მენიუ

ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ტრავმული შეშუპება, კეროვანი და დიფუზური ტრავმა

ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და დაჟეჟილობა

გამოკვლევები ნათელს ფენენ თავის დარტყმით ან სხვა ტრავმირებადი ფაქტორით (რომელიც იწვევს ქალას ღრუში ტვინის სტრუქტურების მნიშვნელოვან გადაადგილებას) გამოწვეული ქალა-ტვინის შერყევის შედეგად გაჩენილ კოგნიტიურ ან ფიზიოლოგიურ ეფექტებს. როგორც წესი, მექანიკური ზემოქმედებისაგან თავის ტვინი დაცულია თავ-ზურგ-ტვინის სითხით (ლიკვორით), რომელიც მას გარს ეკვრის და ქალას ძვლებით. მაგრამ როცა თავი და მთელი ტანი ექსტრემალურ ფიზიკურ ზემოქმედებას განიცდიან (სპორტული ტრავმა ან საავტომობილო ავარია), მაშინ ტვინი შეიძლება გადაადგილდეს და მიეჯახოს ქალას ძვლების შიდა კედლებს. ასეთი მექანიკური ტრავმა ხდება ტვინშიდა სისხლჩაქცევის ანდა ეპიდურალური ან სუბდურული ჰემატომის, სისხლდენის (ტვინის გაწყვეტილი ვენები და არტერიები) და/ან თავის ტვინის შეშუპების მიზეზი.

თავის წინ მოძრაობის მოულოდნელი შეჩერების დროს ქალას ღრუში მდებარე თავის ტვინი ინერციით აგრძელებს თავის მოძრაობას წინა მიმართულებით და ეჯახება შუბლის ძვალს (ქალას ღრუს წინა ნაწილში). ეს იწვევს თავის ტვინის შუბლის წილის ცალმხრივ ან ორმხრივ დაჟეჟილობას. წინა მიმართულებით შუბლის ძვალზე დარტყმის შემდეგ თავის ტვინი შეიძლება ხელმეორედ ტრავმირდეს უკან ბიძგისა და კეფის ძვალთან შეჯახების შედეგად (დაზიანება მოწინააღმდეგე დარტყმისგან). ყველაფერი ეს იწვევს ტვინის ქსოვილების გაჟღენთას, რის შედეგადაც ტვინის შეშუპებულ ქსოვილებს არ ყოფნით სივრცე გაფართოებისათვის და ტვინი იჭყლიტება ქალაში. ტვინზე ზეწოლა ართულებს მასში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შეშუპებას.

თავის ტვინის შერყევის ან დაჟეჟილობის წარმოშობის მექანიზმი კისრის იოგებისა და კუნთების შოლტისებრი დაზიანებით დარტყმის დროს.

თავის ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუ ამას მოჰყვება თავის ტვინის დაზიანება. თავის ტვინის დაზიანება განსხვავდება მისი ხარისხით:

  • თავის ტვინის შერყევა
  • თავის ტვინის დაჟეჟილობა მსუბუქ ფორმაში
  • თავის ტვინის დაჟეჟილობა საშუალო ფორმაში
  • თავის ტვინის დაჟეჟილობა მძიმე ფორმაში
  • თავის ტვინის ზეწოლა (კომპრესია) — სუბდურული და ეპიდურალური ჰემატომა, თავის ქალას ძვლების იმპრესიული მოტეხილობა და ა.შ.)
  • თავის ტვინის დიფუზური ტრავმა

თავის ქალის ნაჩვენები ყველა ტრავმა დიაგნოსტირდება ექიმი ნეიროქირურგის მიერ და შემდეგ მოითხოვს კონსერვატიულ ან ოპერაციული მკურნალობის დანიშნულებას.

ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია გაიაროთ გადატანილი ქალა-ტვინისა და ხერხემლის ტრავმის სრულფასოვანი რეაბილიტაცია.

თავის ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია აღმოაჩინა შუბლის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა შუბლის წიაღის და მარცხენა თვალბუდის სახურავის დაზიანებით.

თავის ტვინის შერყევა ხდება პირდაპირი დარტყმით ან თავის მკვეთრი მოძრაობით. თავის ტვინის შერყევას შედეგად მოჰყვება მისი ფუნქციის მოშლა და პათოლოგიური სიმპტომების გამოვლინება:

  • ცნობიერების დაკარგვა რამდენიმე წუთით
  • გონების აშლილობა რამდენიმე წუთით
  • ანტეროგრადული და რეტროგრადული ამნეზია (პერიოდული გონების დაკარგვა ტვინის შერყევის შემდეგ)
  • თავს იჩენს გულისრევა და ღებინება
  • თავის ტკივილი
  • ნისტაგმი

თავის ისეთი მძიმე ტრავმა, როგორიცაა თავის ტვინის დაჟეჟილობა, შეიძლება გამოიწვიოს თავის ქალას ან ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობა, რომელსაც მოჰყვება ლიკვორეა (ლიკვორის დენა ყურიდან ან ცხვირიდან).

თავის ტვინის ტრავმას მოჰყვება კრანიალური ნერვების დაზიანება უშუალოდ მექანიკური ტრავმით ან თავის ქალას ძვლის ნამსხვრევებით.

თავის ტვინის ტრავმის დროს უფრო ხშირად ზიანდება სამწვერა და სახის ნერვები მათი ანატომიური მდებარეობის გამო (თავის ქალადან გამოსვლის ადგილებში).

თავის ქალას ძვლების მოტეხილობა თავის ტვინის დაჟეჟილობით.

ქალა-ტვინის ტრავმის, თავის ტვინის შერყევის და დაჟეჟილობის დიაგნოსტიკა

ქალა-ტვინის ტრავმის დიაგნოსტიკის პირველი ეტაპი კლინიკაში არის ნევროლოგიური სტატუსის შეფასება და (საჭიროების შემთხვევაში) ქალას ძვლების რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია. ტვინის ქსოვილის დაზიანებული ადგილის და დაზიანების ხარისხის დასადგენად საჭიროა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. თავის ტვინის შერყევის დროს პაციენტს არ ესაჭიროება დამატებითი დიაგნოსტიკური გამოკვლევა (თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია).

დიაგნოსტიკის მიზნით ლუმბალური პუნქციის ჩატარება სხვა მეთოდებთან შედარებით:

  • უფრო ზუსტად ამოიცნობს სუბარაქნიოდურ სისხლჩაქცევას და მის ხარისხს
  • გამოაჩენს ტვინის გარსის რეაქციას თავის ტვინის ტრავმაზე
  • გამოაჩენს თავის ტვინისა ანთებითი და ხერხემლის ტრავმული პროცესების გართულებებს
ქალას ძვლების რენტგენოგრაფია ქალა-ტვინის ტრავმის დროს (თავის ტვინის შერყევა და დაჟეჟილობა).

ქალა-ტვინის ტრავმის ტიპიური ნიშნები და სიმპტომები გვხვდება ტრავმის მიღების შემდეგ (დარტყმა თავში, დავარდნა ან ავტოსაგზაო შემთხვევა) მწვავე პერიოდში :

ქალა-ტვინის ტრავმის ნიშნები და სიმპტომები (თავის ტვინის შერყევა და დაჟეჟილობა).

ნევროლოგიური კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია კლინიკური დიაგნოზის დასმა. თუ დიაგნოზი იქნება წინასწარი და მოითხოვს დაზუსტებას, მაშინ პაციენტს ეძლევა დამატებითი ინსტრუმენტალური ან ლაბორატორიული დიაგნოსტიკური დანიშნულება.

შესაძლო დამატებითი ინსტრუმენტალური ან ლაბორატორიული დიაგნოსტიკური დანიშნულება დიაგნოზის დაზუსტებისთვის ქალა-ტვინის ტრავმის დროს:

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება თავის ტვინის დაჟეჟილობის ეჭვის დროს.

 

გლაზგოს კომის სკალა

პაციენტის თავის ტვინის ტრავმის სიმძიმის მიხედვით სპეციალისტი ითვალისწინებს ნევროლოგიური დონის დეფიციტს (თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა) და ცნობიერების გარკვეულ დონის აშლილობას. სამედიცინო პრაქტიკაში ყველა ეს ჩვენება (ნევროლოგიური კეროვანი სიმპტომები, ცნობიერების დონე) შეტანილ იქნა შეფასების სიაში (Glasgow Coma Scale, GCS) ნეიროქირურგი პროფესორების მიერ. ეს პროფესორები იყვნენ Graham Teasdale და Bryan J. Jennett, გლაზგოს უნივერსიტეტიდან 1974 წელს.

გლაზგოს კომის სკალა (გკს):

მაჩვენებელი
საპასუხო რეაქცია
ბალი
მოძრაობა (მ)
სპონტანური მოძრაობა ბრძანებაზე 6
მიზანმიმართული ხელის კვრა ტკივილის საპასუხოდ 5
მოცილების რეაქცია ტკივილის საპასუხოდ 4
პათოლოგიური მოხრა ტკივილის საპასუხოდ (დეკორტიკაცია) 3
პათოლოგიური გაშლა ტკივილის საპასუხოდ (დეცერებრაცია) 2
არ არის მოტორული რეაქცია 1
ვერბალური რეაქცია (ვ)
ორიენტირებულია სივრცეში და დროში 5
დაბნეული ბგერები, დეზორიენტაცია 4
წარმოთქვამს გაუგებარ სიტყვებს 3
წარმოთქვამს გაუგებარ ბგერებს 2
არ აქვს ვერბალური პასუხები 1
თვალის გახელა (თ)
სპონტანური 4
ვერბალურ ბრძანებებზე ახელს თვალებს 3
ტკივილზე 2
არ ახელს თვალებს 1
საერთო შედეგი
3-15

შენიშვნ: კომა ბალებში = + + . პაციენტებში, რომლებსაც გლაზგოს კომის შკალის მიხედვით 3 ან 4 ბალი აქვთ დაგროვებული, სიკვდილის ან ვეგეტატიურ მდგომარეობაში დარჩენის ალბათობა 85%-ს ტოლი აქვთ. პაციენტებში, რომლებმაც > 11 ბალი დააგროვეს, სიკვდილის ან ვეგეტატიურ მდგომარეობაში დარჩენის ალბათობა უდრის მხოლოდ 5-10%-ს; უუნარობის სირთულის საშუალო ხარისხი ან ჯანმრთელობის საბოლოო აღდგენის ალბათობა 85%-ია. გლაზკოს კომის სკალის საშუალო მნიშვნელობის ბალები შეესაბამებიან ჯანმრთელობის აღდგენის პროპორციულ შანსებს.

 

ქალა-ტვინის ტრავმის კლასიფიკაცია შედგება მრავალი ფაქტორების საფუძველზე. ალტერნატიული ქალა-ტვინის ტრავმის სიმძიმის სკალა.

სიმძიმე სტრუქტურული ცვლილებების ვიზუალიზაცია (MRI, CT) გონების დაკარგვა ცნობიერების აშლილობა პოსტტრავმატული (რეტროგრადული) ამნეზია გლაზგოს კომის სკალა (გკს), ბალი
მსუბუქი ნორმა 0–30 წუთი
(<20 წუთი – 1 საათი)
ტრავმის მომენტი
<24 საათი
<24 საათი 13–15
საშუალი ნორმა ან პათოლოგია >30 წუთი
<24 საათი
>24 საათი 1–7 დღე 9–12
მძიმე ნორმა ან პათოლოგია >24 საათი >24 საათი >7 დღე 3–8

 

პათოფიზიოლოგიური ცვლილებები და ინტენსიური თერაპია თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს

  1. ცერებრალური (თავის ტვინის) სისხლის მიმოქცევის აუტორეგულაცია არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემა შიდაქალის წნევის ბალანსისთვის. თავის ტვინის მცირე სისხლძარღვები რეაგირებენ ჰიდროსტატიკურ წნევაზე და არეგულირებენ თავის ტონუსს, რომ შენარჩუნდეს ცერებრალური სისხლის მუდმივი მიმოქცევა 60-დან 160 mm Hg არტერიული წნევის ფარგლებში. როგორც კი მძიმე ტვინის ტრავმის დროს წნევის კონტროლის მრუდი გადაინაცვლებს მარჯვნივ, შემთხვევითი სისტემური არტერიული წნევის ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ცერებრალური სისხლის მიმოქცევის მძიმე ცვლილებები, რომლებიც იწვევს პათოლოგიურ და შეუქცევად ცვლილებებს, როგორებიცაა თავის ტვინის ჰიპოპერფუზია (ცერებრული იშემია) ან ჰიპერპერფუზია (თავის ტვინის ჰიპერემია).
  2. ცერებრალური სისხლის მიმოქცევის მოცულობის და სისტემური არტერიული წნევის ცვლილებები იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას (ვაზოდილატაცია) ან შევიწროებას (ვაზოკონსტრიქცია). ცერებრალურმა ვაზოდილატაციამ (სისხლძარღვის სანათურის გაფართოება) შეიძლება გამოიწვიოს სისტემური არტერიული წნევის დაწევა (ჰიპოტონია). ეს იწვევს ცერებრალური სისხლის მოცულობის ზრდას და შიდაქალის წნევის მომატებას. ასეთი სისხლძარღვთა რეაქცია შეიძლება იყოს გამოწვეული ჰიპოქსემიით, დეჰიდრატაციით ან ჰიპოკაპნიით (ჰიპერვენტილაციური თერაპიის გამო).
  3. თავის ტვინის პერფუზიული წნევის დაწევა იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვებს ვაზოდილატაციას (გაფართოებას) და შემდგომი ცერებრალური სისხლის მოცულობის ზრდას. თავის ტვინის პერფუზიული წნევის შემცირება ხშირად ასოცირდება სისტემური არტერიული წნევის დაწევასთან. აუტორეგულციის შესაძლებლობების გადაჭარბების შემთხვევაში ჰიპერპერფუზიამ შეიძლება გაზარდოს თავის ტვინის ჰიპერემიის რისკი. და პირიქით, სისტემური არტერიული წნევის დაწევამ მისი კორექციის შესაძლებლობების ფარგლებს ქვემოთ შეიძლება შეამციროს თავის ტვინის პერფუზიული წნევა და გამოიწვიოს თავის ტვინის იშემია.
  4. გადაჭარბებული ჰიპერვენტილაცია იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას (ვაზოკონსტრიქციას) და ტვინის სისხლის მიმოქცევის შემცირებას, რის გამოც ვლინდება თავის ტვინის იშემია. სისხლში CO2-ის დონის ცერებროვასკულური მგრძნობელობის შედეგად თავის ტვინის სისხლძარღვების დილატაციამ (გაფართოება), რომელიც გამოწვეული იყო მომატებული ნახშირორჟანგის პარციალური წნევით (PaCO2), შეიძლება გაზარდოს შიდაქალის წნევა და ხელი შეუწყოს სისხლის მოცულობის ზრდას თავის ტვინში (ტვინის შეშუპება). თუ ეს მოხდება, ტვინის მძიმე ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ცუდი შედეგი. მეორე მხრივ, როდესაც ნახშირორჟანგის პარციალური წნევა (PaCO2) სისხლში იკლებს, ტვინის სისხლძარღვების სანათური ვიწროვდება (ვაზოკონსტრიქცია), რაც ამცირებს თავის ტვინის სისხლის მოცულობას და, საბოლოო ჯამში, იწვევს შიდაქალის წნევის დაწევას.
  5. მომატებული ენდოგენური კატექოლამინების დონე (სიმპათიკური ნერვული სისტემით ინდუცირებული კატექოლამინების ზრდა) იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროებას (ვაზოკონსტრიქციას), რაც ზრდის სისტემურ არტერიული წნევას (ნეიროგენული ჰიპერტენზია) თავის ტვინის ტრავმული დაზიანება შემდეგ. ამის შედეგად სისტემური არტერიული წნევა არ შეიცვლება, ჰიპოვოლემიის მიუხედავად. მანიტოლი, როგორც ოსმოსური შარდმდენი საშუალება, ისტორიულად გამოიყენებოდა შიდაქალის მომატებული წნევის მქონე პაციენტებში. თუმცა, არამიზნობრივად გამოყენებული მანიტოლი იწვევს ჭარბ ინტრავასკულარულ გაუწყლოებას (დეჰიდრაციას). დეჰიდრატაციისა და ჰემოდინამიკის დარღვევების შედეგად იქმნება ცერებრალური სისხლის მომოქცევის არასტაბილური მდგომარეობა მოულოდნელი ჰიპოტენზიის ეპიზოდებით. თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდეგ მოულოდნელი კატასტროფული არტერიული წნევის ვარდნის (ჰიპოტენზიის) პროფილაქტიკისათვის უნდა თავიდანვე შეიზღუდოს მანიტოლის რუტინული გამოყენება და ინტრავასკულარული გაუწყლოება (დეჰიდრაცია).
  6. ჰიპერგლიკემია ასევე ხშირად ვითარდება ტვინის მძიმე ტრავმული დაზიანების ან ორგანიზმისთვის მსგავსი სტრესული მოვლენების შემდეგ. მაღალი გლუკოზის დონე სისხლში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდეგ, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ტვინის დაზიანების სიმძიმესთან და პაციენტისთვის შემდგომ უარყოფით ნევროლოგიურ შედეგებთან. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ჰიპერგლიკემიის როლი მეორადი ნეირონების დაზიანების ფორმირების მექანიზმში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდეგ. საუკეთესო დრო, როდესაც უნდა დაიწყოს გლუკოზის შემცველი სითხეების გამოყენება კვების შესანარჩუნებლად, ასევე გაურკვეველია, რადგან მწვავე ჰიპერგლიკემიამ (სისხლში მომატებული გლუკოზის დონე) შეიძლება შეცვალოს პაციენტის ნევროლოგიური შედეგი. ჯერ კიდევ უცნობია, თუ შეიძლება, რომ მხოლოდ ჰიპერგლიკემიამ გამოიწვიოს ტვინის ქსოვილის ანთება მწვავე კრიტიკული მდგომარეობის დროს ნეიტროფილების დაგროვების ჩართვით.

 

ქალა-ტვინის ტრავმის, თავის ტვინის შერყევის და დაჟეჟილობის მკურნალობა

პაციენტს ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზის მიხედვით (თავის ტვინის შერყევა ან დაჟეჟილობა, თავის ტვინის ზეწოლა ან დიფუზური ტრავმა) ექნება შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ნევროლოგიური სტატუსის კეროვანი დარღვევა, ცნობიერების გარკვეული დონის მოშლა. ჩამოთვლილი სიმპტომების სიმძიმის და გამომწვევი მიზეზის მიხედვით შეიძლება დაინიშნოს შემდეგი მკურნალობა:

ლუმბალურ პუნქციას ნეიროქირურგები ხშირად იყენებენ ლიკვორის წნევის გაზომვისას, ასევე თავზურგტვინის სითხის ფერის, გამჭირვალობის და მოცულობის დასადგენად.

ლუმბალურ პუნქციას იყენებენ თავზურგტვინის სითხის გაწმენდის პროცესის დასაჩქარებლად, ლიკვორის დენის აღსადგენად, ასევე თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში, თუ არ არის უკუჩვენება, ამოიღებენ 10–20 მლ ან უფრო მეტ თავზურგტვინის სითხეს.

warning ყურადღებით! ხანგრძლივი, ქრონიკული ან მწვავე თავის ტკივილის დროს პირველ რიგში უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს ან ნეიროქირურგს კონსულტაციისთვის. ძალიან ხშირია შემთხვევები პაციენტის ახლობლების მხრიდან როცა ისინი იწყებენ თვითდიაგნოსტიკას და არ ცდილობენ მიმართონ ნევროპათოლოგს დიაგნოსტიკისთვის.

იხილეთ აგრეთვე