მენიუ

ნეიროპათია, პოლინეიროპათია (ნევრიტი, პოლინევრიტი)

ნეიროპათია, პოლინეიროპათია (ნევრიტი, პოლინევრიტი)

ნეიროპათია (ნევრიტი) - პერიფერიული ნერვის მდგრადი დაზიანებაა, ხოლო პოლინეიროპათია (პოლინევრიტი) - რამდენიმე ნერვისა, რომელთაც ახლავს სამოძრაო, მგრძნობელობითი და ვეგეტატიური ცვლილებები ამ ნერვის ან ნერვთა ჯგუფის ინერვაციის ზონაში.

ნეიროპათიებისა და პოლინეიროპათიის ყველაზე გავრცელებული სახეებია:

ადამიანის სხეული ზედაპირზე სეგმენტარული ინერვაციის სქემა გვეხმარება მონო- და პოლინეიროპათიების ლოკალიზაციის დაზუსტებაში.

ნეიროპათიის და პოლინეიროპათიის (ნევრიტის, პოლინევრიტის) დიაგნოსტიკა

ნეიროპათიის (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) დროს დაზიანების ტიპზეა დამოკიდებული სიმპტომების გამოვლინება. შესაძლოა გამოვლინდეს:

  • მოძრაობის დარღვევა (პარეზი, დამბლა) ამა თუ იმ კუნთში ან კუნთების ჯგუფში
  • მგრძნობელობის ცვლილებები როგორც მათი გაძლიერების, ისე შესუსტების (დაბუჟების) ანდა დამახინჯების მხრივ
  • ტროფიკული აშლილობები (კუნთების ჰიპოტროფია და ატროფია, კანის საფარველის სილურჯე, ტრავმების დროს კანის ცუდი შეხორცებადობა, ტროფიკული წყლულები)

ნეიროპათიის (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) დროს დაზიანების ანატომიური დონის გათვალისწინებით მგრძნობელობის დარღვევას (დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, ტანში "ჭიანჭველების" სიარულის შეგრძნება) პაციენტი იგრძნობს სხვადასხვა დონეზე.

ნეიროპათიის (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) დროს კლასიკურ ელექტროდიაგნოსტიკას აქვს დიდი მნიშვნელობა კომპლექსური გამოკვლევის სისტემაში ნერვის დაზიანებიდან 2 კვირის და უფრო გვიანდელ ვადაში. ის გვეხმარება გავარჩიოთ დეგენერაციული დარღვევები არადეგენერაციულისაგან. ამით კი ხდება ნეიროპათიისა (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) მიმდინარეობის პროგნოზირება, რადგანაც ნერვული ღეროების დახურული დაზიანებების შემთხვევაში, კერძოდ კი მხრის წნულისა, რომელსაც თან ახლავს დეგენერაცია, ყოველთვის საეჭვოა სრულად და ხარისხიანად აღდგეს გამქრალი მოძრაობები განსაკუთრებით კიდურების დისტალურ ნაწილებში.

ნერვის ან რამდენიმე ნერვის (ნეიროპათიის და პოლინეიროპათიის დროს) დაზიანების დონისა და ხასიათის დიაგნოსტიკა ტარდება ელექტრონეიროგრაფიის მეშვეობით.

ნეიროპათიის (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) დროს მოძრაობის აღდგენა 4-5 ბალამდე ფიქსირდება მხოლოდ იმ კუნთებში, რომლებშიც კლასიკური ელექტროდიაგნოსტიკის (ელექტრონეიროგრაფიის) დროს ვლინდება დაქვეითებული ელექტროაღგზნებადობა ან ნაწილობრივი გადაგვარების რეაქცია.

ნეიროპათიის (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) დროს ნერვის სრული გადაგვარების რეაქციის შემთხვევაში კუნთებში მოძრაობის აღდგენა არ ფიქსირდება.

ნერვის დაზიანების გვიანდელ ვადებში ნეიროპათიის (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) დროს პარალიზებული კუნთების ელექტროაღგზნებადობის დაკარგვის გამოვლენა დამატებით საბაბს იძლევა, რომ არ იყოს გამოყენებული აღნიშნული ცვლილებების გამო უშედეგო ოპერაცია ნერვებზე.

ყველაზე ადრე ქრება წინამხრის უკანა ზედაპირის კუნთების ელექტროაღგზნებადობა. გავრცელებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ, ხელის მტევნის წვრილი კუნთები ნეიროპათიის (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) დროს ხშირად უფრო კარგად რეაგირებენ დენით გაღიზიანებაზე.

ელექტრომიოგრაფია გამოკვლევის ძალიან პერსპექტიული მეთოდია მხრის წნული დახურული დაზიანებების დროს. ის ნეიროპათიის (ნევრიტის) დროს აღდგენის პროცესში ნერვულ-კუნთოვანი აპარატის ცვლილებების დინამიკის რეგისტრირების საშუალებას იძლევა. შესაბამისი ელექტრომიოგრაფიული მრუდი, რომელიც გვიჩვენებს ადრე არარსრებულ მოქმედების პოტენციალს, საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ მოძრაობის აღდგენა ამ აღდგენის პირველ კლინიკურ ნიშნებამდე გაცილებით ადრე ნეიროპათიის (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) დროს.

 

ნეიროპათიის და პოლინეიროპათიის (ნევრიტის, პოლინევრიტის) მკურნალობა

ნეიროპათიის (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) მკურნალობა შეირჩევა ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის დაავადების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ნეიროპათიის წარმომშობი მიზეზის გათვალისწინება, რათა კორექტულად ჩატარდე მისი მკურნალობა.

ნევრიტის მკურნალობა უნდა მოიცავდეს კონსერვატიული პროცედურების კომპლექსს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ნერვის გარსისა და მასში ნერვული იმპულსის გამტარობის აღდგენის სტიმულაცია. საჭირო პროცედურები და მედიკამენტები:

რეფლექსოთერაპიის გამოყენება ეფექტურად აღადგენს დაქვეითებულ მგრძნობელობას, ხსნის კუნთების ტკივილსა და სისუსტეს პერიფერიული ნერვების ნეიროპათიისა (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) მკურნალობის დროს.

ნეიროპათიის (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) დროს მკურნალობის ხანგრძლივობა და მისი პერიოდულობა დამოკიდებულია შემდგომი თვითონ ნერვისა და კუნთების ფუნქციური მდგომარეობით, ასევე გამქრალი მგრძნობელობის აღდგენაზე.

ფიზიოთერაპია ხსნის პარესტეზიებს და ტკივილს, აჩქარებს კუნთებში დაკარგული ძალის აღდგენას პერიფერიული ნერვების ნეიროპათიის (ნევრიტის) და პოლინეიროპათიის (პოლინევრიტის) მკურნალობის დროს.

იხილეთ აგრეთვე