მენიუ

ხერხემლის და ზურგის ტვინის ანატომია

ადამიანის ხერხემლის დაავადებების ეფექტური პროფილაქტიკის საშუალება ფიზიკური დატვირთვის და ტრავმის აცილებასთან ერთად არის ასევე მისი ანატომიის ცოდნა.

ადამიანის ხერხემალი იყოფა რამდენიმე ნაწილიდან:

  • კისრის ნაწილი - შედგება 7 კისრის მალიდან, იძლევა დიდი ამპლიტუდის მოძრაობის საშუალებას, რომელიც მეტად გამოხატულია მის ქვედა სეგმენტებში (С5–С6–С7)
  • გულმკერდის ნაწილი - ფორმირებულია 12 გულმკერდის მალიდან, რომლის სეგმენტები არიან ნაკლებად მოძრავი
  • წელის ნაწილი - წარმოადგენს 5 წელისმალას რომლებიც მაქსიმალურად მოძრავია თავიანთ ქვედა სეგმენტში (L4–L5–S1)
  • გავის ნაწილი - ეს არის მონოლიტი 5 გავისმალიდან რომელიც შეხორცებულია და მოზარდ ასაკში წარმოადგენს ერთ ძვალს
  • კუდუსუნის ნაწილი - შედგება 2-5 კუდუსუნის მალისგან, ქალების კუდუსუნი არის მოძრავი რაც დაკავშირებულია მშობიარობასთან

ადმიანის ხერხემალი შედგება 7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის, შეხორცებული გავის და 2-5 კუდუსუნის მალისგან.

ხერხემლის სვეტის ანატომია წარმოადგენს რთულ სტრუქტურას, რომელიც შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად - წინა და უკანა ნაწილი.

ხერხემლის სვეტის წინა ნაწილი შედგება ცილინდრული ფორმის მალების სხეულიდან. თითოეულ მალას აკავშირებს ერთმანეთთან მალთაშუა დისკი. გამონაკლისია კისრის С1 და С2 მალები, ასევე შეხორცებული გავის და კუდუსუნის მალები. მალების სხეულებს ერთად აკავებს წინა და უკანა გასწვრივი იოგები, რომლებიც ფარავენ წინა და უკანა ხერხემლის სვეტის ზედაპირებს.

წინაგასწვრივი იოგი არის მაგრად შეხორცებული მალთაშუა დისკებთან და მალების სხეულებთან. ამავე დროს უკანაგასწვრივი იოგი, რომელიც მიყვება მალების სხეულთა უკანა ზედაპირს ხერხემლის არხის მხრიდან, იძლევა მეტად მოძრაობის საშუალებას ხერხემლის მალთაშუა დისკების დონეზე. ეს თავისუფლება იძლევა საფუძველს მომავალში მალთაშუა დისკების უკანა მხარეს ხეხრხემლის არხის მიმართულებით გამოვარდნას (თიაქარი, პროტრუზია), რასაც შემდეგ მოყვება ზურგის ტვინზე და მის ფესვებზე ზეწოლა (კომპრესია).

ხერხემლის ანატომია: კისრის, გულმკერდის და წელის მალები (უკანა ხედი).

ხერხემლის სვეტის უკანა ნაწილი შედგება მალების რკალებიდან, ფეხებისგან და ფართეებისგან. მალის რკალი, უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგები ერთად წარმოადგენენ ხერხემლის არხს, სადაც არის მოთავსებული ზურგის ტვინი და მისი ფესვები. მალების უკანა ნაწილებს ერთმანეთთან აერთიანებს მალთაშუა სახსრები. მალთაშუა სახსრების ფართის ზომა მცირეა და მით უფრო იზრდება, რაც უფრო მალის ზომა მატულობს. ეს სახსრები აძლევს ხერხემალს მოძრაობის საშუალებას.

ყველა მალას უკანა ნაწილს აქვს განივი და წვეტიანი მორჩი. განივი მორჩი აგრძელებს მალის რკალის ფეხს გვერდითი მიმართულებით და წვეტიანი მორჩი უკან მიემართება. ამ მორჩებთან მაგრდება იოგები და კუნთების მყესები, რომლებიც შემდეგ ამოძრავებენ, ამაგრებენ და იცავენ ხერხემლის სვეტს.

მალის და მალთაშუა დისკის ანატომია: მალის სხეული, მალის რკალი, სასახსრე მორჩი, განივი მორჩი, წვეტიანი მორჩი, მალთაშუა დისკი (პულპოზური ბირთვი და ფიბროზური რგოლი).

მალთაშუა დისკის ცენტრს წარმოადგენს რბილი პუპლპოზური ბირთვი, რომელიც ითვლება ემბრიონული ქსოვილის (ხორდის) მონარჩენათ. მის გარშემო მდგომარეობს ფიბროზური რგოლი, რომელიც თავისი კოლოგენური ბოჭკოებით ამაგრებს და იცავს მას.

ხერხემლის ზრდის პროცესის დასრულების დროს ასაკში (24-25 წელი) ვითარდება მალთაშუა დისკების სისხლძარღვების ობლიტერაცია. შემდგომ ეტაპზე მალთაშუა დისკები კარგავენ თავის ელასტიურობას და ამორტიზაციულ ფუნქციებს სიარულის და სირბილის დროს. ეს ცვლილებები შეიძლება გამოიწვიონ დისკის დაზიანება ხერხემლის ყველაზე მოძრავ სეგმენტში, რომელის არის კისერი და წელი.

ხერხემლის ანატომია: ზურგის ტვინი, მალები, მალთაშუა დისკი.

 

ხერხემალს სტაბილურობას აძლევს მისი სტრუქტურის შემდეგი ნაწილები:

  • მალების სხეულის კავშირი მალთაშუა დისკის და მალების სახსრების მეშვეობით
  • ხერხემლის იოგები და კუნთები

ხერხემლის იოგები უწევენ ძლიერ წინააღმდეგობას მალების გადაადგილებას. მათთან შედარებით მალის სხეულს და მასთან მიმაგრებულ მალთაშუა დისკს არ აქვს ისეთი საერთო გამძლეობა, როგორიც აქვს იოგებს, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა იმ დატვირთვებს, რომლებიც მოქმედებენ ხერხემლის სვეტზე მოძრაობის დროს. ამ ხერხემლის სისუსტეს აძლიერებს თავისუფალი და რეფლექტური ზურგის, მუცლის და ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვა.

ზურგის ტვინი მდგომარეობს ხერხემლის არხში. ბავშვის ხერხემლის არხს ზურგის ტვინი მთლიანათ იკავებს. მოზრდილ ასაკში ზურგის ტვინი (ზურგის ტვინის კონუსი) აღწევს L1 ან L2 წელის მალების დონემდე რადგანაც ნერვული სისტემის ქსოვილი ხერხემლის ძვლების სიგრძეში ზრდას ვერ ასწრებს.

ხერხემლის ანატომია: წელის მალები, ზურგის ტვინი, „რაშის კუდი“ და საჯდომი ნერვი.

 

ხერხემლის სტრუქტურის ინერვაცია ხერხდება ერთერთი სპინალური ნერვით (ლუშკას სინუვერტებრალური ნერვით). ლუშკას ნერვის ტკივილის რეცეპტორები აღმოაჩინეს ხერხემლის იოგებში, კუნთებში, მორჩების ძვლისზარდელაში, ფიბროზური რგოლის გარეთა ფენაში და მალების სახსრების სინოვიალურ ჩანთაში. ზემოთ ჩამოთვლილი ხერხემლის სტრუქტურების და ასევე გავა-თეძოს და გავა-წელის სახსრების მგრძნობიარე ხასიათის ბოჭკოების გაერთიანება ქმნის ლუშკას სინუვერტებრალურ ნერვს, რომელიც უერთდება S1 და L1-L5 სპინალურ ნერვებს და აღწევს ზურგის ტვინის შესაბამისი სეგმენტის რუხ ნივთიერებას. მამოძრავებელი ხასიათის ბოჭკოები გამოსული იგივე ზურგის ტვინის სეგმენტებიდან აღწევენ კუნთებს იგივე სპინალურინერვების მეშვეობით.

ზურგის ტვინი განლაგებულია ხერხემლის არხში.

 

ყველაზე მოძრავი ადამიანის ხერხემალში არის კისრის და წელის სეგმენტები. მასთან შედარებით გულმკერდის სეგმენტი მაგრად დაფიქსირებულია გულმკერდის დანარჩენი ძვლებით (მკერდი, ნეკნები). კისრის და წელის დიდი ამპლიტუდის მოძრაობის საშუალება იქმნება ამ ხერხემლის ხშირი დაზიანების მიზეზად. გარდა თავისუფალი მოძრაობისა, რომელიც გვაძლებს მოხრის და მოტრიალების საშუალებას,არსებობს რეფლექტორი მოძრაობა, რომელიც აბალანსებს სხეულს სიარულის ან სირბილის დროს.

ხერხემლის და ზურგის ტვინის აგებულება, ხედი განივ ჭრილზე.

ეპიდურალური ქსოვილი ზურგის ტვინის გარსებს (მაგარი, ქსელისებრიდა რბილი) ფარავს. ბაქტერიული ეპიდურალური ქსოვილის ინფიცირება გამოიწვევს მწვავე სპინალურ ეპიდურიტს (ზურგის ტვინის ეპიდურალური ქსოვილის კეროვანი ჩირქოვანი ანთება).

სხვა საინტერესო სტატიები:

 

იხილეთ აგრეთვე