მენიუ

თავის ტკივილი, შაკიკი

თავის ტკივილის სიმპტომი, შაკიკი

თავის ტკივილი (ცეფალგია) არის რომელიმე დიაგნოზის ან სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომი, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა და სხვა სიმპტომები. არსებობს თავის ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი. მათგან ძირითადია - თავის ტვინის და მისი გარსების დაავადებები (ჰიდროცეფალია, ენცეფალოპათია, ქალა-ტვინის ტრავმა, სისხლძარღვების დაავადებები და სხვა), ასევე თავის ქალას გარეთ მდებარე კერები (კუნთები, იოგები, სახსრები, ცხვირის დამატებითი წიაღები, თვალები, კბილები, ყურები), ემოციური სფეროს დაზიანებები, შიდა ორგანოების დაავადებები, ქრონიკული და მწვავე ინტოქსიკაციები და ა.შ.

თავის ტვინის გარსების დაზიანებებს (მენინგიტი, არაქნოიდიტი, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, თავის ტვინის ტრავმა) მოჰყვება თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სამწვერა ნერვის გარსების ტოტების მტკივნეულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით, რაც ასევე ხდება შიდა ქალას ჰიპერტენზიისას ლიკვორის ცირკულაციის დარღვევის შედეგად.

თავის ტკივილის სიმპტომის ყველაზე ხშირი ლოკალიზაციის შემთხვევები.

ლიკვორის ცირკულაციის დარღვევა შიდა ქალის წნევის მომატებასთან ერთად არის თავის ტკივილის გაჩენის ძირითადი ფაქტორი, რომელიც ვლინდება პათოლოგიურ პროცესებში და მოჰყვება ნორმალური ლიკვორის ცირკულაციის სივრცის შეზღუდვა (თავის ტვინის სიმსივნეები, აბსცესები, არაქნოიდიტი, ინტაკრანიალური ჰემატომები და სხვა).

ჰიპერტენზიული დაავადების, შაკიკის და არტერიული ჰიპოტონიის დროს თავის ტკივილის მიზეზი არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიის აუზებში. თავის ტვინის არტერიების ტონუსის დაკლებისას სისხლის პულსაციის ტალღა ახორციელებს მისი კედლების ჭარბ გაფართოებას და ამის შედეგად პაციენტს უვითარდება თავის ტკივილის შეგრძნება (თავის ტკივილის სიმპტომი). ამავე დროს მნიშვნელოვანია სისხლის შეგუბება, რომელიც ვითარდება კაპილარების და ვენულების მიდამოებში.

ნერვების პათოლოგიურ პროცესში ჩართვა, რომელიც იძლევა ინერვაციას თავის რბილ გარსებში, თავის ტვინის რბილ გარსებში, თავის ტვინის სისხლძარღვებში (სამწვერა, ცდომილი, ზურგის ტვინის C1-C3 ნერვები, კისრის სიმპატიკური განგლიები) არის თავის ტკივილის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორი.

მნიშვნელოვანია გამოკვლეულ იყოს ინდივიდუალური პაციენტის თავის ტკივილის სიმპტომის ხასიათი, ლოკალიზაცია, ხანგრძლივობა და მისი გაჩენის დრო.

პაციენტის ჩივილებში არჩევენ ზეწოლით, მქაჩავ, ბურღვით, პულსირებულ, მჩხვლეტავ, გადამცემ და სხვა სახის თავის ტკივილებს. თავის ტკივილის ლოკალიზაცია დაკავშირებულია პათოლოგიური პროცესის მდებარეობასა და მის ხასიათზე. ზემოქმედება თავის ტვინის გარსებზე, სადაც კარგადაა გამოხატული სამწვერა ნერვის ტოტების მტკივნეული რეცეპტორები, იწვევს კეროვან თავის ტკივილს.

პაციენტებში ყველაზე ხშირად გვხვდება სისხლძარღვოვანი და დაძაბული ტიპის თავის ტკივილი.

უფრო გავრცელებულია დიფუზური ვეგეტატიური ტკივილი, მაგრამ ის შეიძლება გამოვლინდეს კონკრეტული სისხლძარღვის მიდამოში. შიდა საძილე ან თვალბუდის არტერიის დაზიანებისას ტკივილი უფრო ხშირად იგრძნობა შუბლის მიდამოებში, თვალბუდეში, თვალებში და ცხვირის ფუძეში. ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია ხერხემლის არტერიასთან, იგრძნობა კეფის და კისრის მიდამოებში.

კეროვანი ლოკალიზაციის გარდა ტკივილი შეიძლება გავრცელდეს მთელ თავზე ან მის ნახევარზე. ხანგრძლივობის მიხედვით არჩევენ მუდმივ ან შეტევითი ხასიათის თავის ტკივილებს. თავის ტკივილის გაჩენის დრო არ არის მუდმივი: დილით, შუადღით, საღამოს და ღამით.

ხანგრძლივი, მძაფრი, ინტენსიური თავის ტკივილები ჩნდება თავის ტვინის გარსების დაზიანებისას. მენინგიტის და სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების დროს ტკივილები არის უფრო დიფუზური ვიდრე არაქნოიდიტის დროს.

დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს თავის ტკივილის და მენინგეალური სინდრომების თანხლება. ამ სიმპტომების გამოხატვა იხსნება შიდა ქალას ჰიპერტენზიის სიმძლავრით და იმით, რომ პათოლოგიური პროცესები მდებარეობს თავის ტვინის გარსებთან ახლოს (ასეთ შემთხვევებში შიძლება გამოვლინდეს კეროვანი თავის ტკივილები). მხოლოდ დაავადების დასაწყისში თავის ტკივილი შეიძლება იყოს შეტევითი ხასიათის, შემდეგ იგი ხდება მუდმივი, ძალიან ინტენსიური და ზოგჯერ მძაფრდება ღამით.

თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე აღმოჩენილი სიმსივნე (გლიომა) შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი შიდა ქალის წნევის აწევით.

კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები, თვალი ფსკერზე არსებული ჰიპერტენზიის მოვლენები და თავის ქალას ძვლების რენტგენოგრაფია, ელექტრო ენცეფალოგრამა, თავზურგ სითხის ცვლილებები, ასევე კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ზოგჯერ გვაძლევს საშუალებას გამოვავლინოთ თავის ტკივილის წარმოშობის მიზეზები.

ჰიდროცეფალიის დროს ხშირად ვლინდება თავის ტკივილები. ყველა თავის ტკივილს, რომელიც ვლინდება ჰიპერტენზიული სინდრომის დროს, ახასიათებს ტკივილის მომატება თვალების მოძრაობის, თავის სწრაფი მოძრაობის, ხველების და ჭინთვების დროს.

ჰიპერტონიულ დაავადებას ახასიათებს ყრუ, ზეწოლითი და პულსირებული თავის ტკივილები, რომელიც ძლიერდება ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის დროს. ზოგიერთ შემთხვევებში ავლენენ კავშირს თავის ტკივილის გამოხატვასა და არტერიულ წნევას შორის, ასევე ტკივილები შეიძლება გაჩნდეს არტერიული წნევის სწრაფი დაწევის დროს. არტერიული წნევა, ცვლილებები გულის მხრიდან და თვალის ფსკერის ანგიოსპასტიკური სურათი გვეხმარება დიაგნოზის დასმაში.

ჰიპერტონიის დროს თავის ტკივილები ნაკლებადაა გამოხატული და მას მოჰყვება ზოგადი სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება და მუშაობისას ნაკლებ უნარიანობა. ტიპიურია შეტევითი ცალმხრივი თავის ტკივილები შაკიკის დროს, მწვავე ტკივილების პარაქსიზმული შეტევები სამწვერა ნერვის ნევრალგიისას, უფრო იშვიათად ფრთა -სასის კვანძის და კეფის ნერვების.

თავის ტკივილები შეიძლება გაჩნდეს თვალების დაავადებების დროს. ყველა შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ გლაუკომაზე და მასზე ეჭვის დროს უნდა ჩატარდეს თვალის შიდა წნევის გაზომვა. ტკივილები ჩნდება ირიტის დროს და რეფრაქციის დარღვევის შემთხვევებში. რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს. ამ ჯგუფის ყველა თავის ტკივილს ახასიათებს ლოკალიზაცია შუბლის მიდამოებში.

თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ცხვირის დამატებითი წიაღების დაავადებები (ფრონტიტი, ეთმოიდიტი, ჰაიმორიტი, სფენოიდიტი) და ყურის ჩირქოვანი ოტიტი. ამ სახის ტკივილების დიაგნოსტიკა უფრო იოლია მისი ლოკალიზაციის რენდგენოლოგიური და ოტოლარინგული მონაცემების საფუძველზე. კეროვანი თავის ტკივილები შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევით (შეკრულობა), ღვიძლის და თირკმლების (ურემია).

თავის ტკივილები არის მწვავე ინფექციური დაავადებების (გრიპი, ანგინა და სხვა) ხშირი სიმპტომი. შიდა ორგანოების უმრავლესი დაავადებების დროს ვლინდება მუდმივი, დიფუზური, საშუალოდ ინტენსიური თავის ტკივილები. ბავშვებში თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს პარაზიტული ინვაზია.

 

თავის ტკივილის კლასიფიკაცია

პირველადი თავის ტკივილები

მეორადი თავის ტკივილები

კრანიალური ნევრალგიები, ცენტრალური და პირველადი სახის ტკივილი და სხვა თავის ტკივილები

თავის ტკივილის სიმპტომის და შაკიკის დიაგნოსტიკა

მწვავე, ხანგრძლივი ან ქრონიკული თავის ტკივილის ჩივილების დროს პირველ რიგში პაციენტმა უნდა მიმართოს ნევროპათოლოგს კონსულტაციისთვის. ნევროლოგიური გამოკვლევის შემდეგ შეიძლება დაისვას ზუსტი დიაგნოზი. თუ დიაგნოზი იქნება წინასწარი, მაშინ პაციენტს დაენიშნება დამატებითი დიაგნოსტიკური დანიშნულებები.

თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება თავის ტკივილის დროს, რომელიც იწვევს ეჭვს შიდა ქალას პათოლოგიური მოცულობის პროცესზე.

კლინიკურ პრაქტიკაში არსებობს სპეციფიური ტესტების სია ან პროცედურები, რომელთა ჩატარება გავრცელებულია, მაგრამ ყოველთვის არაა საჭირო მათი გამოყენება თავის ტკივილის ან შაკიკის დიაგნოსტიკის დროს:

  1. შაკიკის კრიტერიუმების შესაბამის სტაბილური თავის ტკივილის მქონე პაციენტებს, არ უტარდებათ ნეიროვიზუალური გამოკვლევები. ასეთი სახის მეთოდები არ გამოიყენება, რადგან პაციენტებში რაიმეს აღმოჩენის შემთხვევა ნეიროვიზუალიზაციაზე არის ძალიან დაბალი. ასევე ეს მეთოდები არის ძვირადღირებული და იძლევა პაციენტისთვის არასაჭირო რადიაციულ გამოსხივებას. ამასთან დამატებით, შეიძლება იყოს შემთხვევითი აღმოჩენა (თავის ტვინის სისხლძარღვების და ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიები), რომელიც გამოიწვევს პაციენტის დამწუხრებას მაგრამ არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.
  2. თავის ტკივილის დროს არ ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), თუ შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა (მონროს პარკუჭებშორის ხვრელის ოკლუზია გამოწვეული 3 პარკუჭის კოლოიდური კისტით). როცა თავის ტკივილი არის უცაბედი და უარესდება დრო და დრო ასეთ შემთხვევაში შესაფერისი იქნება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), რადგანაც ის არ არის ასოცირებული რადიაციულ გამოსხივებასთან და აღმოაჩენს უფრო მეტ თავის ტვინის პათოლოგიურ პროცესებს.
  3. კლინიკური გამოკვლევის გარეშე არაა რეკომენდირებული ქირურგიული ჩარევა (დეაქტივაცია) შაკიკის ტრიგერების წერტილებზე, რადგან ის ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურია. ამ დროს უფრო ხშირია საჭირო მედიკამენტების მიღება ვიდრე ქირურგიული ჩარევა.
  4. განმეორებითი თავის ტკივილების დროს, როგორც პირველადი თერაპიული საშუალება არ ინიშნება ოპიოიდის ან ბარბიტურატების შემცველი მედიკამენტები. მათი ხშირი მიღება იწვევს სედატიურ ეფექტს, ძილიანიბას და მასზე დამოკიდებულებას, ასე რომ საუკეთესოა ამ მედიკამენტების რეზერვში ქონა ისეთი სიტუაციებისთვის, როცა სხვა მედიკამენტები როგორიცაა ტრიპტანი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები არ მუშაობენ ან აქვთ უკუჩვენებები.
  5. თავის ტკივილის დროს არაა რეკომენდირებული ურეცეპტო მედიკამენტების ხანგრძლივი ან ხშირი მიღება. ამ დროს მნიშვნელოვანია პაციენტმა მკურნალობისთვუს მიმართოს ექიმს მისთვის სასარგებლო მკურნალობის დანიშნულების მიღებისათვის.

 

თავის ტკივილის სიმპტომის და შაკიკის მკურნალობა

სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ, თავის ტკივილის სიმპტომის ან შაკიკის სიმძიმის მიხედვით, პაციენტს ენიშნება კონსერვატიული ან ოპერატიული მკურნალობა.

თავის ტკივილის სიმპტომის მკურნალობის (ჰიდროცეფალია, ენცეფალოპათია შიდა ქალის წნევის მომატება) ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებით.

თავის ტკივილის სიმპტომის სიმძიმის ან მისი გაჩენის მიზეზის მიხედვით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს:

თავის ტკივილის მკურნალობისას, როგორც დამატებითი მკურნალობა, ძალიან ეფექტურია რეფლექსოთერაპია.

იხილეთ აგრეთვე