობასა და პაციენტის მდგომარეობას. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევას 30-დან 60 წუთამდე სჭირდება, ეს დამოკიდებულია ავადმყოფის ორგანოთა დაგეგმილ კვლევაზე. უფრო დაწვრილებით ორგანოთა და სხეულის ნაწილების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შესახებ:

თავის ტვინისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გვერდით ჭრილში.

 

პაციენტის მომზადება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურისათვის

დაგეგმილი პროცედურის წინ პაციენტს სთხოვენ, არ ჭამოს და არ დალიოს სითხე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურამდე 4-6 საათით ადრე.

აუცილებელია წინასწარ დავაზუსტოთ, ხომ არა აქვს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გამოსაკვლევ პაციენტს ჩაკეტილი სივრცის შიში (კლაუსტროფობია). ამ შემთხვევაში მას წინასწარ აძლევენ დამამშვიდებელ პრეპარატს, რომელიც იწვევს მსუბუქ ძილიანობას და ხსნის დაძაბულობას. არსებობს აგრეთვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის “ღია ” ტიპებიც (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ღია კონტურით), რომლებსაც გვერდებზე თავისუფალი სივრცე აქვთ და ეს ნაკლებად აშინებს პაციენტს. სხივური დიაგნოსტიკის განყოფილებაში დადმულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს აქვს დიდი მოცულობა 70 სმ აპერტურით. ეს ხელს უწყობს იმ პაციენტთა რიცხვის კლებას, რომლებსაც გამოკვლევის ჩატარების დროს წინასწარი სედაცია სჭირდებათ.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებამდე აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ პაციენტში:

  • კლიფსის არსებობა ტვინის არტერიის ანევრიზმის დროს
  • სისხლძარღვთა შიდა ძარღვების სტენტების არსებობა
  • გულის ხელოვნური მეტალური სარქველების არსებობა
  • გულის დეფიბრილატორებისა და კარდიოსტიმულატორების არსებობა
  • თავისა და ზურგის ტვინის ნეიროსტიმულატორების არსებობა
  • კოხლეარული იმპლანტის არსებობა შიდა ყურში
  • თირკმლების დაავადებები, დიალიზის გამოყენება (კონტრასტული ნივთიერების ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფეტი)
  • ხელოვნური სახსრების არსებობა
  • სხეულში მეტალის ნამსხვრევების არსებობა ავარიის, აფეთქებების, ჭრილობების და სხვათა შედეგად

სხივური დიაგნოსტიკის განყოფილებაში დადგმულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს აქვს ძლიერი მაგნიტური ველი - 1,5 ტესლა, ამიტომ იმ შენობაში, სადაც ეს აპარატია, უნდა მოვერიდოთ შესვლას:

  • ავტოკალმებით, ჯაყვებით, მეტალისჩარჩოიან სათვალეებით
  • მეტალისგან დამზადებული სამკაულებით, საათებით, ბანკის საკრედიტო ბარათებითა და საშვებით, სასმენი აპარატებით
  • მეტალის თმისამაგრებით, ქინძისთავებით, შესაკრავებითა და ელვაშესაკრავებით
  • მოსახსნელი კბილის პროტეზებით (მათ ტომოგრაფიის წინ იხსნიან)

 

როგორ გადაიტანება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურა

თვითონ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურა პაციენტში არ იწვევს რაიმე სახის მტკივნეულ ფიზიკურ შეგრძნებას და დისკომფროტს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს გამოკვლევისას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში გაუნძრევლად წოლა არ შეუძლია (მაგალითად, ბავშვებს) ან ნერვიულობს, შეიძლება გამოვიყენოთ ხანმოკლე სედატიური ეფექტის მქონე პრეპარატი, რომელიც დაეხმარება მას დამშვიდდეს და მოდუნდეს პროცედურის დროს. თუ პაციენტი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოფრაფიის პროცესში იმოძრავებს, გამოსახულება გადღაბნილი გამოვა და დიაგნოზის დასმა გაჭირდება.

ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ხერხემლის ხედი გვერდიდან.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მაგიდის ზედაპირი შესაძლოა მეტისმეტად ცივი და მაგარი იყოს ზოგიერთი პაციენტისათვის, ამიტომ მათ სკანირების დროს შეიძლება პლედი გადავაფაროთ და თავქვეშ ბალიში ამოვუდოთ (თუ ეს ძირითად გამოკვლევას ხელს არ შეუშლის).

მაგნიტურ-რეზონანსულ აპარატში ჩამონტაჟებული ინტერკომი საშუალებას აძლევს პაციენტს დიაგნოსტიკის პროცედურის დროს ეკონტაქტოს მედპერსონალს მეორე ოთახში. ზოგიერთ მაგნიტურ-რეზონანსულ აპარატში ჩამონტაჟებულია ვიდეომონიტორები და ყურსასმენებიც კი, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს სკანირების პროცესის დროს.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტს შეუძლია გააგრძელოს ცხოვრების ჩვეული რიტმი. მას არანაირი შეზღუდვა არ ექნება დიეტისა და ფიზიკური აქტივობის მხრივ (გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს გამოყენებული იქნა სედატიური პრეპარატი).

 

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების ჩვენებები

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია სპეციალისტებს საშუალებას აძლევს მიიღონ პაციენტის ორგანოებისა და ქსოვილების (თავის ტვინი, ტვინის სისხლძარღვები, ხერხემალი, სახსრები, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოები, გულუ ბრონქები და ა.შ.) გამოსახულება, რათა შეაფასონ მათი მდგომარეობა და გამოავლინონ მათში მომხდარი ორგანული ცვლილებები

მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ნიშნავენ შემდეგ შემთხვევებში:

  • ანგიოგრაფიის კომპიუტერული ტომოგრაფიის ალტერნატიულად, რომ თავიდან აირიდონ ავადმყოფის ორგანიზმზე სხივური დატვირთვა
  • უკვე ჩატარებული რენტგენოგრაფიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად მიღებული მონაცემების დასაზუსტებლად
  • ზოგიერთი ორგანოს ქსოვილების პათოლოგიური ზრდის დიაგნოსტიკისთვის
  • სისხლის მიმოქცევის (ვენები, არტრიები, სინუსები, გული) მდგომარეობის შესაფასებლად
  • ლიმფური კვანძების მდგომარეობის შესაფასებლად
  • სამგანზომილებიან რეკონსტრუქციაში (სხვადასხვა კუთხით) ორგანოთა შესაფასებლად
  • კიბოს სტადიების გამოვლენისას - სიმსივნის უჯრედების სხეულის სხვა ნაწილებში გადასვლა (მეტასტაზები); კიბოს განვითარების სტადიის დადგენა საშუალებას იძლევა შეირჩეს მკურნალობის ადეკვატური მეთოდი და ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობის პროგნოზი გაკეთდეს

თუ პაციენტს ყველაფერი ნორმაში აქვს, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს არანაირი პათოლოგიური ცვლილება არ გამოვლინდება. ცვლილების არსებობის შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად მოღებული მონაცემები ანალიზისათვის გადაეცემა პაციენტის მკურნალ ექიმს, რომელიც შეიმუშავებს საჭირო დამატებითი გამოკვლევებისა და მკურნალობის გეგმას.

გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (სურათზე ჩანს ტაბუხის ბუდე და სახსრის ხრტილი) კოკსარტროზის დროს.

 

შესაძლო გართულებები და რისკები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს

კომპიუტერული ტომოგრაფიისაგან განსხვავებით მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი მუშაობისას არ იყენებს რენტგენის გამოსხივებას. დღემდე ექიმების არ შეუმჩნევიათ სხეულზე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურის გამოყენების გვერდითი მოვლენები.

კონტრასტული ნივთიერებებისა და კონტრასტული პრეპარატების უმრავლესობა შეიცავს გადოლინს. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანა უსაფრთხოა. ალერგიული რეაქცია ასეთ შემთხვევაში პაციენტებში ძალიან იშვიათად ფიქსირდება, მაგრამ გადოლინი შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც თიკმლების (საიდანაც ეს ნივთიერება ორგანიზმს ტოვებს) შესუსტებული ფუნქცია აქვთ ან კიდევ იმ ავადმყოფებისათვის, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე სისხლის პლაზმის ფილტრაციისთვის. თუ პაციენტს თირკმლების უკმარისობა აღენიშნება, მაშინ მას სიფრთხილით უნდა დაენიშნოს გულმკერდის ღრუს ორგანოთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტარსტული ნივთიერების შეყვანით.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შექმნილ ძლიერ მაგნიტურ ველს შეუძლია დააზიანოს კარდიოსტიმულატორი ან სხვა ტიპის ელექტრონული იმპლანტი პაციენტის სხეულში. მაგნიტური ველის გავლენას განიცდიან სხეულში არსებული მეტალის ნამსხვრევები და ფირფიტები (ისინი შეიძლება გადაადგილდნენ და აირიონ).

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით გამოკვლევის ჩატარება შეიძლება მოსახერხებელი არ იყოს რამდენიმე მიზეზის გამო:

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მაღალი ფასი (კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით)
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით სკანირების პროცესის ხანგრძლივობა (კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით)
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს შიდა ორგანოებისა და მთელი სხეულის მოძრაობის მიმართ მაღალი მგრძნობელობა (კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით)

იხილეთ აგრეთვე