მენიუ

ხშირად დასმული კითხვები

კითხვების თემატიკა

საორგანიზაციო კითხვები

როგორ შემიძლია მოვხვდე კლინიკაში? დაგვიკავშირდით ტელეფონით და წინასწარ დააზუსტეთ თქვენი ან თქვენი ახლობლის ექიმთან ვიზიტის დრო. ჩვენ აგრეთვე უფრო დეტალურად აგიხსნით მისამართს და გაგცემთ პასუხს თქვენს დამატებით შეკითხვებზე.

როგორ შემიძლია დიაგნოსტიკის და მკურნალობის გადახდა? სამედიცინო მომსახურეობის გადახდა შეგიძლიათ ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო გადარიცხვით.

რა უნდა ვიქონიო კონსულტაციის დასწრებაზე და მკურნალობის დროს? ექიმთან ვიზიტის დროს შეგიძლიათ აგრეთვე წარმოადგინოთ თქვენი ადრინდელი და უკანასკნელი კვლევის შედეგები: ექიმების დასკვნები, ამონაწერი ამბულატორიული ბარათიდან და სტაციონარიდან, ჩატარებული რენტგენის, ტომოგრაფიის და ანალიზების შედეგები.

როგორ შეიძლება ექიმის ბინაზე გამოძახება? თუ გსურთ ექიმის ბინაზე გამოძახება თქვენთვის ან თქვენი ახლობლისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით და შეათანხმოთ სპეციალისტის ვიზიტის დრო.

 

კითხვები დიაგნოსტიკის შესახებ

როგორ შემიძლია გავიარო კვლევა კლინიკაში? დაგვიკავშირდით ტელეფონით და წინასწარ დააზუსტეთ თქვენი ან თქვენი ახლობლის ექიმთან ვიზიტის დრო. ექიმთან ვიზიტის დროს შეგიძლიათ აგრეთვე წარმოადგინოთ თქვენი ადრინდელი და უკანასკნელი კვლევის შედეგები: ექიმების დასკვნები, ამონაწერი ამბულატორიული ბარათიდან და სტაციონარიდან, ჩატარებული რენტგენის, ტომოგრაფიის და ანალიზების შედეგები.

რისთვის არის საჭირო დამატებითი კვლევა? დამატებითი კვლევა შეიძლია დაინიშნოს დიაგნოზის დასაზუსტებლად ან მისი დასმის სირთულის დროს (დიფერენციალური დიაგნოზი).

მაგალითად, ხერხემლის დაავადების შემხვევებში ხშირად არის საჭირო ტკივილის მიზეზის დაზუსტება.

თავის ტკივილის ტიპის მიხედვით შეიძლება დანიშნული იყოს დამატებითი თავის ტვინის სისხლძარღვების და ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის კვლევა, დამატებითი ოკულისტის და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის კონსულტაცია.

როგორ შემიძლია გავიარო საჭირო დამატებითი კვლევა? დამატებითი კვლევის საჭიროებას ადგენს ექიმი პაციენტის კონსულტაციის დროს და მისი საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი უხსნის ავადმყოფს დამატებით პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორ მოქმედებას ახდენს კვლევა ჯანმრთელობაზე? არ არსებობს არავითარი შიშის საფუძველი თანამედროვე კვლევების გავლის დროს. დიაგნოსტიკურ განყოფილებებში პაციენტებს წინასწარ ამზადებენ და აფრთხილებენ ნებისმიერი დიაგნოსტიკური ჩარევის დროს. თანამედროვე დონის ტექნიკური აღჭურვილობა გვაძლევს საშუალებას პაციენტისათვის უსაფრთხოთ დავასვათ დიაგნოზი.

როგორი სიხშირითაა აუცილებელი ჩატარდეს კვლევა? ეს საკითხი დამოკიდებულია პათოლოგიის ტიპზე და მის კლინიკურ სურათზე. დიაგნოსტიკის აუცილებლობას წყვეტს მხოლოდ პაციენტის მკურნალი ექიმი.

 

კითხვები მკურნალობის შესახებ

ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ნაწილი

კისრის ტკივილი თავის მობრუნებისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კისრის ტრავმა, კისრის კუნთების დაძაბულობა და იოგების დაჭიმვა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

კისრის ტკივილი თავის გვერდზე მოხრის დროს და დახრისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კისრის ტრავმა, კისრის კუნთების დაძაბულობა და იოგების დაჭიმვა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

კისრის ტკივილი მისი მოხრის ან გამართვისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კისრის ტრავმა, კისრის კუნთების დაძაბულობა და იოგების დაჭიმვა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

ხელებში და თითებში ტკივილის, დაბუჟების და ჩხვლეტის გაძლიერება ხელების ან კისრის დატვირთვის და მოძრაობისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მალთაშუა დისკით (პროტრუზია, თიაქარი) გამოწვეული ერთერთი სპინალური ნერვის კომპრესია ან კისრის ტრავმა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

მხრებში სიმძიმის გრძნობა ხანგძლივი სიარულის და ჯდომისას. ასე გამოიხატება ზედა კიდურების კუნთების სისუსტე ხანგძლივი სტატიკური დატვირთვისგან. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

ხელების და თითების დაბუჟება ძილისას. ასე გამოიხატება ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის სეგმენტური არასტაბილურობა, რომელსაც მოყვება რეფლეკტური კნუტების შეკუმშვა, სისხლძარღვების შევიწროვება და სპინალური ნერვის კომპრესია. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

 

ხერხემლის გულმკერდის ნაწილი

ბეჭის ძვლებს შორის ტკივილი სიარულის და ჯდომის ან თავის მობრუნების და დახრისას. ასე გამოიხატება ზედა კიდურების კუნთების სისუსტე ხანგძლივი სტატიკური დატვირთვისგან, ტრავმა, კუნთების დაძაბულობა და იოგების დაჭიმვა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

ბეჭის ძვლებს შორის ტკივილი ხველისას, ცემინებისას ან სიცილისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მალთაშუა დისკით (პროტრუზია, თიაქარი) გამოწვეული ერთ-ერთი სპინალური ნერვის კომპრესი, კუნთების დაძაბულობა და იოგების დაჭიმვა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

ტკივილი ღრმად ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, კუნთების დაძაბულობა და იოგების დაჭიმვა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

ტკივილი გულის არეში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს იოგების დაჭიმვა ან ტრავმა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

 

ხერხემლის გავა-წელის ნაწილი

ტკივილი წელის არეში ხერხემლის წინ დახრისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემლის სახსრების ანთება, ზურგის კუნთების სისუსტე ან ტრავმა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

ტკივილი წელის არეში ხერხემლის გვერდზე მოხრისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემლის სახსრების ანთება ან ტრავმა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

ტკივილი წელის არეში ხერხემლის გამართვისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემლის სახსრების ანთება, ზურგის კუნთების სისუსტე ან ტრავმა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

ტკივილი წელის არეში ხერხემლის გაშლისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემლის სახსრების ანთება ან ტრავმა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

ტკივილი წელის არეში ხველის და ცემინებისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემლის სახსრების ანთება, ზურგის კუნთების სისუსტე ან ტრავმა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

ტკივილი, დაბუჟება და ჩხვლეტა წელის არეში, რომელიც გადაეცემა ფეხს და თითებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მალთაშუა დისკით (პროტრუზია, თიაქარი) გამოწვეული ერთ-ერთი სპინალური ნერვის კომპრესი, კუნთების დაძაბულობა და იოგების დაჭიმვა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

 

თავის ტვინი და თავის ტვინის სისხლძარღვები

თავბრუს ხვევა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემლის მალების სეგმენტური არასტაბილურობა, რომელსაც მოყვება რეფლექტური კუნთების შეკუმშვა, სისხლძარღვების შევიწროვება, ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნე, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადება, ანემია. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

დაბალი არტერიული წნევა და თავის ტკივილი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კისრის სეგმენტური არასტაბილურობა, რომელსაც მოყვება რეფლეკტური კუნთების შეკუმშვა, სისხლძარღვების შევიწროვება, ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნე, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადება, ანემია. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

წონასწორობის დარღვევა სიარულისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კისრის სეგმენტური არასტაბილურობა, რომელსაც მოყვება რეფლეკტური კუნთების შეკუმშვა, სისხლძარღვების შევიწროვება, ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნე, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადება, ანემია. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

თვალებში დაბნელება წამოდგომისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვების კედლების დაბალი ტონუსი და ანემია. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

თავის ტკივილი თვალების უკან ზემოთ-ქვემოთ ან გვერდზე გახედვისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს შიდა ქალას მაღალი წნევა, თავის ტვინის ან თვალბუდის რბილი ქსოვილების სიმსივნე, სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ვირუსული ან ბაქტერიული ინტოქსიკაცია, ტრავმა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

თავის ტკივილი და გულისრევა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს შიდა ქალას მაღალი წნევა, თავის ტვინის ან თვალბუდის რბილი ქსოვილების სიმსივნე, სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ვირუსული ან ბაქტერიული ინტოქსიკაცია, ტრავმა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.

თავის ტკივილი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს შიდა ქალას მაღალი წნევა, თავის ტვინის ან თვალბუდის რბილი ქსოვილების სიმსივნე, სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ვირუსული ან ბაქტერიული ინტოქსიკაცია, ტრავმა. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისთვის და მკურნალობისთვის.