მენიუ

სამწვერა ნერვის ნევრალგია

warning ყურადღება! გთხოვთ, არ აურიოთ ამ სტატიაში აღწერილი "სამწვერა ნერვის ნევრალგიის" დიაგნოზი "სამწვერა ნერვის ნევრიტისა" და "სახის ნერვის ნევრიტის" დიაგნოზებში.

 

სამწვერა ნერვის ნევრალგია

სამწვერა ნერვის ნევრალგია ფესვის ქრონიკული დაავადებაა, რომლის ძირითადი სიმპტომია შეტევისნაირი ტკივილი ამ ნერვის ერთი, ორი ან ყველა ტოტის ინერვაციის ზონაში. სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ტკივილი ხშირად მკვეთრადაა გამოხატული.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ხშირად სახის დაავადებულ მხარეს აღინიშნება ვეგეტატიური სიმპტომები ოფლიანობის, შეწითლების, შეშუპების, ცრემლდენის, გაძლიერებული ნერწყვდენის სახით. ხანდახან სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ჩნდება სახის მუსკულატურის მტკივნეული კრუნჩხვითი შეკუმშვა კლონიკურად.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის შეტევებს შორის შუალედში ტკივილი ქრება ან სუსტადაა გამოხატული. გარკვეული ზონის გაღიზიანება საუბრის ან საკვების მიღების დროს სამწვერა ნერვის ტოტების ანატომიური მიმართულების შესაბამისად ახდენს ტკივილის შეტევის პროვოცირებას, სწორედ ამიტომ ავადმყოფი ცდილობს მოერიდოს ამ ზონის გაღიზიანებას.

სამწვერა ნერვით ინერვირებული მგრძნობელობის ზონები სახის კანზე.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის იმ შემთხვევებში, როცა მკვეთრადაა შესაძლებელი გამოვლინდეს ტვინში, ქალას ღრუში, ნერვთან ექსტრაკრანიალურად ახლომდებარე ქსოვილებში ან თვითონ ნერვში ლოკალიზებული და ნერვის გაღიზიანების გამომწვევი პათოლოგიური პროცესი, საუბრობენ სამწვერა ნერვის ნევრალგიის სიმპტომატურ ფორმაზე.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის სიმპტომატური ფორმა ქალაშიდა ლოკალიზაციის სიმსივნის, ცხვირის დანამატ წიაღებში ანთებითი პროცესის, კბილებისა და ყბის დაავადებების გამოვლინებაა.

თუმცა ყველაზე ხშირია სამწვერა ნერვის ნევრალგიის ე.წ. იდიოპათიური (ესენციური) ფორმა, რომლის დროსაც ზოგჯერ შესაძლებელია ვივარაუდოთ დაავადების ანთებითი ეტიოლოგია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეტიოლოგიური ფაქტორის გამოვლენა ვერ ხერხდება.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის მკურნალობა

სამწვერა ნერვის სიმპტომატური ნევრალგიის დროს აუცილებელია ძირითადი დაავადების ლიკვიდაცია. სამწვერა ნერვის ნევრალგიის გაურკვეველ შემთხვევებში ანდა იმ შემთხვევაში, როცა არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ დაავადების ანთებითი ბუნება, თავიდან მიმართავენ მედიკამენტურ თერაპიას და ფიზიოთერაპიას.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის მკურნალობის ქირურგიული მეთოდების მიზანია ნერვული ღეროს გამტარობის შეწყვეტა. ეს მიდგომები ქალასგარე და ქალასშიდა ჯგუფებად იყოფა.

 

გასერის კვანძთან ქალასგარე მიდგომა

სამწვერა ნერვის ნევრალგიის ქირურგიული მკურნალობის ქალასგარე მეთოდებს მიეკუთვნება სამწვერა ნერვის პერიფერიული ტოტების გადაჭრა (ნევროტომია) ანდა ამოღება და მათი ალკოჰოლიზაცია.

სამწვერა ნერვის ნევროტომია (პერიფერიული ტოტების გადაჭრა) ადვილად შესასრულებელი ოპერაციაა, რომელსაც შედეგად მოსდევს ტკივილების შეწყვეტა სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს. თუმცა სამწვერა ნერვის ნევროტომიის შემდეგ ხშირად ხდება ნერვის შედარებით სწრაფი აღდგენა და მტკივნეული შეტევების რეციდივები.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს საუკეთესო შედეგს იძლევა ნერვის ამოღების ოპერაცია, რომელსაც ნევროეკზერეზი ეწოდება. ამ დროს ხერხდება პერიფერიული ტოტის ნაწილის (2-4 სმ სიგრძის) ამოღება. თუმცა ამ ოპერაციიდან 6-12 თვის შემდეგ ნერვი რეგენირდება და ტკივილი ბრუნდება.

სამწვერა ნერვის რეგენერაციას ხელი რომ შეუშალონ, ნევროეკზერეზის ოპერაციის შემდეგ მიმართავენ ძვლოვანი არხების იმ ხვრელების დაბჟენას, რომლებშიც ნერვის ტოტები გადის. დაბჟენას ახდენენ ხის, ძვლის, მეტალის ვიწრო იმპლანტების, კუნთის, ფიჭის, პარაფინისა და ა.შ. მეშვეობით, თუმცა ხშირად ესეც არ იწვევს საბოლოო გამოჯანმრთელებას და რაღაც დროის შემდეგ ჩნდება ტკივილის რეციდივები.

სამწვერა ნერვის პირველ ტოტთან მისაწვდომობისთვის თვალბუდისზედა არის მედიალურ ნაწილში აკეთებენ ჭრილს. თვალბუდისქვედა ნერვის (სამწვერა ნერვის მეორე ღეროს ტოტების) აღმოსაჩენად არსებობს პირისღრუს გარე მიდგომა ორბიტის ქვედა მხარის ქვევითა მედიალურ ნაწილში რბილი ქსოვილების გადაჭრის გზით. ამ დროს საჭიროა მოვერიდოთ სახის ნერვის იმ ტოტის გაჭრას, რომელიც ქვევითა ქუთუთოს ინერვირებას ახდენს. არსებობს აგრეთვე პირისღრუსშიდა მიდგომაც/ ამ დროსაკეთებენ ჭრილს ძვლამდე (ეშვიდან პირველ მოლარამდე). რასპატორით ლორწოვანისა და ძვალსაზრდელას განშრევების შემდეგ შიშვლდება და იზოლირდება ნერვი, რომელსაც იღებენ პეანის პინცეტით. ნერვის პერიფერიულ დაბოლოებას აშორებენ, ხოლო ცენტრალურს ნელ-ნელა იღებენ თვალბუდისქვეშა ძვლოვანი არხიდან იმ დრომდე, სანამ საბოლოოდ არ მოწყდება.

ენის პირსინგი (სურათი), რომელმაც გამოიწვია სამწვერა ნერვის ენის ტოტის დაზიანება.

 

სამწვერა ნერვის მგრძნობელობის ზონები თავზე.

 

სამწვერა ნერვის ანატომოა და მისი ტოტებზე დაყოფა.

ნიკაპის ნერვის (სამწვერა ნერვის მესამე ტოტის) პირისღრუსშიდა გზით ნერვეკზერეზის (ამოღების) დროს გაჭრა ხდება ეშვიდან პირველ მოლარამდე 0,5-0,75 სმ-ით ქვევით ღრძილის კიდის ქვეშ, ანუ ნიკაპის ხვრელის ოდნავ ზევით.

ნეიროქირურგების უმრავლესობა უარყოფითადაა განწყობილი სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს პერიფერიული ტოტების გადაჭრის ან ამოღების მიმართ. ისინი ამჯობინებენ უფრო მარტივ და ხშირად ძალიან ეფექტურ ღონისძიებას - ნერვული ღეროს ალკოჰოლიზაციას, რომელმაც ფართო გავრცელება პოვა.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ხანგრძლივი ანესთეზიით ნერვული ღეროს გამტარობის შეწყვეტა მიიღწევა ნერვის ქიმიური ბლოკადით ინტრანევრალური ინექციის გზით (1-2 მლ 80% სპირტი ნოვოკაინით). ნოვოკაინისა და სპირტის გამოყენებით ბლოკადა სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ყველაზე ხშირად ტარდება ამბულატორიულად და არ იწვევს გართულებებს.

სამწვერა ნერვის ნერვულ ღეროში ნემსის შეყვანისას თავიდან ახდენენ 1-2 მლ 2% ნოვოკაინის ხსნარის ინექცირებას. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა გამტარი ანესთეზიით რწმუნდებიან ნემსის სწორ მდებარეობაში, ახდენენ სამწვერა ნერვის ალკოჰოლიზაციას.

სამწვერა ნერვის მეორე ტოტის ნევრალგიის დროს საწყისი ზონის ლოკალიზაციის გათვალისწინებით ეს ინექცია შეიძლება გაკეთდეს თვალბუდისქვეშა, საჭრელი კბილის, დიდი სასის და ყვრიმალსახის ხვრელიდან. სამწვერა ნერვის მესამე ტოტის ნევრალგიის დროს ტკივილის ლოკალიზაციის მიხედვით ინექციას აკეთებენ ან ნიკაპის ხვრელიდან, ან მიმართავენ მანდიბულარულ, ენის ან ლოყის ანესთეზიას.

სპირტით ბლოკადის საუკეთესი შედეგები ვლინდება სამწვერა ნერვის მეორე და მესამე ტოტების ნევრალგიის დროს. ხშირად ტკივილი სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ქრება 0,5-1 წლითა ან მეტით. ამის მერე ინიშნება სამწვერა ნერვის ხელმეორე ალკოჰოლიზაცია. სამწვერა ნერვის პირველი ტოტის ნევრალგიიის დროს ალკოჰოლიზაცია უმეტეს შემთხვევაში ნაკლებეფექტურია.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის რთული ფორმების დროს თუ არაეფექტურია მედიკამენტურიდა ფიზიოთერაპიული მკურნალობა, ექსტრაკრანიალური ნოვოკაინითა და სპირტით ბლოკადები, პერიფერიული ტოტების ხანდახან გადაჭრა და ეკზერეზი (ამოღება), ინიშნება ქალაშიდა ოპერაციები.

გასერის კვანძში ანდა სამწვერა ნერვის ტოტების ინტრაკრანიალურ განყოფილებებში სხვადასხვა ნივთიერებების ინექციებმა, ასევე გასერის კვანძის კოაგულაციამ კანის გავლით პუნქციური მიდგომით (როცა ნემსი შეჰყავთ ოვალურ ხვრელში სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს) საკმაოდ ფართო გავრცელება პოვეს.

გასერის კვანძში სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ნოვოკაინის ან სპირტის პირდაპირი შეყვანა ხშირად კარგ შედეგს იძლევა, ხოლო ტკივილის განმეორების შემთხვევაში ხელმეორე ინექციას მიმართავენ. თუმცა ეს მეთოდი დაკავშირებულია ტვინის ახლომდებარე წარმონაქმნების დაზიანების საშიშროებასთან, რადგანაც ინექცირებული სპირტი ვრცელდება ქალას ღრუში.

გასერის კვანძში და მის გარშემო სპირტის ინექციის წარმატებული შემთხვევის შემდეგაც კი შეიძლება წარმოიქმნას შენაზარდებები, რომლებიც ქალაშიდა ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში საქმეს ურთულებენ ნეიროქირურგს.

ზოგმა ქირურგმა გამოიყენა ალკოჰოლის ღრმა ინექციები სამწვერა ნერვის მეორე და მესამე ტოტების ღეროებში მრგვალი და ოვალური ხვრელების არეში, მაგრამ ღეროში მოხვედრა საჭიროებს წინასწარ საგულდაგულო ვარჯიშს გვამებზე და გამოცდილი ხელისთვისაც კი შეუძლებელი ხდება ქალას ჩონჩხის ინდივიდუალური თავისებურებების გამო.

სამწვერა ნერვის მგრძნობიარე ფესვის ჰიდროთერმული დესტრუქციის მისაღწევად მიმართავენ კანის გავლით ოვალური ხვრელის პუნქციას (სტრერეოტაქსიკური ნეიროქირურგიის პრინციპების გამოყენებით). რენტგენოლოგიური კონტროლის თანხლებით ქალას სივრცეში სამწვერა ნერვის მგრძნობიარე ნერვთან ნემსის შეყვანის შემდეგ მას თერმულად შლიან მცირე დოზით ცხელი წყლის შეყვანით მეკელევის წიაღის ტრიგემინალურ ცისტერნაში.

გასერიის კვანძის ელექტროკოაგულაცია ოვალური ხვრელის გავლით შეყვანილი ნემსით ჯერ კიდევ 1931 წელს გამოიყენა კირშნერმა სპეციალურად კონსტრუირებული აპარატის მეშვეობით. 1936 წელს ამ ავტორმა დააფიქსირა, რომ მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებისას სამწვერა ნერვის ნევრალგიის მქონე 250 პაციენტიდან ტკივილის გამეორებული რეციდივი წარმოიქმნა მხოლოდ შემთხვევათა 4 %-ში. შმეხელმა (1951 წ.) განაცხადა გასერის კვანძის კირშნერის მეთოდით ელექტროკოაგულაციის ჩატარების შესახებ 118 პაციენტში: სამწვერა ნერვის ნევრალგიის მქონე ავადმყოფთა ნახევარს ტკივილი გაუქრა ერთხელ ჩატარებული ელექტროკოაგულაციის შემდეგ, დანარჩენებთან კი ეს მოხდა ამ მეთოდის მეორედ ან რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ.

ხენესის რეკომენდაციით (1957 წ.) სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს გასერის კვანძის ელექტროკოაგულაციის გამოყენება რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში: 171 პაციენტისათვის ჩატარებული 229 კოაგულაციიდან 62,5 %-ში გამოჯანმრთელება დაფიქსირდა, 15 %-ში - დაფიქსირდა მდგომარეობის გაუმჯობესება და არ დაფიქსირებულა სიკვდილის არცერთი შემთხვევა. მხოლოდ 25 პაციენტს დასჭირდა ქალაშიდა ოპერაცია.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის მძიმე შემთხვევებში გასერის კვანძის მოკვეთის იდეა განახორციელა როზემ (1890), რომელმაც ზედა ყბის რეზექციის შემდეგ ოვალური ხვრელის გავლით მიაღწია ქალას ფუძემდე და ნაწილ-ნაწილ გამოფხიკა გასერის კვანძი. ამ მეთოდმა გავრცელება ვერ პოვა სირთულისა და არარადიკალურობის გამო.

 

გასერის კვანძთან საფეთქლიდან მიდგომა

ჰარტლიმ (1882 წ.) და კრუზემ (1882 წ.) აღწერეს სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს გასერის კვანძის ამოკვეთის მიზნით მასთან ინტრაკრანიალური მიდგომა. საფეთქლის ძვლის ქიცვის ძვლოვან-პლასტიკური ტრეპანაციის შემდეგ ტვინის მაგარი გარსის ძირითადი შუა ქალას ფოსოდან განშრევებით და საფეთქლის წილის წამოწევით შემდეგ ხერხდება გასერის კვანძთან მისაწვდომობის მიღწევა. თუმცა გასერის კვანძის ექსტირპაცია, რომელიც ტკივილისაგან გათავისუფლების თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა, რთული და სახიფათო ჩარევაა, განსაკუთრებით უშუალოდ კვანძთან მდებარე კავერნოზული სინუსის კედლის სითხელის გამო და დღესდღეობით უკვე აღარ გამოიყენება.

ამ ოპერაციის მაგივრად გაჩნდა ნაკლებად ტრავმატული, უფრო ადვილად შესასრულებელი და არანაკლებ ეფექტური ოპერაცია - გასერის კვანძის უკან მგრძნობიარე ფესვის გადაჭრა, რომელიც პირველად შესრულდა სპილერის და ფრაზეს მიერ (1901 წ.)

ეს ოპერაცია პირველად შეთავაზებულ იქნა მას შემდეგ, რაც ძაღლზე ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სამწვერა ნერვის უკანა ფესვის გადაჭრის შემდეგ ბოჭკოების რეგენერაციიის ნიშნები არ იყო. ამ ოპერაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საფეთქლის მიდამოში მცირე ტრეპანაციული ფანჯრის წარმოქმნის შემდეგ ტვინის მაგარ გარსს წამოწევენ ქალას ფუძის ზევით და ასე მიუდგებიან გასერის კვანძს. მეკელევის კაფსულის გახსნის შემდეგ სამწვერა ნერვის ფესვის მგრძნობიარე ნაწილს ჭრიან კვანძის უკან, ამ დროს ხელუხლებელს ტოვებენ ფესვის სამოძრაო ნაწილს.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის ყველა ოპერატიული მეთოდიდან ეს ოპერაცია დღესდღეობით ყველაზე უსაფრთხო და საიმედოა. ფრაზემ დაადგინა, რომ გასერის კვანძის სამი ნაწილიდან რეტროგასერალურ მგრძნობიარე ფესვში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შედის ბოჭკოების სამი ჯგუფი სამწვერა ნერვის სამი პერიფერიული ტოტის შესაბამისად, ამასთანავე ბოჭკოების კონები მიემართებიან პარალელურად და მხოლოდ რამდენიმე მათგანი ანასტომოზირდება.

საფეთქლის რადიკოტომიის სხვადასხვანაირ დახვეწათა შორის სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ძირითადია სამოძრაო ფესვის შენარჩუნება და მგრძნობიარე ფესვის ნაწილობრივი გადაჭრა, ანუ პირველი ტოტის შენარჩუნება იმ შემთხვევაში, თუ ის ჩათრეული არაა პათოლოგიურ პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ ნერვნოპარალიტიკური კერატიტი. თუ სამწვერა ნერვის ფესვის მთლიანი გადაჭრის შემდეგ ნერვნოპარალიტიკური კერატიტი (რომელიც ზოგჯერ თვალის დაკარგვით მთავრდება) 16,7%-ში წარმოიქმნება, ფესვის ნაწილობრივი გადაჭრის შემდეგ ის ავადმყოფთა მხოლოდ 4,4% უფიქსირდება.

 

გასერის კვანძთან სუბოკციპიტალური მიდგომა

სამწვერა ნერვის მგრძნობიარე ტოტის ფესვის უშუალოდ ვაროლიევის ხიდთან გადაჭრა ქალას უკანა ფოსოს მხრიდან პირველად წარმატებით შეასრულა დენდიმ (1925 წ.), რომელიც ხაზს უსვამდა ამ მიდგომის უპირატესობას საფეთქლიდან მიდგომასთან შედარებით.

სამწვერა ნერვის ფესვის ვეროლიევის ხიდთან გადაჭრის დროს ტკივილის შეგრძნება ქრება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ნარჩუნდება ტაქტილური მგრძნობელობა, რითაც ხდება ოპერაციის ჩატარების მხარეს დაბუჟების არასასიამოვნო შეგრძნების მოხსნა, რაც ხშირად თავს იჩენს საფეთქლიდან მიდგომის დროს.

ნეიროქირურგ დენდის ამ ოპერაციას კარგი შედეგები ჰქონდა. 1921 წლისთვის, როცა მას უკვე 200-ჯერ ჩატარებული ჰქონდა სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ფესვის გადაჭრის ოპერაცია კეფიდან მიდგომით, დენდი აცხადებდა, რომ ბოლო 150 ოპერაციიდან არცერთი არ დასრულებულა სიკვდილით. თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებული სხვა ავტორების მასალები აჩვენებენ, რომ ქალას უკანა ფოსოდან მიდგომის დროს ფიქსირდება სიკვდილიანობის მეტი შემთხვევა (3-5%), ვიდრე საფეთქლიდან მიდგომის დროს (0,8-1,9%).

სხვადასხვა ავტორთა მონაცემების თანახმად, სამწვერა ნერვის ფესვის რეტროგასერალური გადაჭრის შემდეგ ტკივილის რეციდივები მერყეობს 5-დან 18 %-მდე. ხშირად (სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, შემთხვევათა 10-20%) სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს შპილერ-ფრაზეს ოპერაციის შემდეგ ავადმყოფებს სახის ანესთეზირებულ ნაწილში უჩნდებათ პარესტეზიები, რომლებიც ხანდახან გაუსაძლისია.

იმის გათვალისწინებით, რომ საფეთქლიდან ექსტრადურალური მიდგომის დროს რეტროგასერალური რადიკტომიის შესრულებისას რიგი გართულებები (დაკავშირებული გასერის კვანძის, ზედაპირული დიდი კლდოვანი ნერვის, თვალის მამოძრავებელი ნერვის, დაფის ღრუს, შუათანა გარსოვანი არტერიის დაზიანებებთან) იჩენს თავს, შემოთავაზებულ იქნა სამწვერა ნერვის ფესვის რეტროგასერალური გადაჭრის ინტრადულარული მიდგომის მეთოდიკა, რომელიც ზემოთ ნახსენები წარმონაქმნების ტრავმატიზაციას გამორიცხავს. ტვინის მაგარი გარსის გახსნისა და ტვინის საფეთქლის წილის წამოწევის შემდეგ ხდება მეკელევის ღრუს გახსნა და მგრძნობიარე ფესვის გადაჭრა. აქ აღწერილი გზით გაუკეთეს ოპერაცია 51 ავადმყოფს საკმაოდ კარგი შედეგებით (მხოლოდ ორი ლეტალური შედეგით).

ლიტერატურაში აღწერილია ხიდ-ნათხემის კუთხეში ეპიდერმოიდების მქონე ავადმყოფების სამწვერა ნერვის მესამე ტოტის ნევრალგიის შემთხვევები. ამან ტაარხნოის საშუალება მისცა ევარაუდა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურ პირობებში სამწვერა ნერვის მგრძნობიარე ფესვის ანატომიური მდებარეობის გამო მასზე კომპრესია შეუძლებელია, ტვინის გარსებში უმნიშვნელო სისხლძარღვოვანი ანდა ანთებითი ხასიათის ცვლილებების დროსაც კი შეიძლება მოხდეს ფესვის ნაწილზე კომპრესია ვიწრო არხში, რომელიც წარმოქმნილია ტვინის მაგარი გარსით კლდოვანი ძვლის ზედა მახვილი კიდის არეში.

1952 წელს ტაარქნოიმ ნეიროქირურგებისთვის მოულოდნელი რამ განაცხადა, რომ სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ტკივილი ქრება გასერის კვანძის უბრალო “დეკომპრესიის”დროს.ამ ოპერაციის ტარდება ტვინის მაგარი გარსის ფართოდ ჩაჭრა გასერის კვანძისა და ნერვული ფესვის ზევით. ამისთვის დამატებით საჭიროა გაფართოვდეს ხვრელი ტენტორიუმში, რომელსაც გაივლის ფესვი ქალას უკანა ფოსოდან შუა ფოსოსკენ.. ამ მეთოდით ოპერირებული 10 ავადმყოფიდან 7-ს ტკივილები გაუქრა, ხოლო სამს ოპერაციის ეფექტი არასრული ჰქონდა.

1954 წელს ტაარქნოიმ დამატებითი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ კარგი შედეგებს მიაღწია სამწვერა ნერვის ნევრალგიის მქონე 76 პაციენტის ამ გზით ოპერირების შემდეგ. ლავისა და სვაიენის (1954 წ.) მონაცემების თანახმად, ტაარქნოიმ ოპერაციები ჩაუტარა 100 პაციენტს კლინიკა “მეიოში”. ამათგან სრულ წარმატებას მიაღწია შემთხვევათა ნახევარში, მაგრამ 31 ავადმყოფს რეციდივი გაუმეორდა ოპერაციიდან 1-22 თვის შემდეგ.

ისტორიულ ასპექტში სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ფიქსირდება საერთო ტენდენცია, რომ ჩარევები გადატანილ იქნას პერიფერიიდან ცენტრისკენ. ქირურგებმა დაიწყეს პერიფერიული ტოტების რეზექციით, შემდეგ გადავიდნენ ფესვის გადაჭრაზე (თავიდან უშუალოდ გასერის კვანძის უკან, შემდეგ ვაროლიევის ხიდის შესასვლელთან), შემდეგ კი მიმართეს სამწვერა ნერვის ბულბო-სპინალური ტრაქტის გადაჭრას. 1931 წელს ანატომმა კუნცმა შემოგვთავაზა სამწვერა ნერვის დაღმაბვალი ტრაქტის გადაჭრა მოგრძო ტვინში. ვარაუდობდნენ რომ ამ დროს ტკივილი გაქრებოდა, მაგრამ სახისა და პირის ლორწოვანი გარსის მგრძნობელობა და ფესვის სამოძრაო წილი შენარჩუნდებოდა. 1936 წელს ნ. ბუდენკომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელი იყო ადამიანის მოგრძო ტვინში გამტარი გზების გადაკვეთა, მას შემდეგ რაც შეასრულა ჰიპერკინეზების დროს ბულბოტომიის ოპერაცია.

სამწვერა ნერვის ტრაქტოტომიის ოპერაცია პირველად ჩაატარა შოკვისტმა (1937). ეს ოპერაცია მდგომარეობს სამწვერა ნერვის მგრძნობიარე ტრაქტის გადაჭრაში მოგრძო ტვინის გვერდით ზედაპირზე. მეოთხე პარკუჭის ქვედა კუთხის ახლოს მეათე ნერვის ბოჭკოების უშუალო სიახლოვეს შეჰყავთ ტრაქტოტომი 2-3 მმ-ის სიღრმეზე და აკეთებენ 2,5-4 მმ-ის სიგრძის ჭრილს.

შემაჯამებელი სტატისტიკის თანახმად, შოკვისტის მიერ ჩატარებული 583 ტრაქტოტომიის შემთხვევიდან ოპერაციის შემდგომი სიკვდილიანობა შედგენს 1,5%-ს. 124 ტრაქტოტომიაზე აღინიშნა რეციდივების დიდი რაოდენობა (37%), რაც 5-ჯერ აღემატება საფეთქლიდან მიდგომით ფესვის რეტროგასერალური გადაჭრის დროს რეციდივების რიცხვს. ეს გარემოება გვაიძულებს თავშეკავებით მივუდგეთ სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ტრაქტოტომიას, რომელსაც აქვს შეზღუდული ჩვენება.

ეს ოპერაცია ინიშნება ნევრალგიის იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ ჩატარებული ფესვის რეტროგასერალური გადაჭრა არაეფექტური აღმოჩნდა და რაღაც დროის შემდეგ ტკივილის რეციდივმა იჩინა თავი. თვითონ შოკვისტი ამ ოპერაციას თვლიდა (1957) უფრო შესაფერისად სამწვერა ნერვის პირველი ტოტის ნევრალგიის დროს ახალგაზრდებში (რათა თავიდან ავიცილოთ მუდმივი ტაქტილური ანესთეზია შემდგომი ცხოვრების განმავლობაში) ტკივილების თანხლებით მიმდინარე გაფანტული სკლეროზის დროს. შოკვისტი ამ ოპერაციას მიიჩნევდა შეუფერებლად მესამე ტოტის ნევრალგიის დროს, რადგან მისი ინერვაციის ზონაში ანესთეზიის ჩატარება გარანტირებული შეიძლება არ იყოს.

რეფლექსოთერაპიის (ჩინური ნემსების) გამოყენება არის სამწვერა ნერვის ნევრალგიის მკურნალობის დამატებითი მეთოდი.

დალესიოს (1982) მონაცემებით სამწვერა ნერვის ნევრალგიის მქონე ავადმყოფების 25-50% წყვეტს რეაგირებას ტკივილის მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. სამწვერა ნერვის ნევრალგიის მქონე პაციენტები, რომლებიც რეზისტენტული არიან მედიკამენტების მიმართ, იძულებულნი ხდებიან მიმართონ ოპერატიულ მკურნალობას ტკივილის შემსუბუქების მიზნით. ტატლის (2008) მონაცემებით სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ტკივილის მკურნალობის სხვადასხვა ქირურგიულ საშუალებას აქვს როგორც თავისი უპირატესობები, ისე ნაკლი.

 

სამწვერა ნერვის მიკროვასკულარული დეკომპრესია

სამწვერა ნერვის მიკროვასკულარული დეკომპრესია ხიდ-ნათხემის კუთხეში მისი გამოსვლის არეში დღესდღეობით აღიარებულია ტკივილის შედარებით დიდ ხნით მომხსნელ ოპერაციად. სამწვერა ნერვის მიკროვასკულარული დეკომპრესის დროს ოპერაცია ტარდება რეტროსიგმოიდული მიდგომით (ყურის უკან).

ამგვარად, დღესდღეობით არსებობს ტრიგემინალური სისტემის ინტრაკრანიალურ უბნებთან სამი ძირითადი მიდგომა:

  1. ფესვთან და გასერის კვანძთან საფეთქლიდან მიდგომა ქალას შუა ფოსოში
  2. სუბოკციპიტალური მიდგომა ქალას უკანა ფოსოდან, რომლის დროს შეიძლება განხორციელდეს ფესვის მგრძნობიარე ნაწილის ან სამწვერა ნერვის დაღმავალი ტრაქტის გადაჭრა
  3. სამწვერა ნერვის მიკროვასკულარული დეკომპრესია ხიდ-ნათხემის კუთხეში მისი გამოსვლის უბანში.

 

სამწვერა ნერვის ნევრალგიის მედიკამენტოზური მკურნალობა

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ეფექტური მედიკამენტოზური საშუალებების შეთავაზების შემთხვევაში სამწვერა ნერვის ნევრალგიის ქირურგიული მკურნალობის დანიშვნა ზოგიერთი ავადმყოფისათვის აუცილებელი არაა. კერძოდ, შეიძლება აღინიშნოს ამ დაავადების მკურნალობის გამოხატული ეფექტურობა ტიგრეტოლის, ლირიკის, სუკსილეპის გამოყენებისას.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის მკურნალობის დროს სახის კანზე და კბილებში წვისა და ტკივილის გაქრობა ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.

იხილეთ აგრეთვე