მენიუ

კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომი

კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომი

კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომი განპირობებულია შუათანა ნერვზე ზეწოლით იმ ადგილას, სადაც ის გადის მაჯის არხში მაჯის განივი იოგის ქვეშ. ეს სინდრომი ხშირად უყალიბდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ხანგრძლივად მუშაობენ კომპიუტერის მაუსთან. კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომის ტიპური ნიშნებია:

  • პაციენტი გრძნობს ტკივილსა და ჩხვლეტას ხელის მტევანში. ეს ტკივილი უფო ძლიერადაა გამოხატული ღამით
  • მაჯისა და ხელი მტევნის შესიების შეგრძნება
  • საჩვენებელი და შუა თითების დაბუჟება

კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომის ხანგრძლივად მიმდინარეობისას პაციენტს ხელის მტევნის თითების ფალანგებში შეიძლება განუვითარდეს ოსტეოპოროზი, რომელიც ერწყმის სისხლძარღვების სპაზმს და ძლიერ მწვავე ტკივილს.

შუათანა ნერვის კომპრესიის ადგილი კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომის დროს.

კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომის დიაგნოსტიკა

ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი დგინდება პაციენტის გასინჯვის, ცხოვრების წესის თავისებურებების შესწავლის შედეგად. ვლინდება ტიპური კუნთოვან-ტონური სიმპტომები ამავე ხელის წინამხრის დონეზე. კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომის დიაგნოსტიკა ხშირად შემოიფარგლება მხოლოდ ნევროლოგიური გასინჯვით.

შუათანა ნერვის დაზიანება (შუათანა ნერვის ნევრიტი) იწვევს მგრძნობელობის დარღვევას I, II და III თითებში.

მაჯის დონეზე ელექტრომიოგრაფიისა და ელექტრონეიროგრაფიის ჩატარება საშუალებას იძლევა შუათანა ნერვის ეს დაზიანება გავარჩიოთ კისრის დონეზე მალთაშუა დისკის დაზიანებულ ნერვულ ფესვზე ზეწოლისაგან, რომელსაც ასევე შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი და დაბუჟება ზედა კიდურების შესაბამის უბნებში.

თავიანთი სიმპტომების (ტკივილის, დაბუჟების, ჩხვლეტის შეგრძნების და ა.შ) ადგილმდებარეობის აღსანიშნავად პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ კაცის (Katz) ხელის სქემა, რის შემდეგაც ექიმს შეუძლია ამ დიაგრამების კლასიფიცირება მაჯის გვირაბის სინდრომის კლასიკურ, შესაძლებელ ანდა არადამახასიათებელ გამოვლენად.

მაჯის გვირაბის სინდრომის კლასიკური ტიპები (დაბუჟება, ტკივილი, ჩხვლეტა და მგრძნობელობის დაქვეითება). სიმპტომები აზიანებენ მინიმუმ ორ თითს - პირველ, მეორე ან მესამე თითებს. კლასიკური ტიპის დროს დასაშვებია სიმპტომების არსებობა მეოთხე და მეხუთე თითში, ტკივილი მაჯაში და მისი ირიდიაცია მაჯის ზევით, მაგრამ ეს სიმპტომები არ აღინიშნება მაჯის ხელისგულისა და ზურგის ზედაპირებზე.

 

მაჯის გვირაბის სინდრომის შესაძლო ტიპი (დაბუჟება, ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება და მგრძნობელობის დაქვეითება). აქ აღინიშნება იგივე სიმპტომები, რომლებიც კლასიკური ტიპის დროს, ხელისგულსა და ხელის მტევნის იდაყვის ზედაპირზე სიმპტომების გამოკლებით. მაჯის გვირაბის სინდრომის შესაძლო ტიპის გამოვლენის დროს დასაშვებია სიმპტომების არსებობა რომელიმე ერთ თითში - პირველ, მეორე ან მესამე თითში.

 

მაჯის გვირაბის სინდრომის არადამახასიათებელი ტიპი (დაბუჟება, ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება და მგრძნობელობის დაქვეითება). სიმპტომები არ აღინიშნება პირველ, მეორე და მესამე თითებში.

 

კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომი მკურნალობა

მას შემდეგ, რაც სპეციალისტი ზუსტ დიაგნოზს დასვამს, დაავადების გამოვლინების სირთულის მიხედვით პაციენტს სთავაზობენ კონსერვატიულ ან ოპერატიულ მკურნალობას. ოპერატიული მკურნალობა საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, თუ კონსერვატიულმა თერაპიამ არ მოგვცა დადებითი ეფექტი.

პროფილაქტიკური მიზნებით გამოყენებული მაჯის ორთეზი (ფიქსატორი) ხსნის დატვირთვას შუათანა ნერვსა და იოგებზე სხივ-მაჯის სახსრის არეში.

კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომის შემთხვევაში ფიზიოთერაპიის გამოყენება აჩქარებს ტკივილისა და ჩხვლეტის შეგრძნებების გაქრობას, თითებში მგრძნობელობის აღდგენას შუათანა ნერვის ნევრიტის მკურნალობის დროს.

კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომის გამოვლენის სირთულის მიხედვით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომის შემთხვევაში ფიზიოთერაპიის გამოყენება აჩქარებს ტკივილისა და ჩხვლეტის შეგრძნებების გაქრობას, თითებში მგრძნობელობის აღდგენას შუათანა ნერვის ნეიროპათიის მკურნალობის დროს.

იხილეთ აგრეთვე