მენიუ

თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტა

თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტა

თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტა გვხვდება ასეთი ლოკალიზაციის სიმსივნეების შემთხვევათა 10-15 %-ში. თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტა უფრო ხშირად გვხვდება მოზრდილებში. აქამდე დავას იწვევს ის საკითხი რომ ეს კისტები შეიძლება იყოს კლასიფიცირებული როგორც თავის ტვინის სიმსივნეები.

თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტა არის თანდაყოლილი და შემთხვევებზე დაკვირვებით ის არის მემკვიდრეობითი ხასიათის. იდენტიფიცირებულ იქნა სპეციფიური გენი, რომელიც გადაიცემა აუტოსომურ-დომინანტური მექანიზმით. ზოგიერთი წყაროების მიხედვით თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტა წარმოიშვება თავის ტვინის ნეიროეპითელური უჯრედებისგან, სხვა მონაცემებით კი - ექტოპიურად ლოკალიზებული ენდოდერმული უჯრედებიდან ან ბრონქების და ფილტვების ქსოვილებიდან.

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) გვიჩვენებს 3 პარკუჭის კოლოიდურ კისტას, რომელიც იწვევს ნეოპლაზმით განპირობებულ ინტრაკრანიალური წნევის მომატებას ან და ოკლუზიურ ჰიდროცეფალიით გამოწვეულ თავის ტკივილს.

თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტა წარმოადგენს თხელ კედლიან კეთილთვისებიან მასას ჟელატინისებური შემცველობით. თავის ტვინის კოლოიდური კისტა ლოკალიზდება 3 პარკუჭის წინა ნაწილში მისი სახურავის მხარეს, მონროს პარკუჭებშორის ხვრელის პროექციაში და მის ქვემოთ.

თავის ტვინის კოლოიდური კისტის კედელის ეპითელიუმი (კუბისებრი, სვეტისებრი) გამოიმუშავებს ლორწოვანს (ჟელატინისებრი) შემცველობით, რომელიც გროვდება კისტის კაფსულის ფარგლებში. ბავშვებში თავის ტვინის კისტა ასევე შეიძლება შეიცავდეს სისხლჩაქცევებს.

თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტის სიმპტომები

თავის ტვინის კისტების უმრავლესობა უსიმპტომოა და იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. კისტის სიმპტომების გაჩენის შემთხვევებში ყველაზე ხშირია ჩივილები თავის ტკივილზე. თავის ტვინის კისტის სიმპტომები ყველაზე ხშირად გვხვდება მოზრდილებში თავის ტკივილის სახით, შიდა ქალის წნევის მომატებით და მწვავე ოკლუზიური ჰიდროცეფალიით წყვილ გვერდით პარკუჭებში.

თავის ტვინის პარკუჭში არის გრანულაციური ქსოვილი, რომელიც გამოყოფს თავზურგტვინის სითხეს (ლიკვორს).

თავის ტვინის კისტის სხვა ნევროლოგიური სიმპტომები მოიცავს პაციენტის ფსიქიკური სტატუსის ცვლილებას, გულისრევას, ღებინებას, თავბრუსხვევას, ეპილეფსიურ გულყრას და მოულოდნელ სისუსტეს ფეხებში. ეს ბოლო ჩივილი (სისუსტე ფეხებში) იშვიათად შეიძლება იყოს დაკავშირებული თავის ტვინის სხვა სიმსივნეებთან და ასევე შეიძლება იყოს კორტიკოსპინალური ტრაქტის (მისი ფეხებისკენ მიმავალი ბოჭკოების) დაჭიმვის შედეგი ჰიდროცეფალიის მოცულობის მომატების დროს.

თავის ტვინის 3 პარკუჭის კისტის ყველაზე მძიმე შემთხვევებში ხდება პაციენტის მოულოდნელი სიკვდილი. ეს შეიძლება მოხდეს თავის ტვინის კისტის მექანიკური ზეწოლით გულის რითმის რეგულაციის ცენტრზე, რომელიც მდებარეობს ჰიპოთალამუსში. თავზურგტვინის სითხის (ლიკვორის) მწვავე ბლოკირება ტვინის ღეროს ჩაჭედვით ნათხემის კარავში შეიძლება გახდეს თავის ტვინის კისტით დაავადებული ავადმყოფის სიკვდილის მიზეზი.

თავის ტვინის ნივთიერების ჩაჭედვის ვარიანტები.

 

თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტის დიფერენცირებული დიაგნოსტიკა

თავის ტვინის კოლოიდური კისტის დიფერენცირებული დიაგნოსტიკა ვლინდება 3 პარკუჭის ფართო სპექტრის სიმსივნეებთან. ეს სიმსივნეები ძირითადად ვლინდება 3 პარკუჭის გარეშე და შეუძლიათ დაიცვან მისი სივრცე თავის ტვინის პარენქიმის გარედან ზეწოლისგან. ამავე დროს ამ სიმსივნეებს შეუძლიათ მოახდინონ თავზურგტვინის სითხის (ლიკვორის) ბლოკირება. სისხლძარღვოვანი წნულების პაპილომა გვხვდება 3 პარკუჭის სივრცეში ცხოვრების პირველ 20 წელიწადში. 3 პარკუჭის სივრცეში გამოვლენილი სიმსივნეების 10–30 % შეიძლება მოხვდნენ ამ სივრცეში გვერდითი პარკუჭებიდან მონროს პარკუჭებშორის ხვრელის გავლით.

ნეიროციტომები ესენი არიან შიდაპარკუჭოვანი კეთილთვისებიანი ნერვული სისტემის სიმსივნეები, რომლების შედგებიან მომწიფებული განგლიოზური უჯრედებიდან და გვხვდებიან ბავშვებში და ახალგაზრდა პაციენტებში გვერდითი და 3 პარკუჭის მხარეებში.

თავზურგტვინის სითხის (ლიკვორის) ცირკულაცია ვლინდება ცისტერნებში და თავის და ზურგის ტვინის არაქნოიდულ სივრცეებში.

ნეიროციტომები ხშირად შეცდომით დიაგნოსტირდებიან როგორც ოლიგოდენდროგლიომა ან ეპენდიმომა მიკროსკოპიის დროს, ამიტომ ნამდვილი ნეიროციტომითი დაავადება შეიძლება იყოს უფრო ხშირი ვიდრე ის მანამდე ითვლებოდა. შიდაპარკუჭოვანი მენინგიომები გვხვდება 15-17 % მენინგიომით დაავადებულ ბავშვებთა შემთხვევებში და მხოლოდ 1,6 % მენინგიომით დაავადებულ მოზრდილთა შემთხვევაში. მენინგიომები წარმოშობით შეიძლება იყვნენ გვერდითი პარკუჭების სივრციდან (იშვიათად), ან წამოიზარდოს ქალას ფუძის მხრიდან 3 პარკუჭის ფსკერზე (ხშირად).

როგორც ზემოთ იყო აღწერილი, თავის ტვინის 3 პარკუჭზე ძირითადი დაზიანებითი ზეგავლენა ვლინდება თავის ტვინის პარენქიმიდან. ამ დაზიანებათა უმრავლესობა ვითარდება გლიალური სიმსივნეებისგან, პილოციტარული ასტროციტომების, ფიბრილური ასტროციტომები, პროტოპლაზმატიკური ასტროციტომების, სუბეპენდიმალური გიგანტურ უჯრედებიანი ასტროციტომების, მულტიფორმალური გლიობლასტომების და ეპენდიმომების ჩათვლით. სიმსივნის მეტასტაზები (ახალწარმონაქმნები) შეიძლება გავრცელდეს თავის ტვინის 3 პარკუჭის სახურავზე, ფსკერზე, გვერდით კიდეებზე ან სისხლძარღვოვან წნულებზე. მეტასტაზები ყველაზე ხშირად გვხვდება ფილტვებიდან, მსხვილი ნაწლავიდან, თირკმლებიდან და სარძევე ჯირკვლებიდან. ასეთ შემთხვევებში (სიმსივნის უჯრედების მეტასტაზები) პროგნოზი არის არაკეთილსაიმედო და სიკვდილი დგება ძირითადი დაავადების პროგრესირების შედეგად.

სუპრასელარული (თურქული კეხის ზემოთ ლოკალიზებული) ჰერმინომები და კრანიოფარინგიომები შეიძლება ჩაიზარდოს ტვინის 3 პარკუჭის ფსკერზე ქალას ფუძის მხრიდან (ქალას შუა ფოსო). სუპრასელარულად მდებარე ჰიპოფიზის მაკროადენომა ასევე შეიძლება შეიჭრას 3 პარკუჭში. მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მისი ველის შევიწროვება, ენდოკრინილოგიური პათოლოგია და თავის ტკივილი - ესენი არიან ყველაზე ხშირი სიმპტომები ასეთ შემთხვევებში.

თავის ტვინის 3 პარკუჭის წინა ნაწილის სხვა კისტები შეიძლება იყვნენ ეპიდერმოიდული კისტები, დერმოიდული კისტები და ნეიროცისტოცერკოზი. ეპიდერმოიდული და დერმოიდული კისტები იშვიათად გვხვდება 3 პარკუჭში და ნეიროცისტიცერკოზი გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში, აზიის ქვეყნებშიცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, მექსიკაში და აფრიკაში. თავის ტვინის 3 პარკუჭში ნეიროცისტიცერკოზის განვითარება შეადგენს შემთხვევათა 15-25 % და ამას მოჰყვება ჰიდროცეფალიის განვითარება.

მე-3 პარკუჭის კოლოიდური კისტა თავის ტკივილთან ერთად, აღმოჩინილი თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე.

ისეთი ანთებითი დაზიანებები როგორიცაა ჩირქოვანი აბსცესი და გრანულომატოზური დაავადებები (ტუბერკულოზი და სოკოვანი დაავადება) შედარებით იშვიათად აზიანებენ თავის ტვინის 3 პარკუჭს. სხვა დაზიანებებმა როგორიცაა სარკოიდოზი და გისტიოციტოზი შეიძლება იმოქმედონ 3 პარკუჭზე მისი ფსკერის და ჰიპოთალამუსის მხრიდან.

და ბოლოს, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, როგორიცაა კავერნოზული მალფორმაცია და არტერიოვენოზური მალფორმაცია, უნდა იყოს ჩართული 3 პარკუჭის დაავადებების დიფერენცირებულ დიაგნოსტიკაში.

 

თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტის დიაგნოსტიკა

თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება კოლოიდური კისტის ეჭვზე.

კოლოიდური კისტის შემცველობას ავლენენ მისი გამოკვლევის დროს ნეიროვიზუალიზაციისას. კისტა შეიძლება იყოს შემთხვევით აღმოჩენილი თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს, ან როცა პაციენტს აქვს ნევროლოგიური სიმპტომები და შიდა ქალის წნევის მომატების ნიშნები, რამაც ექიმი შეიძლება დააეჭვოს მწვავე ობსტრუქციულ ჰიდროცეფალიის არსებობაზე. თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, როგორც წესი, 3 პარკუჭის ფარგლებში ჩანს ერთგვაროვანი ჰიპერინტენსიური მასა მონროს პარკუჭთაშორისი ხვრელის დონეზე.

მწვავე ოკლუზიური ჰიდროცეფალია პერივენტრიკულარული თავის ტვინის პარენქიმის შეშუპებით შეიძლება შეგვხვდეს თავზურგტვინის სითხის მიმოქცევის ბლოკირებასთან კავშირში 3 პარკუჭის მიმართულებით. T2 რეჟიმის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სურათებზე კისტა შეიძლება იყოს ჰიპო ან ჰიპერინტენსიურად გამოხატული და FLAIR რეჟიმში გვიჩვენებს პერივენტრიკულარულ შეშუპებას ჰიდროცეფალიის მწვავე სტადიაში, როგორც ინტენსიურად გამოხატული გვერდით პარკუჭზე შემოვლებული თავის ტვინის პარენქიმა.

თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ნაჩვენებია ტვინის III და IV პარკუჭების გადანაჭრები.
ტიპიური ლოკალიზაციის გამო ანგიოგრაფიის მეშვეობით ხდება მესამე პარკუჭის კისტის დიფერენცირება ძირითადი არტერიის (a. basilaris) ანევრიზმასთან.

 

თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტის მკურნალობა

ნეიროქირურგიული ჩარევა (ოპერაცია) ნაჩვენებია ასეთი ფაქტორების შეფასების შემდგომ, როგორიცაა: პაციენტის ასაკი, მისი ნევროლოგიური სიმპტომები და კისტის ზომა. მოულოდნელი სიკვდილის საფრთხის საფუძველზე ოპერაციის ჩატარება რეკომენდირებულია 3 პარკუჭის 1.5 სმ და მასზე მეტი ზომის კისტაზე ახალგაზრდებში, მიუხედავად იმისა თუ ის არის უსიმპტომო. თავის ტვინის 3 პარკუჭის კისტით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც გააჩნიათ ნევროლოგიური სიმპტომები, უნდა ჩაუტარდეთ ოპერატიული ნეიროქირურგიული მკურნალობა.

თავის ტვინის 3 პარკუჭის კოლოიდური კისტის ნეიროქირურგიული მკურნალობის ვარიანტები შეიცავენ როგორც კისტის ენდოსკოპიურ ამოკვეთას, ასევე ღია ოპერაციებს სხვადასხვა მიდგომით, როგორიცაა ნახევარსფეროთა ტრანსკორტიკალური ან ნახევარსფეროთაშორისი ტრანსკალოზური (კორძიანი სხეულის გავლით) მიდგომა.

იხილეთ აგრეთვე