მენიუ

მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

სტატიის (“მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია”) ანოტაცია

ამ სტატიაში განხილულია მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის უკანასკნელი მიღწევები და მისი ჩატარების კლინიკური ჩვენებები. მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისათვის აუცილებელია აპარატის გაუმჯობესება -დახვეწა.

სისხლძარღვთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია) აადვილებს მთელი არტერიული სისტემის ვიზუალიზაციას თავიდან ფეხის თითებამდე, გულის არტერიების (კორონული არტერიების) გარდა. მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას შეუძლია ჩაანაცვლოს ჩონჩხის სცინტიგრაფია ძვლებში მეტასტაზების დროს, რადგანაც ის მგრძნობიარეა სითხეების მიმართ, როცა კონტრასტული ნივთიერებას იყენებენ სიმსივნეებისა და მეტასტაზების ძებნის ალტერნატიულ საშუალებად.

ერთ-ერთი პრობლემა, რომლისთვისაც სხივურ დიაგნოსტიკაში დასაქმებული ექიმები მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს მზად უნდა იყვნენ, არის დიაგნოსტიკის პროცედურის შემდეგ დასამუშავებელი ინფორმაციის სიმრავლე. ინფორმაციის სიმრავლემ კი შეიძლება გაზარდოს შეცდომების დაშვების ალბათობა.

მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შემდგომი განვითარება მიმართულია იქითკენ, რომ მიიღონ უკეთესი კონტრასტული გამოსახულება, გააუმჯობესონ კოჭას ტექნოლოგია (მონაცემთა სწრაფი შეგროვებისათვის) და შეამცირონ პაციენტისათვის გამოკვლევის ფასი.

წინა თაობის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე (1) ტარდებოდა გამოკვლევების სერია, რომელთა გამოსახულებებს ერთმანეთს ადებდნენ და აერთებდნენ მოზაიკისებურად. ახალ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე (2) მთლიანი სხეულის გამოსახულებას ერთი გამოკვლევის შედეგად იღებენ.

ბოლოდროინდელი ტენდენციები სხივურ დიაგნოსტიკაში

მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ვითარდებოდა, როგორც პათოლოგიური ორაგნული ცვლილებების ვიზუალიზაციის სხვა მეთოდების ალტერნატიული დიაგნოსტიკური მეთოდი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტერმინი “მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია “ შემოღებულ იქნა 1980 წელს და მაშინ აღნიშნავდა სხეულის მხოლოდ ზოგი ნაწილის (გულმკერდის ღრუს ორგანოების, მუცლის ღრუს ორგანოებისა და კიდურების) კვლევას და არ ითვალისწინებდა თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და ხერხემლის სვეტის ნაწილების კვლევას.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ პაციენტის სხეულის მხოლოდ ერთი ორგანული ნაწილის გამოკვლევას სჭირდებოდა გარკვეული დრო, დღეს კი მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მთელი სხეულის (თავიდან ფეხებამდე) გამოსახულება მივიღოთ მხოლოდ ერთი პროცდურით.

მთლიანი სხეულის პირველი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, კერძოდ ანგიოგრაფის, ერთი გამოკვლევის შედეგად (კონტრასტული ნივთიერების ერთჯერადი ბოლუსური შეყვანით) მიიღეს არტერიული აუზის (თავიდან ფეხებამდე) გამოსახულება. ამის შემდეგ მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მალევე გამოიყენეს ძვლებში სიმსივნეებისა და მეტასტაზების გამოსავლენად. დღესდღეობით მხოლოდ ერთი პროცედურითაა შესაძლებელი კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემების, პარენქიმატოზური ორგანოების, სისხლძარღვებისა და გულის, ასევე ნაწლავების შესწავლა და შეფასება.

 

მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკის პროცედურის აღწერა

სხვადასხვა ტიპის ტომოგრაფმა შეიძლება ამა თუ იმ ორგანოს სხვადასხვაგვარი გამოსახულება გვაჩვენოს. კომპიუტერული ტომოგრაფიისაგან განსხვავებით, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე შეიძლება გამოვიკვლიოთ სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი 40-50 სმ-ის სიგრძეზე. ავადმყოფის უფრო ფართოდ გამოსაკვლევად მისი სხეულის ყოველი ნაწილის (40-50 სმ-ის ფარგლებში) გამოკვლევა ცალკე ხდებოდა. ტომოგრაფის მაგიდაზე შეზღუდული რაოდენობის სენსორების გამო უხდებოდათ პაციენტის მოთავსება ხან თავით, ხან კი ფეხებით ტომოგრაფის აპერტურისაკენ. ასევე საჭირო იყო გამოკვლევის ჩატარების პროცესში კოჭების გადაადგილება ამა თუ იმ ორგანოსკენ. თუ კონტარსტული ნივთიერება შეჰყავდათ, მაშინ გამოკვლევა შეიძლება ჩატარებულიყო მხოლოდ ერთ ან ორ ნაწილზე, რადგან ამ პრეპარატებით გამოწვეული ოპტიმალური კონტრასტული გაძლიერება ხდება ინტრავენური ინექციიდან პირველ წუთებში (ეს დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ტიპზე და გამოსაკვლევ ქსოვილზე) და შენარჩუნდება 45 წუთამდე. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ძველი მოდელის აპარატების ეს შეზღუდვები ხანგრძლივ დროს მოითხოვდა ავადმყოფის გამოსაკვლევად და სტერსულიც იყო პაციენტისათვის.

ტექნიკის თანამედროვე მიღწევებმა შესაძლებლობა მოგვცა მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას ეს შეზღუდვები მოიხსნას. ახლა საჭირო აღარაა პაციენტს ადგილი შევუცვალოთ ხოლმე მაგიდაზე. აპარატის მაგიდა 200 სმ-ის ფარგლებში მოძრაობს და აქვს ყველა აუცილებელი სენსორი. თვითონ ტომოგრაფს აქვს მაგნიტური ველი, რომელიც უდრის 1,5 ტესლას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჭარბწონიანი (250 კგ-მდე) პაციენტების გამოსაკვლევადაც.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დიაგნოსტიკის ჩასატარებელი აპარატი.

 

მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების ჩვენებები და კლინიკური შედეგები

ათეროსკლეროზი

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას გამოვლინდეს ათეროსკლეროზის დროს ადამიანის არტერიული სისტემის შესაძლო დარღვევები. საძილე არტერიაზე, თირკმლების არტეზიებზე ან კიდურებზე ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ინფორმაციულობის თვალსაზრისით შეიძლება შევადაროთ სელექტიური ანგიოგრაფიის ჩატარებისას ვიზუალიზაციის ინვაზიურ მეთოდებს. ავადმყოფისათვის მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის (სისხლძარღვთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის) ჩატარების დროს უკვე საჭირო აღარაა გამოკვლევის დროისა და შეყვანილი კონტრასტული ნივთიერების რაოდენობის გაზრდა. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს დიაგნოსტიკის ჩატარების ფასს. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის ტექნიკური გაუმჯობესების ფონზე მომავალში მოსალოდნელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოსახულების გაუმჯობესებაც.

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის არტერიების გამოკვლევა

მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიით გამოკვლევის თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა ტვინისა და გულის სისხლძარღვთა ქსელის, ასევე პერიფერიული არტერიების (საძილე არტერიიდან წვივამდე) ვიზუალიზაცია. მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის თანამედროვე ტექნიკა ოპტიმალურს ხდის დიაგნოსტიკის დროს პაციენტში ინტრავენურად შეყვანილი კონტრასტული ნივთიერების დოზას. შედეგად შესაძლებელი ხდება 45-60 წუთის განმავლობაში მივიღოთ ნებისმიერი საკვლევი ორგანოს მაღალი ხარისხის გამოსახულება. შესაძლოა გამოვლინდეს არა მარტო მაკროსკოპიული ცვლილებები არტერიულ აუზში (კორონული სისხლძარღვების გარდა), არამედ ინფექციური მიოკარდიტის, ინსულტის ამ თავის ტვინის სისხლძარღვების მიკროანგიოპათიის შედეგად მიღებული პოტენციური დაზიანებები.

ახალ აპარატზე ერთი გამოკვლევის შედეგად მიღებული მუცლის აორტის, თირკმლების არტერიების და ქვედა კიდურების მაგნიტურ-რეზონანული ანგიოგრაფია.

 

ვენების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფია)

ვენოზური მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფია) თავდაპირველად ტრადიციულად ტარდებოდა რენტგენ -კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით. 1988 წელს კლინიკურ პრაქტიკაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისათვის პარამაგნიტური კონტრასტული საშუალებების დანერგვის შემდეგ შესაძლებელი გახდა ვენების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის (მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფიის) ჩატარება კონტრასტული გაძლიერებით. ახლა სტაციონარების სპეციალიზებულმა განყოფილებებმა (კარდიოლოგია, ინტენსიური თერაპია, სისხლძარღვთა ქირურგია და ა.შ.) დაიწყეს თავიანთი პაციენტებისათვის ფილტვის არტერიის მაგნიტურ-რეზონანსური ანგიოგრაფიის ჩატარება, რასაც შეიძლება დაემატოს ქვედა კიდურების, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფია, რათა მოიძებნოს და დიაგნოსტიკა ჩაუტარდეს ფილტვის არტერიის ემბოლიის წყაროს. ვენების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის (მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფიის) დიდი სიზუსტის გამო (რომელიც არ ჩამოუვარდება რენტგენოგრაფიის ჩატარებისას კლასიკურ ფლებოგრაფიას) ის გაცილებით უსაფრთხოა ვენების დიაგნოსტიკის დროს ორსულ ქალებისთვის, რადგანაც არ ხდება სხივური დატვირთვა პაციენტზე და ნაყოფზე. მთელი სხეულის ვენების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის (მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფიის) კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ შესაძლებელია თავის ტვინის არტერიოვენოზური მალფორმაციისა და ზურგის ტვინის სხვადასხვა სახის ჰემანგიომების მოძებნა.

 

სიმსივნეებისა და მეტასტაზების დიაგნოსტიკა მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს

კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია შემთხევევები, როდესაც აუცილებელია ონკოლოგიურ ავადმყოფს გამოუვლინდეს ან გამოერიცხოს მეტასტაზები კიბოს დროს, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისთვის აუცილებელი მკურნალობის მეთოდის დანიშვნა (ქირურგიული ოპერაცია ან ქიმიოთერაპია სხივური თერაპიით). როგორც წესი, მეტასტაზების ძებნის დროს ექიმები პაციენტის სიმსივნის ტიპის გათვალისწინებით ნიშნავენ ჩონჩხის ძვლების სცინტიგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ულტრაბგერით გამოკვლევას, სისხლის ლაბორატორიულ ანალიზს ონკომარკერებზე და ა.შ. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტრადიციულად გამოიყენებოდა მეტასტაზების გამოსავლენად სხვადასხვა ორგანოს მიზანმიმართული დიაგნოსტიკის დროს. კონტრასტირებით ჩატარებულმა ტრადიციულმა მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ შესაძლებელი გახადა მოიძებნოს:

  • მეტასტაზები რეგიონულ ლიმფურ კვანძებში,
  • მეტასტაზები ღვიძლში,
  • მეტასტაზები თავის ტვინში,
  • მეტასტაზები ზურგის ტვინში.

დღესდღეობით სიმსივნის გამოსავლენად M (მეტასტაზები) სტადიაზე მთელი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას შეუძლია გამოავლინოს ლიმფომით, მეტასტაზებითა და ინფექციური დაზიანებებით (ოსტეომიელიტით) გამოწვეული ძვლების ინფილტრაცია. დიაგნოსტიკის ამ მეთოდს ასევე შეუძლია გამოავლინოს პერენქიმატოზური ორგანოების დაზიანებები. ამგვარად, მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია შეიძლება ჩაენაცვლოს სცინტიგრაფიას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს მალების სხეულის მეტასტაზები უკეთ ჩანს, ვიდრე ძვლების სცინტიგრაფიის დროს.

მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ ერთ-ერთ ჭრილზე გამოვლინდა ვენის თრომბოზი მარჯვენა მუხლქვეშა ფოსოს არეში შევსების დეფეტით (მითითებულია ისრით).

კონტრასტული ნივთიერების შეყვანის შემდეგ ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად მიღებულ სამგანზომილებიან გამოსახულებებს აქვთ მაღალი გარჩევადობა. ისინი გაცილებით უკეთესად ახასიათებენ შინაგანი ორგანოს, ძვლებისა და რბილი ქსოვილების პარენქიმის დაზიანების ხარისხს. მათი დახმარებით შესაძლებელი ხდება გამოკვლეულ იქნას არა მარტო ძვლები, არამედ ფილტვებიც, მუცლის ღრუს ორგანოები, ლიმფური კვანძები და სადინრები. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ავლენს ფილტვებისა და თავის ტვინის თითქმის ყველა მეტასტაზს, რაც კი ჩანს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. სცინტიგრაფიასთან შედარებით, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე უკეთ ჩანს მალები და მენჯის ძვლები. ავადმყოფს მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა უტარდება 15 წუთის განმავლობაში, ამიტომ ეს მეთოდი მეტასტაზების გამოვლენისას სცინტიგრაფიის ალტერნატივაა.

პოზიტრონ -ემისიური ტომოგრაფია კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად და მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ერთნაირ დიაგნოსტიკურ შედეგებს აჩვენებენ შორეული მეტასტაზების ძიების დროს. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება უმჯობესია ღვიძლში ან ძვლებში არსებული მეტასტაზების დროს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას სიმსივნის ისეთი სტადიების დროს, როგორებიცაა T (სიმსივნე) და N (კვანძი), აქვს ჰიპერდიაგნოსტიკის თვისება. თუ პოზიტრონ -ემისიური ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია შუძლებელია, ან თუ ბავშვია ხელმეორედ გამოსაკვლევი (და არსებობს ხელმეორე სხივური დატვირთვის რისკი), მაშინ მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მისაღებია ალტერნატიული ვარიანტია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია აქტუალურია იმ პაციენტებისთვისაც, რომელთაცაქვთ ალერგია კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ინტრავენურად შესაყვან იოდის შემცველობის კონტრასტულ ნივთიერებებზე (იდიოსინკრაზაცია).

იხილეთ აგრეთვე