მენიუ

მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის დაზიანებები

მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის დაზიანებები

მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის ტრავმის ყველაზე ტიპური მექანიზმია წვივის მობრუნება შიგნითა ან გარეთა მხარეს. უფრო ხშირად ეს ხდება ზამთარში ყინულზე, მოლიპულ მოედანზე ანდა საფეხურებზე. შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს მცირე სიმაღლიდან გადმოხტომამაც

გახლეჩილი მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის ხედი გვერდიდან.

მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის დაზიანებების დიაგნოსტიკა

მუხლის სახსრის იოგოვანი აპარატის ტრავმატიზაციის ნიშნებია ლოკალური ტკივილი პალპაციის დროს დაზიანებული იოგების ძვლებთან მიმაგრების ადგილებში, ტკივილის გაძლიერება ტრავმის მექანიზმის აღდგენის დროს, შესიება დაზიანების არეში, სისხლჩაქცევა კანქვეშ მუხლის სახსრის არეში, ჰემართროზი (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში).

ტკივილის გაძლიერება ტრავმის მექანიზმის აღდგენის დროს აიხსნება რბილი ქსოვილების (იოგის, კუნთისა და მყესების) დაჭიმვით მუხლის სახსრის დაზიანების არეში.

მუხლის სახსრის ჰემართროზის (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში) დროს ჩნდება ელასტიკური შესიება სახსრის წინა გვერდით კუთხეებში, რომელთა პალპაციის დროსაც იგრძნობა ფლუქტუაცია.

მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია: ჩანს სასახსრე ზედაპირები, მუხლის იოგები და მენისკი.

იოგების გახლეჩის დროს ავადმყოფები ხშირად გრძნობენ ტკაცუნს მუხლის სახსრის არეში. როგორც წესი, ასეთ ავადმყოფებს აღენიშნებათ მნიშვნელოვანი შესიება დაზიანების არეში, ჰემართროზი (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში) და მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომი.

აპარატული დიაგნოსტიკა მოიცავს მუხლის სახსრის რენტგენოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ან ართროსკოპიის ჩატარებას. ეს პროცედურები შეირჩევა ექიმ-ტრავმატოლოგის მიერ და დამოკიდებულია სახსრის დაზიანების ტიპზე.

მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის ხედი უკნიდან.

 

მუხლის სახსრის დაზიანებული იოგებისა და მენისკის პირველადი დახმარება და მკურნალობა

იოგების გახლეჩის დროს, თუ მას არ ახლავს მკვეთრი ტკივილის სინდრომი და მუხლის სახსრის ჰემართროზი ((სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში), მკურნალობა მოიცავს მჭიდრო 8-ისებრი სახვევისა და ცივი საფენების დადებას, 1-2 დღის შემდეგ კი თბილი საფენების გამოყენებას დაზიანების ადგილზე, ულტრამაღალი სიხშირის ველს და ელექტროფორეზს. ავადმყოფს ნება ეძლევა იაროს და დატვირთოს დაზიანებული კიდური მუხლის სახსრის იოგების სპეციალური ფიქსატორის (ორტეზის) გამოყენებით.

კიდური მუხლის სახსრის იოგების სპეციალურ ფიქსატორში (ორტეზი).

იოგების გახლეჩის დროს, თუ მას არ ახლავს მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომი და ჰემართროზი (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში), შრომისუნარიანობა ჩვეულებრივ აღდგება ხოლმე 7-10 დღის შემდეგ. სამკურნალო ტაქტიკა სხვაგვარი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ მუხლში სახსრის იოგების გახლეჩას ახლავს მკვეთრი ტკივილები, არის შესიება დაზიანების არეში და ასევე ჰემართროზი (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში).

მუხლის სახსრის იოგებისა და კვირითავის ხედი წინიდან.

ჰემართროზის (სისხლჩაქცევა მუხლის სახსრის ღრუში) დროს აუცილებელია მუხლის სახსრის პუნქციის ჩატარება და მასში ჩაქცეული სისხლის ევაკუაცია. მუხლის სახსრის დაზიანების არეში შეშუპების შესამცირებლად და სისხლჩაქცევის გასაწოვად ინიშნება ულტრამაღალი სიხშირის ველით თერაპია. ნიშნავენ აგრეთვე თბილ აბაზანებს, სამკურნალო ტანვარჯიშებს, დაზიანებული კიდურის კუნთების მასაჟს, სახსრის მჭიდრო გადახვევას და იოგების ფიქსატორის (ორტეზის) ტარებას მკურნალობის პერიოდში და შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში.

იოგებისა და მენისკის ტრავმის მკურნალობის დროს შეშუპების, ანთების, ტკივილის გაქრობას, მოძრაობის მოცულობის აღდგენას მუხლის სახსარსა და მის კუნთებში აჩქარებს ფიზიოთერაპიის გამოყენება.

ხანგრძლივი და დაჟინებული ტკივილების დროს კარგ სამკურნალო ეფექტს იძლევა ფიზიოთერაპია - ულტრამაღალი სიხშირის ველი, ელექტროფორეზი ანესთეტიკებისა და კალიუმის იოდიდის ხსნარით, ნოვოკაინისა და ჰიდროკორტიზონის ხსნარის შეყვანა ძლიერი ტკივილების წერტილებში ან მუხლის სახსრის ღრუში (ბლოკადები).

ჯვარედინა იოგების და მენისკის გახლეჩის რთულ შემთხვევებში შესაძლოა ჩატარდეს ართროსკოპიული ოპერაცია წარმოქმნილი დეფექტის აღმოსაფხვრელად.

ენდოსკოპიური ოპერაცია (ართროსკოპია) მუხლის სახსარზე იოგებისა და მენისკის გახლეჩის დროს.

იხილეთ აგრეთვე