მენიუ

შიდა ქალის მომატებული წნევა (ჰიპერტენზია) და ჰიდროცეფალია

თავზურგტვინის სითხე, ლიკვორი

ცერებროსპინალური სითხე - ესაა ორგანიზმის თხევადი ბიოლოგიური გარემო, რომელიც ცირკულირებს თავის ტვინის პარკუჭებში, თავისა და ზურგის ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში.

ჯანმრთელ ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად 0,2-0,8 მლ/წთ სიჩქარით წარმოექმნება 350-დან 1150 მლ-მდე ცერებროსპინალური სითხე (თავზურგტვინის სითხე, ლიკვორი), რაც დამოკიდებულია შიდა ქალის წნევაზე: რაც უფრო დაბალია შიდა ქალის წნევა, მით უფრო სწრაფად წარმოიქმნება ცერებროსპინალური სითხე (თავზურგტვინის სითხე, ლიკვორი).

თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიკვორის) გამომუშავება ხორციელდება სისხლძარღვოვანი წნულის მიერ თავის ტვინის პარკუჭებში. თავ-ზურგ-ტვინის სითხის მოცულობა თავის ტვინის პარკუჭებში – 25 მლ, თავ-ზურგ-ტვინის სითხის მოცულობა თავის ტვინის სუბარაქნოიდურ სივრცეში და ქსელქვეშა აუზებში (ცისტერნებში) – 120 მლ და თავ-ზურგ-ტვინის სითხის მოცულობა ზურგის ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში – 40-70 მლ.

ცერებროსპინალურ სითხეს (თავზურგტვინის სითხეს, ლიკვორს) ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შემდეგი ფუნქციები აქვს:

  • იცავს თავისა და ზურგის ტვინს მექანიკური დაზიანებებისაგან
  • უზრუნველყოფს მუდმივი შიდა ქალის წნევისა და წყალელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას ტვინის უჯრედებსა და მის გარსში
  • აქრობს ნერვული უჯრედების მეტაბოლიზმის პროდუქტებს, ახდენს საკვები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირებას
  • ასრულებს რესპირატორულ (სასუნთქ) ფუნქციას
  • ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემის სპეციფიკური დამცავი იმუნობიოლოგიური ბარიერის ფუნქციას

ცერებროსპინალური სითხის (თავზურგტვინის სითხის, ლიკვორის) ძირითადი მოცულობა წარმოიქმნება თავის ტვინის პარკუჭების სისხლძარღვთა წნულის ჯირკვლოვანი უჯრედების აქტიური სეკრეციის გზით და სისხლძარღვთა კედლებიდან თავის ტვინის პარკუჭების ეპენდიმში სისხლის დიალიზით.

ლიკვორული სისტემა პირობითად იყოფა შიდა და გარე ლიკვორულ სივრცეებად, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული:

  1. შიდა ლიკვორული სივრცე (ვენტრიკულარული სისტემა) წარმოდგენილია ტვინის პარკუჭებით. ორი გვერდითი პარკუჭი განთავსებულია ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროში, თითოეულში 10-15 მლ ლიკვორია. III და IV პარკუჭები შეიცავს 3-5 მლ ლიკვორს. ყველა პარკუჭს აქვს სისხლძარღვთა წნულები, რომლებიც ქმნიან ტვინის რბილი გარსის ნაოჭებს და წამყვან როლს თამაშობენ ლიკვორის წარმოქმნაში.
  2. შიდა ლიკვორული სივრცე წარმოდგენილია თავისა და ზურგის ტვინის სუბარაქნიოდური სივრცით. ადამიანის თავისა და ზურგის ტვინი დაფარულია სამი გარსით (მაგარი, რბილი და ქსელისებრი). ტვინის მაგარი გარსის შიდა ზედაპირსა და ქსელისებრი გარსის გარე ზედაპირს შორის წარმოიქმნება მრავალრიცხოვან უჯრედებად დაყოფილი და ტრაბეკულებით გადაკვეთილი ქსელქვეშა (სუბარაქნიოდური) სივრცე. თავის ტვინის სუბარაქნიოდური სივრცე და ქსელქვეშა აუზები (ცისტერნები) შეიცავს 120 მლ ლიკვორს, ხოლო ზურგის ტვინის სუბარაქნიოდური სივრცე (რომელიც თავის ტვინის გარე ლიკვორული სივრცის გაგრძელებაა) - 40-70 მლ ლიკვორს.
ლუმბალურ პუნქციას იყენებენ თავზურგტვინის სითხის წნევის გასაზომისთვის, სუბარაქნოიდული სივრცის გამტარიანობას კვლევისათვის, ლიკვორის ფერის, გამჭირვალობის და შემადგენლობის განსაზღვრისთვის.

თავზურგტვინის სითხე თავის ტვინის გვერდითი პარკუჭებიდან (სადაც ის წარმოქმნის სისხლძარღვთა წნულებს) გადადის მესამე პარკუჭში, შემდეგ სილვიევის სადინარის გავლით - მეოთხე პარკუჭში, იქიდან კი - ტვინის ფუძის ცისტერნებში და თავის ტვინის სუბარქნოიდულ სივრცეში. ცერებროსპინალური სითხის მცირე ნაწილი ჩადის ზურგის ტვინის სუბარაქნიოდურ სივრცეში. ლიკვორის მოძრაობა განპირობებულია მისი უწყვეტი წარმოქმნითა და რეზორბციით.

ლიკვორის მოძრაობის მიზეზი ხდება გულის შეკუმშვები, სუნთქვა, სხეულის მდებარეობა და მოძრაობა, სისხლძარღვთა წნულების წამწამოვანი ეპითელიუმის მოძრაობა.

ლიკვორი სუბარაქნოიდული სივრციდან სუბდურულში ჩაედინება, შემდეგ კი შეიწოვება მაგარი ტვინის გარსის წვრილი ვენების მიერ.

ჰემატოენცეფალური ბარიერი დაკავშირებულია ზედაპირთან, რომელიც ყოფს ტვინსა და ლიკვორს სისხლისაგან და უზრუნველყოფს სისხლს, ლიკვორსა და ტვინს შორის სხვადასხვაგვარი მოლეკულების ორმიმართულებიან სელექციურ გაცვლა -გამოცვლას. ტვინის კაპილარების ენდოთელური უჯრედების, სისხლძარღვთა წნულების ეპითელური უჯრედების და არაქნოიდალური მემბრანების კონტაქტების გამკვრივება ჰემატოენცეფალური ბარიერისთვის მორფოლოგიურ საფუძველს ქმნიან.

ტერმინი „ბარიერი“ გამოიყენება გარკვეული კრიტიკული ზომის მოლეკულების გაუმტარობის აღსანიშნავად. სისხლის პლაზმის წვრილმოლეკულოვანი კომპონენტები, როგორებიცაა გლუკოზა, შარდოვანა და კრეატინინი, თავისუფლად ხვდებიან პლაზმიდან ლიკვორში. მაშინ როცა ცილები სისხლძარღვთა წნულების კედლებში პასიურ დიფუზიას გადიან და პლაზმასა და ლიკვორს შორის არის მნიშვნელოვანი გრადიენტი, რომელიც ცილის მოლეკულურ მასაზეა დამოკიდებული. სისხლძარღვთა წნულებისა და ჰემატოენცეფალური ბარიერის შეზღუდული გამტარობა უზრუნველყოფს ნორმალური ჰომეოსტაზს და ლიკვორის შემადგენლობის შენარჩუნებას.

თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ინიშნება ბავშვებსა და მოზრდილებში მომატებული შიდა ქალის წნევის შემთხვევაში.

შიდა ქალის მომატებული წნევა (შიდა ქალის ჰიპერტენზია) და ჰიდროცეფალიის სხვა სახეები

შიდა ქალის მომატებული წნევა (შიდა ქალის ჰიპერტენზია) - ესაა ბავშვებსა და მოზრდილებში თავის ტვინის ზოგიერთი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი. ანუ ის თავად არ წარმოადგენს ცალკე დაავადებას, როგორც ხშირად შეცდომით ვარაუდობენ, არამედ რომელიმე დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია, როგორც ტკივილი, მომატებული ტემპერატურა და ა.შ.

მომატებულ შიდა ქალის წნევას და ჰიდროცეფალიას იწვევს:

შიდა ქალის წნევის დაცემას იწვევს:

გადიდებული გვერდითი პარკუჭები თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ჰიდროცეფალიის დროს.

 

მომატებული შიდა ქალის წნევის (შიდა ქალის ჰიპერტენზიის) და ჰიდროცეფალიის დიაგნოსტიკა

შიდა ქალის წნევის ცვლილების ნიშნები ბავშვებსა და მოზრდილებში თავს იჩენს:

  • თავის ქალის ძვლების რენტგენოგრაფიაზე
  • თავის ქალის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე
  • თვალის ფსკერის გამოკვლევისას (ოფთალმოსკოპია)
  • ლუმბალური პუნქციის ჩატარებისას
  • პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვის შედეგებით
  • რეოენცეფალოგრაფიაზე აღინიშნება პულსის ტალღის დაცემა
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია თავის ტვინის კოლოიდური კისტა ტვინის მესამე პარკუჭის არეში, რომელიც იწვევს შიდა ქალის წნევის მატებას მონროს პარკუჭებშორის ხვრელზე ზეწოლის (გადაკეტვის) დროს.

მხედველობითი ნერვის დისკის შეშუპება - ესაა არაანთებითი შეშუპება, რომელიც განპირობებულია პაციენტში შიდა ქალის წნევის მომატებით. ამასთანავე ოფთალმოსკოპიის დროს შეინიშნება ჰიპერემია, მხედველობითი ნერვის დისკის შეშუპება, პრომინენცია მის მინისებურ სხეულში, მისი საზღვრების წაშლა. ბადურის ვენები გაფართოებული და დახვეულია. მხედველობითი ნერვის დისკის დაგუბების პიკზე ბადურაში შეინიშნება მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები.

 

მომატებული შიდა ქალის წნევის (შიდა ქალის ჰიპერტენზიის) და ჰიდროცეფალიის მკურნალობა

მომატებული შიდა ქალის წნევის მკურნალობა ჰიდროცეფალიის დროს ბავშვებსა და მოზრდილებში სიმპტომატურ ხასიათს ატარებს (შარდმდენი პრეპარატების მიღება, მასტიმულირებელი საშუალებების მიღება, სხვასხვა ხსნარის ინტრავენური ინექცია და ა.შ.).

მაგრამ ამ სიპტომის მთლიანად გაქრობისთვის საჭიროა იმ დაავადების მკურნალობა, რომელმაც ის გამოიწვია - თავის ტვინის შერყევა, ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, ინსულტი, ვერტებრობაზილარული უკმარისობა, ტვინის სიმსივნე და ა.შ.

შიდა ქალის წნევის მონიტორინგი ჰიდროცეფალიის მკურნალობის დროს

უნდა გვახსოვდეს, რომ მომატებული ან დაწეული შიდა ქალის წნევის მკურნალობა ჰიდროცეფალიასთან ერთად შესაძლებელია მხოლოდ თავბრუხვევის გამომწვევ მიზეზზე (მიზეზებზე) ზემოქმედებით. ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და ხერხემლის არტერიების ათეროსკეროზი მოზრდილებში მოითხოვს სისტემურ მკურნალობას:

მომატებული ან დაწეული შიდა ქალის წნევის (ჰიდროცეფალიის დროს) სიმპტომების გაქრობას მნიშვნელოვნად აჩქარებს ფიზიოთერაპიის გამოყენება.

ობტურაციული ჰიდროცეფალიის შემთხვევაში გამოიყენება ქირურგიული ჩარევა და ხდება ლიკვორის ნორმალური დინების ხელისშემშლელი მიზეზების მოშორება. ლიკვორის ნორმალური დინების დარღვევის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • სიმსივნური პროცესები
  • ნაწიბურები არაქნოიდიტების დროს
  • კისტები და ა.შ.

ოპერაციის მიზანია შეიქმნას ლიკვორის თავისუფალი სადინარი ბუნებრივ ანატომიურ სივრცეებში, ან კიდევ ჩაყენდეს სპეციალური ლიკვორული შუნტირებადი სისტემები, რომლებიც თავსდება პარკუჭთა სივრცეებში და გამოაქვს თავ-ზურგ-ტვინის სითხე მათგან გარეთ.

იხილეთ აგრეთვე