მენიუ

ენდოსკოპიური ოპერაცია დისკექტომია მალთაშუა დისკების თიაქარის და პროტრუზიის დროს

წელის მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის ენდოსკოპიური ამოკვეთის ოპერაციის აღწერა

წელის მალთაშუა დისკის თიაქარი და პროტრუზია არის ძალიან გავრცელებული და შედარებით იშვიათად მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას (ოპერაციას) მისი მოკვეთისათვის. მიუხედავად ამისა, აშშ-ში ყოველწლიურად 200 ათასზე მეტი, ხოლო გერმანიაში — 20 000 წელის მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის ამოკვეთის ოპერაცია ტარდება. მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის ტიპური ქირურგიული მკურნალობა წარმოადგენს ოპერაცია დისკექტომიას (დისკის ხერხემლის არხში გამოსული ფრაგმენტების ამოკვეთა შემდგომი დისკის შიდა სივრცის შემოწმებით), რომელიც ტარდება უკნიდან მიდგომით ადგილობრივი, ეპიდურალური ან ზოგადი ენდოტრაქეალური ანესთეზიის გამოყენებით.

მიდგომის სქემა წელის მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის ენდოსკოპიური ამოკვეთის ოპერაციის დროს.

ენდოსკოპიის გამოყენება წელის მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის ენდოსკოპიური ამოკვეთის ოპერაციის დროს ხერხემალთან იმავე მიდგომისა და ოპერატიული ტექნიკის გამოყენების საშუალებას იძლევა, მაგრამ კანის და კუნთების დაზიანების ზომა მნიშვნელოვნად მცირდება.

ამ ოპერაციის მეთოდს იგივე უპირატესობები აქვს, რაც მიკროსკოპულ ან ზოგად (ღია) დისკექტომიას, მაგრამ პირდაპირი პოსტოპერაციული შედეგები არც ისე გამოხატულია, რაც უზრუნველყოფს გეგმიური რეაბილიტაციის შემდეგ პაციენტის შრომისუნარიანობის სწრაფ აღდგენას.

გარდა ამისა, წელის მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის ენდოსკოპიური ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ მცირე ზომის კანის ჭრილობას აქვს გარკვეული ესთეტიკური უპირატესობა. მინიმალურად მიყენებული ზიანი დისკის თიაქარის ამოკვეთის შემდეგ გამოიხატება მიდგომის შემცირებულ ტრავმატიზაციაში და პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციაში ოპერაციის შემდეგ.

წელის მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის ამოკვეთის ოპერაციის ქირურგიული ტექნიკა

ფლუოროსკოპიური (C-arm) კონტროლის ქვეშ ლოკალიზაციური ჩარჩოს გამოყენებით მოინიშნება წელის დაზიანებული მალთაშუა დისკო და მასთან მიახლოვების მიმართულება. კანის მცირე ზომის (10–15 მმ) ჭრილობა კეთდება დაზიანებული დისკის პროექციის ზემოთ, პაციენტის წონიდან გამომდინარე.

დისკის თიაქარის მხარეს მაკრატლით კეთდება წელის ფასციის გაკვეთა და პარავერტებრალური კუნთების შემდგომი განშრევება. ისმება სპეციალური ოპერაციული მილი თავისი ობტურატორით, დისკის მაშებით იწმინდება ხილული ინტრალამინარული ზედაპირი, ისმება ენდოსკოპიური მოწყობილობა ამომწოვ მილთან ერთად და შემდგომი ჩარევა გრძელდება ვიზუალური კონტროლის ქვეშ ვიდეოთვალის გამოყენებით.

ხორციელდება ცალი მალის ზედა რკალის რეზექცია (ლამინოტომია) იმისათვის, რომ ყვითელი იოგის (ligamentum flavum) ზედა ნაწილის გაკვეთა შესაძლებელი გახდეს. ასევე მოიკვეთება შესახსრების ნაწილი (რკალმორჩების შეერთება) "დურალური ძაბრის" გარე კიდის და დაზიანებული ნერვული ფესვის დასაწყისის განთავისუფლების მიზნით.

წელის მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის ამოკვეთის ოპერაციის ეტაპები.

სპეციალური დუგმის და ელევატორის გამოყენებით ხორციელდება ნერვის ფესვის დისსექცია, რაც უზრუნველყოფს მალთაშუა დისკოს თიაქართან ხელმისაწვდომობას. რამდენიმე ინსტრუმენტალური არხის არსებობა დისკოს თიაქრის ამოკვეთის დროს ანატომიური ელემენტების უკეთ მანიპულირების საშუალებას იძლევა. დუგმა, რომლის მეშვეობითაც ნერვული ფესვების გაწევ-გამოწევა ხდება, თიაქარის და ხერხემლის არხის სივრცეში ნერვული სტრუქტურების დაზიანების რისკის გარეშე ოპერირების საშუალებას იძლევა.

კონკრეტულ შემთხვევიდან გამომდინარე თიაქარის ფრაგმენტების ამოკვეთის შემდეგ შეიძლება განხორციელდეს შემდგომი დისკექტომია. თიაქარის ამოკვეთის და დისკექტომიის შემდეგ დისკოს სივრცე გამოირეცხება. ჰემოსტაზი (სისხლდენის შეჩერება) ხორციელდება, როგორც წესი, მარტივი ტამპონირებით ან ბიპოლარული კოაგულაციით ეპიდურალური ვენებიდან სისხლდენის დროს. ენდოსკოპის ამოღების შემდეგ უნდა ძალიან ყურადღებით უნდა შესრულდეს ხერხემლის კუნთების ჰემოსტაზი.

წელის მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის ამოკვეთის ოპერაციის დროს ენდოსკოპი არის განლაგებული ხერხემლის ღია არხის ზემოთ.

ენდოსკოპის ხერხემლის არხის შიგნით მდებარეობა უზრუნველყოფს ნეიროქირურგის მხედველობის ძალიან ფართო ველს და დისკის თიაქარის მოძრავი ფრაგმენტების (თიაქარის სეკვესტრირებული ნაწილები, განლაგებულები უკანა გასწვრივი იოგის ქვეშ) აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

ოპერაცია მთავრდება ინტრადერმალური ნაკერით და წყალგაუმტარი შეხვევით. წელის მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ უნდა დაიწყოს პაციენტის დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია.

იხილეთ აგრეთვე