მენიუ

სახის ნერვის ნევრიტი

warningყურადღება! გთხოვთ, არ აურიოთ ამ სტატიაში აღწერილი "სამწვერა ნერვის ნევრალგიის" დიაგნოზი "სამწვერა ნერვის ნევრიტისა" და "სახის ნერვის ნევრიტის" დიაგნოზებში.

სახის ნერვის ნევრიტი (ბელის დამბლა)

სახის ნერვის ნევრიტი (ბელის დამბლა) სახის ნერვის მთლიანობის ან მისი მიელინური გარსის დარღვევაა მიმიკური კუნთების ინერვაციის ზონაში სამოძრაო, მგრძნობელობითი და ვეგეტატიური ცვლილებებისა და სახის ასიმეტრიის თანხლებით.

სახის ნერვის ნევრიტი ჩნდება სახის ნერვის გარსის ან მისი მთლიანობის დარღვევის შედეგად. სახის ნერვის ეს დაზიანება ან ანთება შეიძლება გაჩნდეს რომელიმე უბანზე:

  • ქალას ღრუში
  • ძვლოვან არხში გასვლის დროს (სადგის-დვრილისებრ ხვრელში)
  • სახეზე

სახის ნერვის ზედაპირული ტოტები – საფეტქლის, ყვრიმალის, ლოყის, ქვედა ყბის და კისრის.

სახის ნერვის ნევრიტი ჩნდება ინფექციის შედეგად ანთების დროს (ჰერპესი, ოტიტი), ქალას ფუძის ძვლების ტრავმის დროს ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად, სიმსივნით ხიდ-ნათხემის კუთხის (თავის ტვინი, ქალას ნერვები) ზეწოლის შედეგად, ხერხემლის არტერიის ანევრიზმის შედეგად, მოწამვლის შედეგად და ა.შ.

სახის ნერვის ნევრიტის წარმოქმნის მექანიზმის მიხედვით შეიძლება გამოიყოს:

  • სახის ნერვის პოსტტრავმული ნევრიტი (ქალა-ტვინის ტრავმის დროს საფეთქლის ძვლის პირამიდის მოტეხილობა, ოპერაცია თავოს ტვინზე, სახის წრიული დაჭიმვის პლასტიკური ოპერაცია)
  • ქალას ღრუში ტვინის სიმსივნით ნერვის ზეწოლის შედეგად გამოწვეული სახის ნერვის ნევრიტი
  • სახის ნერვის ინფექციური ნევრიტი (გრიპის ან ჰერპესის ვირუსი)
  • სახის ნერვის ტოქსიკური ნევრიტი

ნევროლოგიურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გვხვდება ვირუსული ინფექციით გამოწვეული სახის ნერვის ნევრიტი. ჰერპესის ვირუსი სახის ნერვის ნევრიტის დროს იწვევს სახის მიმიკური კუნთების პარეზს და დამბლას. ამასთანავე ხშირად სახის ნერვის ნევრიტსა და თვითონ სახის კუნთების ნევრიტს აქვს ცალმხრივი ხასიათი.

ვირუსული ინფექციის (გაციება, გადაციება, ორგანიზმის საერთო გამოფიტვა) დროს სახის ნერვის ნევრიტის წარმოქმნისაკენ მიდრეკილება განპირობებულია, პირველ რიგში, მისი მდებარეობის ანატომიური თავისებურებებით - ძვლოვანი არხის სივიწროვით, რომელშიც გადის სახის ნერვი ქალას ღრუდან გამოსვლის გზაზე.

მიმიკური კუნთების პარეზი და დამბლა სახის ნერვის ნევრიტის დროს ჩნდება ნერვის დაზიანების მხარეს.

ჰერპესის ვირუსი ბუდობს სახის ნერვის მიელინურ გარსში. დაყოფის აქტიურ ფაზაში ჰერპესის ვირუსი აზიანებს სახის ნერვის მიელინურ გარსს, იწვევს მის შეშუპებას - სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება სახის ნერვის ნევრიტი, ანუ ბელის დამბლა.

სახის ნერვის ნევრიტის შედეგად ჩნდება ტვინიდან სახის კუნთებისაკენ ნერვული იმპულსის გამტარობის დარღვევა, რომელიც ვლინდება ამ კუნთების პარეზითა და დამბლით.

სახის ნერვის დაზიანების ტიპისა და დონის გათვალისწინებით სახის ნერვის ნევრიტის მქონე პაციენტს აქვს შემდეგი ჩივილები: მოძრაობის დარღვევა (პარეზი, დამბლა) ამა თუ იმ მიმიკურ კუნთში ან კუნთების ჯგუფში (თვალების დაუხუჭველობა, ენის გვერდითი ზედაპირის დაბუჟება).

სახის ნერვის ნევრიტის დროს პაციენტს არ შეუძლია თვალის დახუჭვა (თვალის კაკალი ზევით ტრიალდება, აშიშვლებს სკლერას (ბელის ფენომენი), რადგანაც ქუთუთოები არ იხურება), დაზიანების მხარეს ვერ იჭმუხნება შუბლი და არ ჩანს კბილები. ამასთანავე ქვედა ქუთუთო და ქვედა ტუჩი ოდნავ ჩამოწეულია.

სახის ნერვის ნევრიტის დიაგნოსტიკა

სახის ნერვის ნევრიტის დროს სახის ნერვის დაზიანების სახეობის გამოსავლენი დიაგნოსტიკისას საჭიროა მისი დონის ზუსტი დადგენა. ამიტომ პაციენტს, რომელსაც სავარაუდოდ აქვს სახის ნერვის ნევრიტი, შესაძლოა დასჭირდეს შემდეგი დიაგნოსტიკური პროცედურები:

სახის ნერვის ნევრიტის დროს ნერვის დაზიანების დონის დიაგნოსტიკა, როგორც სხვა ყველა ნერვისა, ხდება ელექტრონეიროგრაფიის მეშვეობით (ნაჩვენებია კანჭის კანის ლატერალური ნერვის მაგალითზე).

 

სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობა

სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეირჩევა. ის მოიცავს კონსერვატორული პროცედურების კომპლექსს, რომლებიც ამბულატორიაში ტარდება:

სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობის დროს რეფლექსოთერაპია ძალიან ეფექტურია.

სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობის ხანგრძლივობა და მისი პერიოდულობა დამოკიდებულია ნერვში გამტარობისა და მიმიკური კუნთების სამოძრაო აქტივობის აღდგენაზე.

სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობა არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას სტაციონარში. ყველა სამკურნალო პროცედურა ადვილად სრულდება ამბულატორიულად, აღჭურვილი პოლიკლინიკის პირობებში. სახის ნერვის ნევრიტის დროს პაციენტის ნევროლოგიურ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ამწვავებს ემოციურ ფონს, რადგან ასეთი გამოხატულ კოსმეტიკურ დეფექტს პაციენტები (განსაკუთრებით ქალები) დრამატულად აღიქვამენ.

სახის ნერვის ნევრიტის მკურნალობის დროს ფიზიოთერაპია ძალიან ეფექტურია.

ზოგიერთ პაციენტს სახის ნერვის ნევრიტის ამბულატორიული მკურნალობის ერთი კურსი (10-12 ყოველდღიური პროცედურა) ყოფნის, რათა მთლიანად აღდგეს ნერვისა და სახის დასუსტებული კუნთების ფუნქციები. ზოგიერთ პაციენტს კი შესაძლოა დასჭირდეს გაცილებით ხანგრძლივი მკურნალობა. ამ დროს მკურნალობის ამბულატორიული კურსი (იგივე სტანდარტული 10-12 პროცედურა) ტარდება წელიწადში რამდენჯერმე სრულ გამოჯანმრთელებამდე.

იხილეთ აგრეთვე