მენიუ

გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

გავა-თეძოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) - თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი მეთოდია. გავა-თეძოსსახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას ექიმს აქვს საშუალება არა მარტო გამოიკვლიოს სტრუქტურული და პათოლოგიური ცვლილებები, არამედ შეაფასოს კიდეც მთელი გავა-თეძოს სახსრის ან მისი ზოგიერთი სტრუქტურის ფიზიკურ-ქიმიური, პათოფიზიოლოგიური პროცესები.

გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ფრონტალურ ჭრილში (იოგები, სახსრის ხრტილი) ოსტეოართრიტის (კოკსართროზის)დროს.

გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ რიგი თხელი ჭრილებისა, ავაგოთ საკვლევი უბნის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, გამოვყოთ სისხლძარღვთა ქსელი და ცალკეული ნერვული ღეროები, რომლებიც გავა-თეძოს სახსრის პროექციაში გადის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფზე გავ-თეძოს სახსრის ასეთი აპარატული რეკონსტრუქცია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ქირურგს მუხლის სახსრის ოპერაციის დაგეგმვის და ასევე ოპერაციის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაკონტროლების დროს.

გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია აქსიალურ ჭრილში (იოგები, სახსრის ხრტილი) ოსტეოართროზის (კოკსართროზის) დროს.

გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დროული დიაგნოზის დასმა საშუალებას იძლევა თავის დროზე დაიწყოს დაავადების მკურნალობა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად ნაჩვენები იქნას თავად გავა-თეძოს სახსარი და მის გარშემო დიდ მანძილზე არსებული რბილი ქსოვილები სახსრის სივრცეში კონტრასტული ნივთიერებების შეყვანისა და იონიზირებული რადიაციის (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია) გამოყენების გარეშე, ასევე შესაძლებელია განისაზღვროს სიმსივნის ადგილმდებარეობა და ზომა, სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის, კუნთებისა და მყესების მდგომარეობა.

გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საგიტალურ ჭრილში (იოგები, სახსრის ხრტილი) ოსტეოართროზის (კოკსართროზის) დროს.

დღესდღეობით გავა-თეძოს სახსრის დაავადებების უმრავლესობის დიაგნოსტიკაში მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაიკავა პირველი ადგილი და მეორეხარისხოვანი გახადა ისეთი მეთოდები, როგორებიცაა რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

ექიმებს შეუძლიათ დანიშნონ გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შემდეგ შემთხვევებში:

ჩვენს პაციენტებს ვთავზობთ გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლას აპარატზე, რომლის მაგნიტური ველის სიმძლავრე 1,5 ტესლაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლა შესაძლებელია აგრეთვე ინტრავენური კონტრასტირებით (Omniscan), რათა გაიზარდოს ვიზუალური სხვაობა ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).

იხილეთ აგრეთვე