მენიუ

ზურგის ტკივილი ორსულობის დროს

ზურგის ტკივილი ორსულობის დროს

ორსულობის დროს ქალებს, გარდა დილაობით შეუძლოდ ყოფნისა, შეიძლება აწუხებდეთ ზურგის ტკივილის შეგრძნებაც. მომავალი დედების 50-70 % ამ პრობლემას აწყდება. ორსულებს ხშირად ზურგის (წელის) ტკივილი ეწყებათ ორსულობის მეორე ნახევარში, რადგანაც იცვლება სხეულის საერთო მასა, გადაინაცვლებს სიმძიმის ცენტრი და ეს ხერხემალს უქმნის დამატებით დატვირთვას.

ორსულობის დროს ზურგის ტკივილი ხშირად აღიქმება, როგორც ქრონიკული მუდმივი ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში (წელში). ორსულობის დროს ზურგის ტკივილი, როგორც წესი, უჩნდებათ ახალგაზრდა ქალებს ან მათ, ვინც ერთ ემბრიონზე მეტს ატარებს, ან კიდევ ორსულობამდე ზურგის სუსტი კუნთების მქონე ქალებს. ქალების უმრავლესობას ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ უჩნდება ტკივილი გავა-თეძოს შესახსრებაში, იქ, სადაც მენჯის ძვლები მიმაგრებულია ხერხემალთან. ეს ტკივილი შეიგრძნობა, როგორც შებოჭილობის შეგრძნება დილის საათებში და დღის განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს ძლიერ ტკივილში.

ორსული ქალის ტანადობის ცვლილებები შეიძლია გამოიწვიოს ზურგის ტკივილი ორსულობის დროს.

ორსულობის დროს ზურგის ტკივილის მიზეზები

არსებობს ბევრი მიზეზი, რომლებიც იწვევენ ორსულ ქალებში ხერხემლისა და ზურგის ტკივილის. აი, რამდენიმე მათგანი:

  • წონაში მატება,
  • ტანადობის ცვლილებები,
  • ჰორმონალური ცვლილებები,
  • კუნთების დაყოფა (განშრევება),
  • სტრესი.

 

წონაში მატება

ფიზიოლოგიურად ნორმალური ორსულობისას ქალი, როგორც წესი, იმატებს წონაში 11-დან 16 კილოგრამამდე. ხერხემალმა ეს დამატებითი წონა უნდა დაიჭიროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი ზურგის ქვედა ნაწილში (წელსა და გავაში). გარდა ამისა, ნაყოფის მზარდი წონა და ზომაში გადიდებული საშვილოსნო გავლენას ახდენენ მენჯისა დ ზურგის მიდამოში სისხლძარღვებსა და ნერვებზე.

 

ტანადობის ცვლილებები

როცა საშვილოსნო ნაყოფის ზრდის გამო მძიმდება, ორსულ ქალებს სიმძიმის ცენტრი ეცვლებათ. ეს ხდება თანდათანობით: ორსული ქალებს თავისდაუნებურად ეცვლებათ ტანადობა და გადაადგილების სტილი. ამან შეიძლება გააჩინოს ტკივილი ზურგში ან წელის კუნთების მეტისმეტი გადატვირთვა.

 

ჰორმონალური ცვლილებები

ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი, სახელად რელაქსინი, რომელიც მცირე მენჯის მიდამოში იოგებს მოდუნების, ხოლო სახსრებს მეტი მოძრაობის საშუალებას აძლევს მშობიარობისათვის მომზადების პროცესში. ამავე ჰორმონს ხერხემლის ძვლების დამჭერი იოგების შესუსტებაც შეუძლია გამოიწვიოს, რასაც მივყავართ ხერხემლის საყრდენი ფუნქციის დაქვეითებამდე. ეს კი იწვევს ხერხემლის არასტაბილურობას და ტკივილს.

 

კუნთების დაყოფა (განშრევება)

როცა საშვილოსნო იზრდება, მუცლის წინა კედლის ორი პარალელური კუნთი (მუცლის სწორი კუნთები, რომლებიც მიმაგრებულია ზევით ნეკნებზე და ქვევით ბოქვენის ძვალზე) შეიძლება გაიყოს ცენტრალური მყესოვანი ნაწიბურის (თეთრი ხაზის) გასწვრივ. მუცლის კუნთების ამ გაყოფამ შეიძლება გაზარდოს ტკივილი ზურგში.

ზოგ ქალს ორსულობის დროს უჩნდება მუცლის სწორი კუნთების განშრევება და მუცლის წინა კედლის კანის გაჭიმვა (სტრიები). ამ დროს საჭიროა სპეციალური ბანდაჟის ტარება.

 

სტრესი

ემოციურ სტრესს შეუძლია კუნთოვანი დაჭიმულობის გამოწვევა, რაც აღიქმება როგორც ზურგის ტკივილი ანდა სპაზმი. სტრესის შედეგად ორსულს შეიძლება გაუჩნდეს ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში (წელსა და გავაში), როგორც ასეთი კუნთოვანი სპაზმის რეზულტატი.

 

ორსულობის დროს ზურგის ტკივილის მკურნალობა

ზურგის ტკივილი ორსულ ქალებს უწყდებათ რაღაც დროის შემდეგ. მაგრამ თუ ქრონიკული ტკივილები წელსა და გავაში ორსულობამდეც აწუხებდა ქალს, მაშინ მშობიარობის შემდგომ პერიოდში ისინი მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ არასასიამოვნო შეგრძნებების როგორც სრულიად გაქრობის, ასევე ნაწილობრივ შესუსტების ბევრი საშუალება არსებობს.

 

ვარჯიშები

ფიზიკური ვარჯიშების რეგულარული შესრულება ამაგრებს ზურგის კუნთებს და აუმჯობესებს გადაადგილებას, ხსნის ორსულობის პერიოდში ხერხემლის სვეტის წელის ნაწილში დაგროვილ დაძაბულობას. იმ ქალებს, რომლებიც ორსულობის მეორე ნახევარში კვირაში სამჯერ ფიზიკურად ვარჯიშობენ, მნიშვნელოვნად უმცირდებათ ზურგის ტკივილი. ყოველი ორსული ქალისათვის აუცილებელი უსაფრთხო ვარჯიშია:

  • ფეხით სიარული,
  • ცურვა,
  • ველოტრენაჟორი.

ორსულის მეთვალყურე ექიმ მეან -გინეკოლოგებს, ნევროლოგებსა და ფიზიოთერაპევტებს შეუძლიათ შესთავაზონ ორსულს გარკვეული ვარჯიშები, რომლებიც ამაგრებენ მუცლისა და ზურგის კუნთებს ორსულობის დროს.

ორსულობის დროს ფიზიკური ვარჯიშების რეგულარული შესრულება აუცილებელია ზურგში (წელსა და გავაში) ტკივილის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის).

 

სიცივე და სითბო

ორსულობის დროს ზურგის ტკივილის დროს ექიმმა კონსულტაციისას შეიძლება პაციენტს დაუნიშნოს ცივი და თბილი კომპრესები, რათა მტკივნეული უბნებიდან კუნთების დაძაბულობის შეგრძნება მოიხსნას და მათში გაიზარდოს სისხლდენა. იწყებენ ცივი კომპრესებით (პირსახოცში გახვეული ყინულის პაკეტი ან გაყინული ხილი), რომლებსაც ადებენ მტკივნეულ ადგილს 20 წუთის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე. 2-3 დღის შემდეგ გადადიან თბილ კომპრესებზე (წელზე ადებენ სათბურას ან ცხელწყლიან ბოთლს).

ფიზიოთერაპიის გამოყენება ორსულობის დროს ხსნის კუნთოვან ტკივილებს და დაძაბულობას წელის არეში.

warning ყურადღება! არაა რეკომენდებული თბილი კომპრესების დადება მუცელზე ორსულობის დროს.

 

ტანადობის კორექცია

ორსულობის პერიოდში ტანადობის კორექციას მუშაობის, ჯდომის ან ძილის დროს შეუძლია ქალს მოუხსნას ზურგის ტკივილი. მაგალითად, ძილის დროს გვერდულად წოლის შემთხვევაში ბალიშს იდებენ მუხლებს შორის, რაც წელში კუნთების დაჭიმულობას ხსნის. მაგიდასთან ჯდომის დროს სკამის ზურგსა და წელს შორის ათავსებენ დაგორგლილ პირსახოცს. ტერფებს ქვეშ იდებენ ერთმანეთზე დაწყობილ წიგნებს ან პატარა ტაბურეტს და სხდებიან გამართული ზურგითა და გაშლილი მხრებით. დამჭერი კორსეტის ტარებას ასევე შეუძლია დაეხმაროს ორსულს ზურგის ტკივილისაგან გათავისუფლებაში.

გავა-წელის ნახევრად მყარი კორსეტის ვარიანტი, რომელსაც ატარებენ ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში წელისა და ზურგის ტკივილის სამკურნალოდ.

ორსულობისას ქალებმა თავი უნდა მოარიდონ:

  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის ტარებას,
  • საგნების აწევას წინ გადახრილ მდგომარეობაში (წელში მოხრას), დასაშვებია მუხლებში მოხრა,
  • ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში ძილს გასწორებული ფეხებით.

 

ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია

თუ ზურგის ტკივილი ემოციურ ფონზე კუნთების დაძაბულობასთან, სტრესებთან და განცდებთანაა დაკავშირებული, ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციამ შეიძლება შეასუსტოს ან მთლიანად გააქროს არასასიამოვნო შეგრძნებები წელსა და გავაში.

 

რეფლექსოთერაპია (ჩინური ნემსები)

რეფლექსოთერაპია ჩინეთში გაჩნდა. ერთჯერადი სტერილური ნემსების ჩხვლეტით სხეულის გარკვეულ უბნებში მიიღწევა საჭირო სამკურნალო ეფექტი. ორსულობის დროს ზურგის ტკივილის შემთხვევაში რეფლექსოთერაპიის რამდენიმე სეანსს (სხვა სამკურნალო მეთოდიკებთან ერთად) მოაქვს დადებითი კლინიკური შედეგი. რეფლექსოთერაპიის სამკურნალო ქმედება დაკავშირებულია აკუპუნქტურული ზემოქმედების დროს გაღიზიანებაზე ორგანიზმის რეფლექტორულ რეაქციასთან (დაჭიმული კუნთების მოდუნება და მათსი ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება).

რეფლექსოთერაპიის გამოყენება ძალიან ეფექტურია ზურგის (წელისა და გავის) ტკივილის დროს ორსულობის პერიოდში.

 

მანუალური თერაპია

მანუალური თერაპია (რბილი კუნთოვანი ტექნიკა, ოსტეოპათია) დამყარებულია ზურგის ტვინის კუნთებზე შესრულებულ გარკვეულ მანიპულაციებზე. ორსულობის პერიოდში ზურგის ტკივილის შემთხვევაში წელის კუნთებსა და გავის შესახსრებებზე მანუალური თერაპია სრულდება ექიმის მიერ. ზურგში ტკივილის მოხსნის მიზნით კორექტულად ჩატარებული მანუალური თერაპია (კუნთოვანი ტექნიკა, ოსტეოპათია) დასაშვებია ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს. ამ მეთოდის გამოყენება შეთანხმებული უნდა იყოს ორსულობის მეთვალყურე მეან -გინეკოლოგთან.

 

მედიკამენტური თერაპია

თუ ზურგის ტკივილს ვერ აქრობენ ზემოთ ჩამოთვლილი არამედიკამენტოზური საშუალებები, მაშინ შეიძლება ექიმ მეან -გინეკოლოგის ან ნევროლოგის მიერ საჭირო გახდეს სამკურნალო პრეპარატების დანიშვნა. აცეტამინოფენის (ტეილინოლის) გამოყენება უსაფრთხოა ორსულთა უმეტესობისათვის. ორსულებისათვის არაა რეკომენდებული ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და პრეპარატების (იბუპროფენი, ნაპროქსენი და სხვ.) გამოყენება ზურგის ტკივილის სამკურნალოდ. ზოგ შემთხვევაში მკურნალ ექიმებს შეუძლიათ რეკომენდაცია გაუწიონ ზურგის მუსკულატურის მომადუნებელ სხვა ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებსა და საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც უსაფრთხოა ორსულობის პერიოდში.

იხილეთ აგრეთვე