მენიუ

კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა და იოგების დაჭიმვა

კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა და იოგების დაჭიმვა

კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმვის ყველაზე ტიპური მექანიზმია ტერფის შეტრიალება შიგნითა ან გარეთა მხარეს. ეს ყველაზე ხშირად ხდება ზამთარში მოლიპულ ყინულზე. კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმვა შეიძლება გამოიწვიოს მცირე სიმაღლიდან ჩამოხტომამაც. სალაპარაკო ენაში კოჭ-წვივის დაჭიმვას "ფეხის დაჭიმვას" ეძახიან.

ხშირია კოჭ-წვივის დაჭიმვა სპორტით დაკავებულობის დროს.

კოჭ-წვივის დაჭიმვისას დაზიანებული კოჭ-წვივის სახსრის კუნთები და იოგები.

კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმვის დიაგნოსტიკა

კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმვის ნიშნებია ლოკალური ტკივილი პალპაციის დროს დაზიანებული იოგების ძვლებთან მიმაგრების ადგილას, ტრავმის მექანიზმის აღდგენის დროს გაძლიერებული ტკივილი, შესიება დაზიანების ადგილას, სისხლჩაქცევა კოჭ-წვივის სახსრის მიდამოში, ჰემართროზი (სისხლჩაქცევა კოჭ-წვივის სახსრის ღრუში).

ტკივილის გაძლიერება ტრავმის მექანიზმის აღდგენის დროს აიხსნება რბილი ქსოვილების (იოგების, კუნთისა და მყესის) დაჭიმვით კოჭ-წვივის დაზიანების ადგილას.

კოჭ-წვივის ჰემართროზის დროს ჩნდება შესიება სახსრის წინა გვერდითი კუთხეების ნაწილში, რომლის პალპაციისას იგრძნობა ფლუქტუაცია.

კოჭ-წვივის დაჭიმვისას დაზიანებული კოჭ-წვივის სახსრისა და ტერფის კუნთებისა და იოგების კომპიუტერული ტომოგრაფია.

იოგების გახლეჩის დროს ავადმყოფები ხშირად გრძნობენ ტკაცუნს კოჭ-წვივის სახსრის არეში. ასეთ ავადმყოფებს, როგორც წესი, აღენიშნებათ მნიშვნელოვანი შესიება დაზიანების არეში, ჰემართროზი და მკვეთრად გამოხატული ტკივილს სინდრომი.

კოჭ-წვივის სახსარში ცვლილებების ხასიათის დასაზუსტებლად საჭიროა:

  • პაციენტის გასინჯვა
  • კოჭ-წვივის სახსრის რენტგენოგრაფია
  • კოჭ-წვივის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • კოჭ-წვივის სახსრის კომპიუტერული ტომოგრაფია
კოჭ-წვივის სახსრისა და ტერფის იოგების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ზოგჯერ საჭირო ხდება მათი გაგლეჯის ანდა დაჭიმვის დროს.

 

კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმვის მკურნალობა

კოჭ-წვივის გახლეჩისას, რომლებსაც არ ახლავს მკვეთრი ტკივილის სინდრომი ან კოჭ-წვივის სახსრის ჰემართროზი, მკურნალობა შემოიფარგლება მჭიდრო რვიანისმაგვარი ნახვევის დადებითა და ცივი კომპრესის გამოყენებით, 1-2 დღის შემდეგ კი თბილი კომპრესის გამოყენებით დაზიანების ადგილას, ულტრამაღალი სიხშირის ველითა და ელექტროფორეზით. ავადმყოფს ეძლევა სიარული ნება ისე, რომ დატვირთოს დაზიანებული კიდური კოჭ-წვივის სახსრის სპეციალურ ორთეზში (ფიქსატორში).

შრომისუნარიანობა კოჭ-წვივის იოგების გახლეჩის დროს, რომელსაც არ ახლავს მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომი და ჰემართროზი, ჩვეულებრივ აღდგება 7-10 დღის შემდეგ.

ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი კოჭ-წვივის სახსრის იოგებისა და სასახსრე ზედაპირის ანატომია.

იმ შემთხვევაში, თუ კოჭ-წვივის სახსრის იოგების გახლეჩას ახლავს მკვეთრი ტკივილი, ხოლო დაზიანების არეში არის მნიშვნელოვანი შესიება და ჰემართროზი, მკურნალობის ტაქტიკა სულ სხვანაირი უნდა იყოს. კოჭ-წვივის ჰემართროზის დროს აუცილებელია კოჭ-წვივის სახსრის პუნქციის ჩატარება მისგან ზედმეტი სისხლის გამოტანით.

შეშუპების შესამცირებლად და სისხლჩაქცევის გასაწოვად კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმვის არეში ინიშნება ულტრამაღალი სიხშირის ველით თერაპია. ასევე ინიშნება თბილი ვანები, სამკურნალო ტანვარჯუში, დაზიანებული კიდურის კუნთების მასაჟი, სახსრის მჭიდრო გადახვევა ანდა კოჭ-წვივის იოგების ორთეზი (ფიქსატორის) ტარება განკურნებამდე და პირველი 2-3 კვირის განმავლობაში.

იოგების დაჭიმვისა და ტრავმის მკურნალობის დროს შეშუპების, ანთების, ტკივილის შეგრძნების გაქრობა, მოძრაობის მოცულობის აღდგენა კოჭ-წვივში და მის კუნთებში ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.

კოჭ-წვივში ხანგრძლივი ტკივილის დროს კარგ სამკურნალო ეფექტს იძლევა ფიზიოთერაპია (ულტრამაღალი სიხშირის ველი, ელექტროფორეზი ანესთეტიკებისა და კალიუმის იოდიდის ხსნარით), ყველაზე მტკივნეულ წერტილებში ნოვოკაინის ან ლიდოკაინის ხსნარის შეყვანა ჰიდროკორტიზონთან ერთად (ბლოკადები ნოვოკაინით ან ლიდოკაინით).

კოჭ-წვივის სახსრის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით შეიძლება დაინიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

  • მედიკამენტური თერაპია (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, ჰორმონები)
  • ბლოკადები - კოჭ-წვივის სახსრის ღრუში და იოგების მიმაგრების ადგილებში პრეპარატების (ნოვოკაინის, ლიდოკაინის ინექციები)
  • მანუალური თერაპია (კუნთოვანი და სასახსრე ტექნიკა)
  • ფიზიოთერაპია (ულტრამაღალი სიხშირის ველი, სინუსოიდურ-მოდულირებული დენი და ა.შ.)
  • სამკურნალო ტანვარჯუში
  • ოპერატიული მკურნალობა
კოჭ-წვივის სახსრის დამაფიქსირებელი ორთეზი (ლონგეტა) იოგების ტრავმისა და დაჭიმულობის დროს.

იხილეთ აგრეთვე