მენიუ

სხივის ნერვის ნეიროპათია

სხივის ნერვი (n. radialis), სხივის ნერვის ნეიროპათია

სხივის ნერვი (n. radialis) შერეული ფუნქციების ნერვია (ახორციელებს მოძრაობას და მგრძნობელობას). სხივის ნერვი იქმნება ძირითადად C7 სპინალური ნერვის (ნაწილობრივ C5, C6, C8 და Th1 ნერვებისგან) ბოჭკოებისგან, ჯერ მხრის წნულის შუა ღეროს, შემდეგ უკანა კონის გავლით.

სხივის ნერვის ანატომია.

სხივის ნერვის ნეიროპათიის დიაგნოსტიკა

სხივის ნერვის დაზიანებას (ოპერაციის ან ჭრილობის შედეგად, მათ შორის ინექციის შემდეგ; ნერვზე მიყენებული დარტყმა და ხანგრძლივი ზეწოლა; ძვლების მოტეხილობები და სახსრების ამოვარდნილობები) თან ახლავს მასში განვითარებული ანთებითი ცვლილებები (სხივის ნერვის ნევრიტი), რომლებიც ვლინდება როგორც მამოძრავებელი და სენსორული ფუნქციების დარღვევა ხელში მისი ინერვაციის არეში.

სხივის ნერვის მამოძრავებელი ბოჭკოები ინერვაციას აძლევს მხარის, ხელის მტევნის და თითების გამშლელ კუნთებს, წინამხრის სუპინატორს, ნეკის განმზიდველ კუნთს და კუნთებს, რომლებიც წინამხრის მოხრას ახორციელებენ. სხივის ნერვის სენსორული ბოჭკოები ახდენენ კანის ინერვაციას მხრის უკანა ზედაპირზე, წინამხარის უკანა ზედაპირზე, ხელის მტევნის ზურგის და, ნაწილობრივ, I, II და ზოგჯერ III თითების ზედაპირზე.

C7 ნერვების ან მხრის წნულის შუა ღეროს დაზიანების დროს ირღვევა სხივის ნერვის ძირითადი ფუნქცია შუათანა ნერვის (მისი ზედა კონის) ნაწილობრივი დაზიანების კომბინაციით. ამ დონეზე განვითარებული სხივის ნერვის ნეიროპათია ვლინდება როგორც წინამხრის შიგნით ბრუნვის და ხელისგულისკენ მიმართული მტევნის მოხრის შესუსტება. მხრის წნულის უკანა კონის დაზიანების დროს ირღვევა სხივის ნერვის იგივე ძირითადი ფუნქციები, უკვე კომბინაციაში იღლიის ნერვის დაზიანებასთან.

სხივის ნერვის დაზიანების დონის დიაგნოსტიკა ნეიროპათიის დროს ტარდება ელექტრონეიროგრაფიის (ENG) გამოყენებით.

სხივის ნერვის მიღებული დაზიანება (სხივის ნერვის ნეიროპათია) მაღალ დონეზე იღლიის ფოსოში ან მხრის ზედა მესამედში იწვევს წინამხრის, ხელის მტევნის და ძირითადი ფალანგების გამშლელი კუნთების, ცერის განმზიდველი და სუპინატორი კუნთების დამბლას; დასუსტებულია წინამხრის მოხრა. ქვეითდება ტრიცეფსის მყესის რეფლექსი და გარკვეულწილად კარპორადიალური რეფლექსი.

მოშლილია მხრის უკანა ზედაპირის, წინამხრის, და, ნაწილობრივ, ხელის მტევნის და თითების მგრძნობელობა. მგრძნობელობის დარღვევების არე მტევანზე ხშირად მნიშვნელოვნად შემცირებულია ამ ტერიტორიაზე არსებული მეზობელი ნერვების ინერვაციის გადაფარვის გამო. სახსარ-კუნთოვანი მგრძნობელობა (პროპრიოცეფცია) დარღვეული არ არის. დაბალ დონეზე დაზიანების დროს სხივის ნერვის ფუნქცია ნაწილობრივად შეზღუდულია, რადგან შენარჩუნებულია სხივის ნერვის ზემოთ განაყოფი ტოტები, რაც ხელს უწყობს ექიმ-ნევროლოგს და ნეიროქირურგს მისი დაზიანების ტოპიკურ დიაგნოსტიკაში.

სხივის ნერვის დაზიანება (სხივის ნერვის ტრავმატული ნევრიტი) მხრის ძვლის მოტეხილობის ადგილზე.

სხივის ნერვის დაზიანების (სხივის ნერვის ნეიროპათიის) დროს, რომელიც მხრის შუა მესამედის დონეზე ძალიან ხშირია, შენარჩუნებულია წინამხრის გაშლის ფუნქცია და ტრიცეფსის იდაყვის გაშლის რეფლექსი, მხრის მგრძნობელობა არ არის დარღვეული.

სხივის ნერვის დაზიანების (სხივის ნერვის ნეიროპათიის) დროს მხრის ქვედა მესამედის დონეზე შეიძლება იყოს შემონახული წინამხრის მოხრის ფუნქცია და მგრძნობელობა წინამხრის უკანა ზედაპირზე, რადგან შესაბამისი ტოტები მაღლა განიყოფა მისი ძირითადი ღეროსგან მხრის შუა მესამედის დონეზე.

რეფლექსოთერაპიის გამოყენება ძალიან ეფექტურია სხივის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) მკურნალობის დროს.

სხივის ნერვის დაზიანების დროს წინამხრის დონეზე წინამხრის მოხრის ფუნქცია, როგორც წესი, არ არის მოშლილი; მოძრაობის დაქვეითება სხივის ნერვის დაზიანების გამო შემოიფარგლება ხელის მტევნის და თითების გამშლელი კუნთების სისუსტით და მხოლოდ მტევნის მგრძნობელობის დაზიანებით. სხივის ნერვის დაზიანების დროს კიდევ უფრო დაბალ დონეზე, წინამხრის ქვედა მესამედის არეში, მოძრაობის ფუნქციის დარღვევები შეიძლება იყოს მეტად შემცირებული, შენარჩუნებული მტევნის გაშლას თან ახლავს მხოლოდ თითების ძირითადი ფალანგების გაშლის ფუნქციის მოშლა.

სხივის ნერვის დაზიანების დროს ვითარდება ხელის მტევნის გამშლელი კუნთების სისუსტე, ვლინდება ტიპური ჩამოკიდული მტევანი.

აღწერილ მრავალ სინჯსა ან ტესტს შორის, რომლითაც ადგენენ მოძრაობის დარღვევებს სხივის ნერვის დაზიანება დროს, შეიძლება აღინიშნოს:

  1. ხელი მტევნის და თითების გაშლის შეუძლებლობა
  2. ცერი თითის განზიდვის შეუძლებლობა
  3. გამართული თითებით და ხელისგულებით ერთმანეთზე მიდებილი ხელის მტევნების განზიდვის დროს დაზიანებულ მხარეს თითები არ განიზიდება, ხოლო მოხრილი თითები თითქმის "სრიალებენ" ჯანმრთელი ხელისგულის ზედაპირზე

 

სხივის ნერვის ნეიროპათიის მკურნალობა

სხივის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობა ინდივიდუალურად ხდება. ის მოიცავს კონსერვატული პროცედურების კომპლექსს ან ოპერატიულ ჩარევას:

ნეიროსტიმულაცია (ფიზიოთერაპია) ხსნის პარესტეზიებს და ტკივილს, აღადგენს კუნთების ძალას სხივის ნერვის ნეიროპათიის (ნევრიტის) დროს.

იხილეთ აგრეთვე