მენიუ

პარკინსონის დაავადება, პარკინსონიზმი

პარკინსონის დაავადება, პარკინსონიზმი

პარკინსონის დაავადება — ეს არის ნელა პროგრესირებადი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც არღვევს ადამიანის მოძრაობას, კუნთების კონტროლს და მისი სხეულის წონასწორობის ბალანსს. ასეთი პათოლოგიური მდგომარეობა (პარკინსონის დაავადება და პარკინსონიზმი) ყალიბდება თავის ტვინის ღეროში ერთად შეგროვებული ნერვული უჯრედების (შავი ნივთიერების) ნაწილის დაზიანებით.

ეს ნერვული უჯრედები თავისი მორჩებით უერთდებიან თავის ტვინის ნახევარსფეროებს. მათში ხდება ნეიროტრანსმიტერების წარმოება და გამოყოფა, რომლებიც ეხმარებიან კუნთების მოძრაობას და სხეულის კოორდინაციას სივრცეში.

თავის ტვინის ღეროში შავი ნივთიერების დაზიანების ზონა პარკინსონის დაავადების ან პარკინსონიზმის დროს.

ასეთი სპეციფიური ნეიროტრანსმიტერების არ არსებობის დროს ვლინდება შემდეგი პარკინსონის დაავადების ან პარკინსონიზმის გამოხატული კლინიკური ნიშნები, როგორიცაა თავისუფალი მოძრაობის შეზღუდვა კუნთების ტონუსის მომატებით, კიდურების კანკალი, უმიმიკო სახე, პატარა ნაბიჯებით სიარული და სხვა.

პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის დიაგნოსტიკა

პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის დიაგნოსტიკა იწყება პაციენტის ნევროლოგიური კონსულტაციით. პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის გამოკვლევის შედეგად შეიძლება დაისვას კლინიკური დიაგნოზი. თუ დიაგნოზი იქნება წინასწარი მაშინ პაციენტს დანიშნულ ექნება დამატებითი დიაგნოსტიკური გამოკვლევები:

  • კისრის და თავის ტვინის სისხლძარღვების რეოენცეფალოგრაფია, ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია
  • თავის ტვინის (მიმოხილვითი) და მისი სისხლძარღვების (ანგიოგრაფიის რეჟიმი) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია
  • თავის ტვინის სისხლძარღვების კომპიუტერული ტომოგრაფია (ანგიოგრაფიის რეჟიმი) კონტრასტის გამოყენებით

კლინიკური სიმპტომების ტრიადა შეიცავს ბრადიკინეზიას (მოძრაობის შენელება), ტრემორს (თავის ან კიდურების კანკალი) და რიგიდულობას (გაშეშება, დაჭიმულობა), ეს სიმპტომები კი ითვლება საკმარისად იდიოპათიური პარკინსონის დაავადების დიაგნოსტიკისთვის. პარკინსონის დაავადების მორფოლოგიური საფუძველი არის შავი ნივთიერების კომპაქტური ზონის დაზიანება. ეს აქსიომა მიზანშეწონილია პარკინსონის დაავადების ასეთი კლინიკური სურათის უმრავლესი შემთხვევებისთვის, თუმცა ასეთივე სიმპტომატიკა გვხვდება სხვა ნევროლოგიური დარღვევების შემთხვევებში. რომლების ჩვეულებრივ არ დიაგნოსტირდებიან სიცოცხლეში.

თავის ტვინის მიმოხილვითი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება პარკინსონის დაავადებაზე ეჭვის დროს.

წამლების მიღებით გამოწვეული პარკინსონიზმი შეიძლება არ გამოირჩეოდეს იდიოტოპათიური პარკინსონის დაავადებისგან, თუმცა ამ დროს ტრემორი (კიდურების და თავის კანკალი) ნაკლებად გამოხატულია. პოსტენცეფალიტიკური პარკინსონიზმის კლინიკური დიაგნოზი უფრო ფართოა, რადგან პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსში ექსტრაპირამიდული ცვლილებები არის მხოლოდ დაზიანების ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინის ნივთიერებაში აღმოჩენილ ინფარქტების კერებთან.

პარკინსონის დაავადების კლინიკურ დიაგნოზში მითითებული უნდა იყოს მისი კლინიკური ფორმა (აკინეტურ-რიგიდული ტრემორი, აკინეტიკურ-რიგიდული, ტრემორ-რიგიდული), პოსტურალური წონასწორობის დარღვევის გამოხატულობა და სიარულის დროს მოძრაობის შეზღუდვა, სიმპტომების გავრცელება (ჰემიპარკინსონიზმი, უმეტესად მარჯვენა ან მარცხენა კიდურებზე), დაავადების სიმძიმის ხარისხი, შემეცნებითი დარღვევების გამოხატულება, დეპრესიები და ვეგეტატიური დარღვევები, დისკინეზიის და ფლუქტუაციის არსებობა დაკავშირებული ლევოდოპის პრეპარატების ხანგრძლივ მიღებასთან. პარკინსონის დაავადების ფორმები (კლასიფიკაცია):

  1. პარკინსონის დაავადება, ტრემორ-რიგიდული ფორმა უმეტესად მარცხენა კიდურებზე, ნელა განვითარებადი მიმდინარეობა, სიმძიმის მე-2 ხარისხი (Hoehn-Yahr-ის მიხედვით), ლევოდოპის პრეპარატზე დადებითი რეაქცია.
  2. პარკინსონის დაავადება, რიგიდულ-ტრემორული ფორმა პოსტურალური წონასწორობის დარღვევით გამოხატული, სიმძიმის მე-3 ხარისხი (Hoehn-Yahr-ის მიხედვით), ლევოდოპის პრეპარატის დოზის ამოწურვის ფენომენი, გამოხატული მტკივნეული ქვედა კიდურების დისტონიით, დემენციის დაბალი ხარისხი.

პარკინსონის დაავადების დროს დემენციის (მახსოვრობის დაკარგვა) სიხშირე და გამოხატულება რჩება დისკუსიის საგნად. ერთ-ერთ განხილვაში ნავარაუდებია, რომ პარკინსონიზმით დაავადებულების 1/3 ნაწილი დაავადების გვიან სტადიაში ავლენს ზემოთ აღნიშნულ დემენციას. ასეთი დასკვნა დაფუძნებულია მეცნიერულ გამოკვლევათა საფუძველზე, რომელშიც საშუალოდ ან ძლიერად გამოხატული დემენცია აღმოჩნდა პარკინსონით დაავადებულთა 32 %-ში (520-დან); მაგრამ ამ ჯგუფში ასევე შედიოდა ავადმყოფები პარკინსონის დაავადების ისეთი ატიპიური გამოხატულებით, როგორიცაა: გამოფიტვა, ნათხემიდან წარმოქმნილი ტრემორი, დისტონია ან პირამიდული ნიშნები, თუმცა ამ ავადმყოფებს შორის უპირატესი იყო პარკინსონიზმის სიმპტომები.

თუმცა ავტორები აცხადებენ, რომ დემენციის გაჩენა შესაძლოა როგორც ტიპიური ასევე ატიპიური პარკინსონის დაავადებების შემთხვევების დროს, სხვა დაკვირვებების მიხედვით, რომლებიც შეიცავდნენ 93 ავადმყოფს, მკვლევარებმა მიიღეს საწინააღმდეგო დასკვნა. მათი მონაცემების შედეგად, ცნობიერებრივი დარღვევები გამოწვეული თავის ტვინის ნივთიერების ორგანული ცვლილებების მიზეზით (ძირითადად დემენცია) დადგენილია 15 % ტიპიურ შემთხვევებში და 68 % პარკინსონის დაავადების ატიპიურ შემთხვევებში.

 

პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის მკურნალობა

პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის მკურნალობის საჭირო მეთოდების შერჩევა ხდება ავადმყოფთან ურთიერთობის პროცესში, რადგან საჭიროა დადგინდეს რომელი წამლის მინიმალურ დოზას შეუძლია გააუქმოს დაავადებების კლინიკური გამოხატულება და შეაჩეროს მისი განვითარება. ასევე ექიმი ნევროლოგი და რეაბილიტოლოგი ადგენს საჭირო ფიზიოთერაპიის და რეფლექსოთერაპიის მეთოდს ამ პაციენტისთვის.

პარკინსონის დაავადების ან პარკინსონიზმის მკურნალობის დროს ძალიან ეფექტურია რეფლექსოთერაპია, როგორც მკურნალობის ერთ-ერთი დამატებითი მეთოდი.

პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმი მქონე პაციენტების კუნთების ტონუსის დარღვევის მკურნალობის დროს მანუალური თერაპიის ოსტეოპათიური ტექნიკის გამოყენება პარკინსონის დაავადების მქონე და პარკინსონიზმით დაავადებულ ავადმყოფს აძლევს მნიშვნელოვან შვებას.

პარკინსონის დაავადების ან პარკინსონიზმის მკურნალობის დროს კისრის და ხელების კუნთების რიგიდულობის სიმპტომის მოხსნა უფრო ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენების დროს.

იმისთვის რომ დაბრუნდეს დაკარგული ძალა და ტონუსი, გაუქმდეს ხერხემალთან ან სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების დიდი რაოდენობა, პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტისთვის აუცილებელია მის ყოველდღიურ დღის წესრიგში სამკურნალო ტანვარჯიშის ცოდნა და გამოყენება.

პარკინსონის დაავადების ან პარკინსონიზმის მკურნალობის დროს გამოიყენება ნეიროსტიმულატორი.

პარკინსონის დაავადების ქირურგიული მკურნალობის დროს გამოიყენება ნეიროქირურგიული სტერეოტაქსიკური მეთოდიკა, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს თავის ტვინის ექსტრაპირამიდულ ნერვულ ბირთვებს (მათი წერტილოვანი მოყინვა). ასევე გამოიყენება ნეიროსტიმულატორების იმპლანტაცია, რომელიც მოქმედებს თავის ტვინის გარკვეულ ნერვულ უჯრედებზე. ასეთი ტიპის ნეიროქირურგიული ოპერაციების შედეგად პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტს ნაწილობრივ ან მთლიანად ეხსნება ტრემორი (თავის და ხელების კანკალი).

იხილეთ აგრეთვე