მენიუ

დიაბეტური და ალკოჰოლური ნეიროპათია და პოლინეიროპათია

ნეიროპათიის და პოლინეიროპათიის სახეები

დიაბეტური ნეიროპათია

დიაბეტური ნეიროპათია (პოლინეიროპათია) ნერვის დაზიანების სახეა, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებს ქსოვილების მეტაბოლიზმის დარღვევის შედეგად მთლიანად ორგანიზმის ინტოქსიკაციის გამო წარმოიქმნება. დიაბეტური ნეიროპათიის (პოლინეიროპათიის) წარმოქმნის მთავარი ფაქტორია დიაბეტის თანმხლები ანგიოპათია, რომელიც იწვევს რეგიონალური სისხლის მიმოქცევის დარღვევას.

დიაბეტმა შეიძლება დააზიანოს ნერვების მიელინური გარსები და გამოიწვიოს დიაბეტური ნეიროპათია (პოლინეიროპათია).

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიას დროს ნერვის დაზიანების დონის გათვალისწინებით პაციენტს სხვადასხვა დონეზე ექნება მგრძნობელობის დარღვევა, დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა), ტკივილი და კუნთების სისუსტე.

დიაბეტის მიკროვასკულური გართულებები:

რეტინოპათია
ნეიროპათია
ნეფროპათია
  • Cotton wool spots
  • პრერეტინალური სისხლჩაქცევები
  • ბადურის სისხლძარღვების მიკროანევრიზმები
  • მაკულარული შეშუპება

პერიფერიული ნეიროპათია:

  • ტკივილის შეგრძნების მომატება ან შემცირება
  • უმტკივნეულო დაზიანებები
  • რეფლექსების შესუსტება

ვეგეტატიური ნეიროპათია:

  • ტაქიკარდია დატვირთვის გარეშე
  • შარდვის სიხშირე
  • ერექციული დისფუნქცია
  • გლომერულოსკლეროზი
  • პიელონეფრიტი

 

დიაბეტის მაკროვასკულური გართულებები:

კორონარული გართულებები
ცერებროვასკულური გართულებები
პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • გულის ქრონიკული (შეგუბებითი) უკმარისობა
  • დისპნოე (ქოშინი)
  • ათეროსკლეროზი
  • განგრენა
  • ტროფიკული წყლულები

 

ალკოჰოლური პოლინეიროპათია

ალკოჰოლური პოლინეიროპათია ნერვის დაზიანების სახეა, რომელიც პაციენტებს უვითარდება ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენების შედეგად.

როგორც დიაბეტური ნეიროპათია (პოლინეიროპათია), ალკოჰოლური პოლინეიროპათიაც აზიანებს ქვედა კიდურების პერიფერიულ ნერვებს.

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის დიაგნოსტიკა

ნებისმიერი პერიფერიული ნერვის დაზიანების სიმპტომები, როგორც დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიას დროს, შეიძლება შეიცავდეს სამოძრაო, რეფლექტორული, მგრძნობელობითი და ვაზომოტორულ-სეკრეტორულ-ტროფიკული აშლილობებისაგან. ავადმყოფის გამოკვლევა ტრადიციულად იწყება ანამნეზიური ცნობების შეგროვებით მისი ნევროლოგიური გასინჯვის დროს.

კომპლექსური გამოკვლევისათვის კლასიკურ ელექტროდიაგნოსტიკას აქვს დიდი მნიშვნელობა დაზიანებიდან 2 ან მეტი კვირის ვადაში. ის გვეხმარება დეგენერატიული დარღვევების არადეგენერატიულისგან გამორჩევაში. ასე შეიძლება დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიას მიმდინარეობის პროგნოზირება.

კუნთოვანი მოძრაობების 4-5 ბალამდე აღდგენა მხოლოდ იმ კუნთებში ხდება, რომლებშიც კლასიკური ელექტროდიაგნოსტიკის დროს ვლინდება დაქვეითებული ელექტროაღზნებადობა ანდა ნაწილობრივი გადაგვარების რეაქცია.

სრული გადაგვარების რეაქციის დროს ელექტროდიაგნოსტიკის მონაცემების მიხედვით კუნთებში მოძრაობის აღდგენა არ ხდება.

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის დროს ნერვის დაზიანების დიაგნოსტიკა ხდება ელექტრონეიროგრაფიის საშუალებით.

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის დროს ნერვის დაზიანების შემდეგ ძალიან გვიან გამოვლენილი ელექტროაღგზნებადობის დაკარგვა პარალიზებულ კუნთებში დამატებით საბაბს იძლევა, არ ჩატარდეს ნერვებზე ოპერაცია. გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროდ, წვრილს კუნთებს უფრო აქვთ კლასიკური ელექტროდიაგნოსტიკის დროს დენით გაღიზიანებაზე რეაგირების უნარი.

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის დროს შესაბამისი ელექტრომიოგრაფიული მრუდი ადრე არარსებული მოქმედების პოტენციალების გამოვლენით ხანდახან საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ მოძრაობის აღდგენა მის პირველ კლინიკურ ნიშნებამდე დიდი ხნით ადრე.

 

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის მკურნალობა

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის მკურნალობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეირჩევა.

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის დროს ძალიან ეფექტურია რეფლექსოთერაპიის გამოყენება.

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განპირობებულია რეგიონალური არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევებით.

რეგიონალური არტერიული სისხლის მიმოქცევის გაუარესების გამო პერიფერიული ნერვების დაქვეითებული ფუნქციების აღდგენა დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის დროს გაცილებით დიდხანს მიმდინარეობს, ვიდრე პოლინევრიტისა და ნეიროპათიის სხვა სახეების შემთხვევაში, როცა სისხლის მიმოქცევის დარღვევა არაა მათი წარმოშობის მიზეზი (ტრავმატული ნევრიტი).

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის მკურნალობის კურსი მოიცავს კონსერვატული პროცედურების კომპლექსს:

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის დროს პარესტეზიებისა და ტკივილის გაქრობა, წვივისა და ტერფის სახსრებსა და კუნთებში მოძრაობის მოცულობის აღდგენა ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.

დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის დროს ფიზიოთერაპია (მიოსტიმულაცია და ნეიროსტიმულაცია) ხელს უწყობს პარესტეზიებისა და ტკივილის გაქრობას, აღადგენს ფეხის კუნთების ძალას.

ჩვენს კლინიკაში დიაბეტური ნეიროპათიისა და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის მკურნალობის დროს გამოიყენება ფიზიოთერაპია (ქვედა კიდურების ნერვების ნეიროსტიმულაცია). ნეიროსტიმულაციასთან ერთად გამოიყენება რეფლექსოთერაპია, როგორც ქვედა კიდურების ნეიროპათიის (პოლინევრიტის) დროს პერიფერიულ ნერვებზე მასტიმულირებელი ზემოქმედების ერთ-ერთი კომპონენტი.

იხილეთ აგრეთვე