მენიუ

საჯდომი ნერვის ნევრიტი (ნეიროპათია)

საჯდომი ნერვი, საჯდომი ნერვის ნევრიტი (ნეიროპათია)

საჯდომი ნერვი (n. ischiadicus) ფუნქციებით შერეული ნერვია. ის პასუხისმგებელია მოძრაობასა და მგრძნობელობაზე. საჯდომი ნერვი, ადამიანის სხეულის ყველაზე მსხვილი ნერვია, შედგება L5, S1, S2 და S3 სპინალური ნერვებისაგან.

საჯდომი ნერვი ფორმირდება გავის წნულისაგან.

საჯდომი ნერვის ნევრიტის (ნეიროპათიის) დიაგნოსტიკა

მხოლოდ მაღალ დონეზე (კონკრეტულად კი დუნდულის ნაკეცის ზემოთ) საჯდომი ნერვის დაზიანება დიდი და მცირე წვივის ნერვების ფუნქციების დარღვევის გარდა იწვევს იმ კუნთების ფუნქციის მოშლას, რომლებიც ინერვირდება საჯდომი ნერვიდან ბარძაყის მიდამოში. შედეგად შეუძლებელი ხდება წვივის მოხრა.

საჯდომი ნერვის ასეთ მაღალ დონეზე დაზიანებებს ხშირად თან ახლავს ბარძაყის კანის უკანა ნერვის ერთდროული დაზიანებაც. ბუნებრივია, რომ საჯდომი ნერვის სრული დაზიანების დროს მისი ორივე ტოტის (დიდი და მცირე წვივის ნერვების) ფუნქციები ირღვევა, რაც იძლევა ძირითად სიმპტომებს ტერფისა და თითების სრული დამბლის, აქილევსის მყესის რეფლექსის დაკარგვისა და თითქმის მთელი წვივისა და ტერფის ანესთეზიის სახით.

საჯდომი ნერვი და მისი განლაგება თეძოს უკანა ზედაპირზე.

საჯდომი ნერვის დაზიანებას (ნევრიტს, ნეიროპათიას) შეიძლება ახლდეს მწვავე ტკივილები. გაღიზიანების ან ანთების (ნევრიტის, ნეიროპათიის) დროს საჯდომი ნერვი იძლევა ლასეგის დაჭიმვის დამახასიათებელ სიმპტომს.

თუ იშიალგიის (იშიასის) მქონე ავადმყოფს ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში ავუწევთ მუხლის სახსარში გამართულ ფეხს, ქვედა კიდურის უკანა ზედაპირში ჩნდება ტკივილი, რომელსაც იწვევს დაჭიმული საჯდომი ნერვი. ასე ისინჯება დაჭიმულობა, რომელსაც განიცდის საჯდომი ნერვი (ლასეგის ტესტის პირველი ფაზა).

თუ იშიალგიის (იშიასის) მქონე ავადმყოფს შემდეგ ფეხს მოვხრით მუხლის სახსარში (რითაც დაჭიმულობისაგან ოდნავ ვათავისუფლებთ საჯდომ ნერვს), მაშინ შემდგომი მოხრა მენჯ-ბარძაყის სახსარში უმტკივნეულოდ მიმდინარეობს (ლასეგის ტესტის მეორე ფაზა).

მალთაშუა დისკის თიაქრის ზეწოლა საჯდომ ნერვზე იწვევს "ელვისებურ ტკივილს" და დაჭიმულ ტკივილს შეგრძნებას ფეხის უკანა ზედაპირზე (იშიალგია, იშიასი).

ანატომიურად საჯდომი ნერვი იყოფა დიდ და მცირე წვივის ნერვებად. ეს დაყოფა საჯდომ ნერვში, როგორც წესი, ხდება მუხლქვეშა ფოსოს ზედა ნაწილში, თუმცა საჯდომი ნერვის აშკარა სუბეპინევრალური გაყოფა (დიდ და მცირე წვივის წილებად) ხორციელდება ჩვეულებრივ ჯერ კიდევ მცირე მენჯის ღრუში.

ნევრიტის (ნეიროპათიის) დროს საჯდომი ნერვის დაზიანების დონის და გამტარიანობის დიაგნოსტიკა ტარდება ელექტრონეიროგრაფიის მეშვეობით.

ისეთი მსხვილი ნერვის ჭრილობა (ტრავმატული ნევრიტი), როგორიცაა საჯდომი ნერვი, იშვიათადაა სრული. უფრო ხშირად ზიანდება მისი ესა თუ ის ნაწილი (დიდი ან მცირე წვივის ნერვის რერო).

საჯდომი ნერვი შეიძლება დაზიანდეს თეძოს ამოვარდნისას, როცა გადაადგილებული თეძოს ძვლის სასახსრე თავი იწვევს საჯდომი ნერვის ღეროს კომპრესიას და დაჭიმვას.

 

საჯდომი ნერვის ნევრიტის (ნეიროპათიის) მკურნალობა

საჯდომი ნერვის ნევრიტის (ნეიროპათიის) მკურნალობისას ითვალისწინებენ თვითონ ნერვის დაზიანების დონეს, ასევე მისი თანმხლები სამოძრაო და მგრძნობელობითი აშლილობების ხარისხს ფეხში. საჯდომი ნერვის ნევრიტის (ნეიროპათიის) სხვადასხვა ეტაპმა შეიძლება მოითხოვოს სხვადასხვა მიდგომა სამკურნალო ზემოქმედების არჩევაში. უნდა გვახსოვდეს, საჯდომი ნერვის ხანგრძლივად მიმდინარე ნეიროპათია ართულებს დაკარგული ფუნქციების აღდგენის შემდგომ პროგნოზს.

ტკივილის, პარესტეზიების, ჩხვლეტის შეგრძნების გაქრობა და ფეხში მგრძნობელობის აღდგენა საჯდომი ნერვის ნევრიტის (ნეიროპათიის) მკურნალობის დროს ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.

ნეიროსტიმულაცია (ფიზიოთერაპია) აქრობს პარესტეზიებს, ჩხვლეტის შეგრძნებას, დაბუჟებასა და ტკივილს, აღადგენს კუნთების ძალას საჯდომი ნერვის ნევრიტის (ნეიროპათიის) მკურნალობის დროს.

ყოველი კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში საჯდომი ნერვის ნევრიტს (ნეიროპათიას) მკურნალობენ ინდივიდუალურად. საჯდომი ნერვის ნევრიტის (ნეიროპათიის) მკურნალობა მოიცავს შემდეგი კონსერვატიულ პროცედურების კომპლექსს და ოპერაციებს:

რეფლექსოთერაპიის („ჩინური ნემსი“) გამოყენება ძალიან ეფექტურია საჯდომი ნერვის ნევრიტის (ნეიროპათიის) მკურნალობის დროს.

იხილეთ აგრეთვე