მენიუ

მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) - თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი მეთოდია. მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას ექიმს აქვს საშუალება არა მარტო გამოიკვლიოს სტრუქტურული და პათოლოგიური ცვლილებები, არამედ შეაფასოს კიდეც მთელი მხრის სახსრის ან მისი ზოგიერთი სტრუქტურის ფიზიკურ-ქიმიური, პათოფიზიოლოგიური პროცესები.

მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ფრონტალურ ჭრილში მხრის სახსრის ართროზისა და მხარბეჭის პერიართროზის დროს.

მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ რიგი თხელი ჭრილებისა, ავაგოთ საკვლევი უბნის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, გამოვყოთ სისხლძარღვთა ქსელი და ცალკეული ნერვული ღეროები, რომლებიც მხრის სახსრის პროექციაში გადის.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფზე მხრის სახსრის ასეთი აპარატული რეკონსტრუქცია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ქირურგს მუხლის სახსრის ოპერაციის დაგეგმვის და ასევე ოპერაციის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაკონტროლების დროს.

მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია აქსიალურ ჭრილში მხრის სახსრის ართროზისა და მხარბეჭის პერიართროზის დროს.

მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დროული დიაგნოზის დასმა საშუალებას იძლევა თავის დროზე დაიწყოს დაავადების მკურნალობა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად ნაჩვენები იქნას თავად მხრის სახსარი და მის გარშემო დიდ მანძილზე არსებული რბილი ქსოვილები სახსრის სივრცეში კონტრასტული ნივთიერებების შეყვანისა და იონიზირებული რადიაციის (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია) გამოყენების გარეშე, ასევე შესაძლებელია განისაზღვროს სიმსივნის ადგილმდებარეობა და ზომა, სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის, კუნთებისა და მყესების მდგომარეობა.

დღესდღეობით მხრის სახსრის დაავადებების უმრავლესობის დიაგნოსტიკაში მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაიკავა პირველი ადგილი და მეორეხარისხოვანი გახადა ისეთი მეთოდები, როგორებიცაა რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება დაინიშნოს შემდეგ შემთხვევებში:

  • მხრის სახსრის ართრიტი
  • მხარბეჭის პერიართრიტი (მხრის სახსრის ართრიტი, ადჰეზიური კაფსულიტი, “გაყინული მხრის” სინდრომი)
  • სიმსივნური უჯრედების მეტასტაზები
  • მხრის სახსრის რბილი ქსოვილების ტრავმები (კაფსულა, იოგები, კუნთები)
  • მხრის ამოვარდნა

ჩვენს პაციენტებს ვთავზობთ მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლას აპარატზე, რომლის მაგნიტური ველის სიმძლავრე 1,5 ტესლაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლა შესაძლებელია აგრეთვე ინტრავენური კონტრასტირებით (Omniscan), რათა გაიზარდოს ვიზუალური სხვაობა ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).

იხილეთ აგრეთვე