მენიუ

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ტარდება ამ ანატომიური ადგილის წინასწარი ულტრაბგერითი კვლევის შემდეგ.

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის უპირატესობებია:

  • არაჩვეულებრივად მაღალი დიაგნოსტიკური ეფექტურობა, რომელსაც ვერ შეედრება სხვა კლინიკური დიაგნოსტიკური ტესტები
  • გამოკვლევის უსაფრთხოება (სხივური დატვირთვა არ ხდება) - გამოკვლევისას არ გამოიყენება რენტგენის გამოსხივება, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და რენტგენოდიაგნოსტიკისაგან განსხვავებით
  • მაღალი გარჩევადობა - მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე შეიძლება დავინახოთ რამდენიმე მილიმეტრის ზომის ობიექტები და შესაძლებელია აგრეთვე გამოსახულების მიღება ნებისმიერ პროექციაში
  • ნორმალური და ასევე პათოლოგიის მქონე ნებისმიერი ქსოვილის ვიზუალიზაცია
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ქალებში (სურათზე ჩანს საშვილოსნო და მისი დანამატები (საკვერცხეები,საშვილოსნოს ლულები).

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მამაკაცებსა და ქალებში საჭირო ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • მენჯის ტრავმატული დაზიანება
  • როცა ეჭვი აქვთ შარდის ბუშტის, საშვილოსნოს ან პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) სიმსივნეზე
  • როცა სურთ შეაფასონ მენჯის ორგანოების სიმსივნეების გავრცელება მიმდებარე სტრუქტურებში
  • გავის არეში ტკივილი (საკროდინია)
  • რეგიონალური ლიმფური კვანძების მდგომარეობის შეფასება
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ქალებში (სურათზე ჩანს საშვილოსნო და შარდის ბუშტი).

შესაძლოა არსებობდეს მცირე მენჯის ორგანოების პათოლოგიათა განვითარების რამდენიმე მიზეზი:

  • ანთება (ადნექსიტი, ენდომეტრიტი, პროსტატიტი, პროკტიტი, ორქიტი, ვეზიკულიტი)
  • სიმსივნური ან სხვა პროლიფერატიული პროცესები (მიომა, პროსტატიის ადენომა, სწორი ნაწლავის პოლიპი და სხვა)
  • სისხლძარღვთა პათოლოგიასთან დაკავშირებული დაავადებები (ჰემოროი)
  • გამწვავებები (საკვერცხეების აპოპლექსია, შარდის ბუშტის გახეთქვა და სხვა)
  • შარდსასქესო სისტემის სხვა დაავადებები

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით შესაძლებლია ყველა ამ პათოლოგიური პროცესის ამოცნობა და დიფერენცირება.

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კაცებში (სურათზე ჩანს წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა), სათესლე პარკები, შარდის ბუშტი და შარდსაწვეთი).

სასურველია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების გამოკვლევა ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე, რომლის სიმძლავრეც 1,5 ტესლაა. ზოგ შემთხვევაში პროცესის ხასიათისა და გავრცელებულობის შესაფასებლად თქვენ შეიძლება შემოგთავაზონ კონტრასტული ნივთიერების ინტრავენური შეყვანა.

ჩვენს პაციენტებს ვთავზობთ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლას აპარატზე, რომლის მაგნიტური ველის სიმძლავრე 1,5 ტესლაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისნ გავლა შესაძლებელია აგრეთვე ინტრავენური კონტრასტირებით (Omniscan), რათა გაიზარდოს ვიზუალური სხვაობა ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).

წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოს დროს მაგნიტირ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენება ხდება ონკოლოგიური პროცესის ლოკალური და რეგიონალური სტადიების გამოსაკვლევად. წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მაღალი ეფექტურობა (დაახლოებით 88-90 %) ქმნის ამ მეთოდის გამოყენების საჭიროებას იმ პაციენტებში, რომლებსაც სიმსივნის ორგანოსგარე გავრცელების საშუალო და მაღალი რისკი აქვთ, რათა განისაზღვროს ლოკალური გავრცელების სტადია და ასევე დადგინდეს, საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა და სხივური თერაპია.

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კაცებში (სურათზე ჩანს წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა), სათესლე პარკები, შარდის ბუშტი და სათესლე ჯირკვალი ).

ექიმების მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებსაც სისხლში პროსტატსპეციფიკური ანტიგენი >10 ნგ/მლ დონით აქვთ, აუცილებლად უნდა დაენიშნოთ წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

გარდა ამისა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით უფრო ზუსტად შეფასდეს რეგიონალური ლიმფური კვანძების მდგომარეობა და გამოვლინდეს მეტასტაზები მენჯის ძვლისა და ხერხემლის სვეტის წელის მალებში.

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არ მოითხოვს ავადმყოფის სპეციალურ მომზადებას, თუმცა როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის სასურველია შარდის ბუშტის რაღაც რაოდენობით (არა მთლიანად) ავსება, ანუ გამოკვლევამდე არაა რეკომენდებული შარდის ბუშტის დაცლა.

იხილეთ შარდსასქესო სისტემის სხვა დაავადებები, რომელთა დიაგნოსტიკის დროსაც შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენება:

  • პროსტატის ადენომა (კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია)
  • ვარიკოცელე
  • ვეზიკულიტი
  • ჰიდრონეფროზი
  • ჰიდროცელე (სათესლის წყალმანკი)
  • შარდკენჭოვანი დაავადება
  • ორხიტი
  • პიელონეფრიტი
  • თირკმლის (შარდის) სინდრომი:
    • ბილირუბინურია (ბილირუბინი შარდში)
    • ჰემატურია (სისხლი შარდში)
    • ჰემოგლობინურია (თავისუფალი ჰემოგლობინი შარდში)
    • გლუკოზურია (გლუკოზა შარდში)
    • კეტონურია (კეტონური სხეულები შარდში)
    • მიოგლობინურია (მიოგლობინი შარდში)
    • პიურია, ლეიკოციტურია (ლეიკოციტები შარდში)
    • პორფირინურია (პორფირინი შარდში)
    • პროტეინურია (ცილი შარდში)
    • ცილინდრურია (ცილინდრები შარდში)
  • პროსტატიტი
  • ცისტიტი

იხილეთ აგრეთვე