მენიუ

კოკციგოდინია, ტკივილი კუდუსუნის ძვლის არეში

კოკციგოდინია, ტკივილი კუდუსუნის ძვლის არეში

კოკციგოდინია - ესაა ტკივილი კუდუსუნის მიდამოში, რომელსაც მუდმივი ან მოვლითი ხასიათი აქვს. კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი) უმეტესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში გვხვდება. მამაკაცებისაგან განსხვავებით ქალებში კუდუსუნი გავასთან მიმართებით მოძრავია. ეს დაკავშირებულია შვილოსნობის ფუნქციასთან.

კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი) ჩნდება კუდუსუნის, ასევე გავისა და კუდუსუნის ნერვული წნულების ტრავმატული და ანთებითი დაზიანებების შედეგად. ასევე შესაძლებელია კუდუსუნის ტკივილი ორსულობის დროს. კუდუსუნის ტკივილს შესაძლოა გარკვეული კავშირი ჰქონდეს ახლომდებარე ორგანოების (მენჯის ძვლების, სწორი ნაწლავის, მცირე მენჯის უჯრედისის, მენჯის ფუძის კუნთებისა და ა.შ.) დაავადებებთან.

კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი) ჩნდება კუდუსუნზე დაცემის დროს.

კუდუსუნის ტკივილის კლინიკური სურათი ხასიათდება მუდმივი ან მოვლითი ტკივილით კუდუსუნის არეში. ეს ტკივილი ძლიერდება ჯდომისას, წამოდგომისას, დეფეკაციისას. ხშირად ის გადაეცემა შორისში, დუნდულის მიდამოში, სასქესო ორგანოებში, თეძოების შიდა ზედაპირში. კუდუსუნის ტკივილის აქვს მტეხავი, მწვავე, გულისგამაწვრილებელი ხასიათი. ის მკვეთრად ზღუდავს ავადმყოფების ფიზიკურ აქტივობას, ხელს უშლის მათ ჯდომაში.

კოკციგოდინიის მქონე პაციენტის გამოკვლევისას კუდუსუნზე ზეწოლით ხდება ტკივილის დადგენა. ზოგ შემთხვევაში ტრავმატული კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი ტრავმის შემდეგ) შეიძლება თავისთავად გაქრეს, რაც აიხსნება ჰემატომებისა და ნაწიბურების შეწოვით. თუმცა უმეტესობა შემთხვევაში კოკციგოდინია მიმდინარეობს ხანგრძლივად და რემისიებს მოსდევს გამწვავებები.

კოკციგოდინია (კუდუსუნის ტკივილი) ხასიათდება მუდმივი და მოვლითი ტკივილებით კუდუსუნის მიდამოში. ეს ტკივილი ძლიერდება ჯდომის, წამოდგომისა და დეფეკაციის დროს.

კოკციგოდინიის სინდრომის მქონე პაციენტები კაცობრიობის დიდ ნაწილს შეადგენენ. ისინი მოთმინებით ეძებენ თავიანთ ექიმს და ხშირად „სიმშვიდეს“ ფსიქიატრის ან ექიმ-ექსტრასენსის მონახულების შემდეგ პოულობენ. პრობლემა ისაა, რომ სამედიცინო სპეციალობის წარმომადგენელი, რომელიც დაინტერესებულია მტკივნეული შეგრძნებების გავრცელების ზონით, აუცილებლად პოულობს რაღაც სახის პათოლოგიურ ცვლილებას მენჯის ღრუში შემავალ ორგანოებში.

ხშირად ფიქსირდება კუდუსუნის გაღუნვა, ღრძობაც კი, სწორი ნაწლავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, საშვილოსნოს გადაკეცვა, გადატანილი ანთებითი პროცესების ნარჩენი მოვლენები, მცირე მენჯის ორგანოების დაწევა და ა.შ.

ქალებისაგან განსხვავებით, მამაკაცებს კუდუსუნი გავასთან მიმართებით მოძრავი არ აქვთ.

კუდუსუნის ტკივილის აუცილებელი თანამგზავრია დეპრესიული რეაქცია, რადგანაც მცირე მენჯის ორგანოების მდგომარეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტის ემოციური ფონის ფორმირებაში.

კოკციგოდინიის (კუდუსუნის ტკივილის) დიაგნოსტიკა

კუდუსუნის მიდამოში ტკივილის არსებობა ითხოვს სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევის ჩატარებას. სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევისას (per rectum) ყოველთვის ფიქსირდება საკმაოდ დიდი ტკივილი კუდუსუნის არეში, რადიალური ჭიმის მტკივნეული გამკვრივება პალპაციის უკანა სექტორზე. ამ ჭიმზე ზეწოლას მოსდევს კუდუსუნის ტკივილის მნიშვნელოვანი გაძლიერება. პაციენტების აღწერით, ტკივილი ღრმაა, „ნერვებზე მოქმედია “, „გულის გამაწყალებელია “. ხანდახან შესაძლებელია მტკივნეული გავა -წვეტიანი იოგის (ძალიან დაჭიმული ჭიმის სახით) პალპირება.

კუდუსუნის მიდამოში ტკივილის არსებობა ითხოვს სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევის ჩატარებას.

კოკციგოდინიის (კუდუსუნის ტკივილის) პათოგენეზი განპირობებულია შორისის კუნთის ნაწილის ლოკალური სპაზმით და მენჯის იოგების დამოკლებით. შორისის კუნთის ლოკალური ჰიპერტონუსი არ წარმოადგენს რაიმე სახის განსაკუთრებულ მოვლენას თავისი წარმოშობით. ის წარმოიქმნება ჩონჩხის კუნთების ტრიგერული წერტილების ფორმირების კანონზომიერების თანახმად. ამ კუნთის ჰიპერტონუსი (იზოლირებული სახით) შეიძლება მოგვეჩვენოს დამოუკიდებელ დაავადებად, რომელიც არ ჯდება მცირე მენჯის ორგანოების კლასიკური დაავადებების ჩარჩოებში.

გარდა სწორი ნაწლავიდან კუდუსუნის თითით გასინჯვისა, შეიძლება ჩატარდეს ხერხემლის სვეტის გავა -კუდუსუნის ნაწილის რენტგენოგრაფია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - რეკტორომანოსკოპია, ორთოპედიული, უროლოგიური, გინეკოლოგიური გამოკვლევები.

კოკციგოდინიის (კუდუსუნის ტკივილის) დროს, გარდა სწორი ნაწლავიდან კუდუსუნის თითით გასინჯვისა, შეიძლება ჩატარდეს ხერხემლის სვეტის გავა-კუდუსუნის ნაწილის რენტგენოგრაფია.

 

კოკციგოდინიის (კუდუსუნის ტკივილის) მკურნალობა

კუდუსუნის ძვლის არეში ტკივილის დროს უარყოფითი ემოციური ფონის შესასუსტებლად შეიძლება დაინიშნოს ნეიროფსიქოტროპული საშუალებები.

კოკციგოდინიის (კუდუსუნის ტკივილის) დროს ფიზიოთერაპიის გამოყენება ხსნის შეშუპებულობას, ანთებას, ტკივილს, აღადგენს სახსრებისა და კუნთების მოძრაობას.

კოკციგოდინიის მკვეთრად გამოხატულობისას პაციენტს შეიძლება ჩაუტარდეს ბლოკადები (ლიდოკაინით, ჰიდროკორტიზონით, დიპროსპანით, კენალოგით და ა.შ.).

აუცილებელია მანუალური თერაპიის ჩატარებაც (თუ პაციენტს სხვა უკუჩვენებები არა აქვს). ეს აუმჯობესებს რეგიონალურ სისხლის მიმოქცევას და ხანდახან მთლიანად აღადგენს ტრავმირებული კუდუსუნის გამო შეზღუდულ მოძრაობას ქალებში. კოკციგოდინიის (კუდუსუნის ტკივილის) დროს მენჯის ფუძის კუნთების პოსტიზომეტრიკული რელაქსაცია არის არა მარტო სამკურნალო, არამედ დიაგნოსტიკური მიდგომაც, რომელიც პაციენტს თავის მდგომარეობაში არკვევს.

კუდუსუნის ძვლის არეში ტკივილის დროს დამატებით ნიშნავენ ფიზიოპროცედურებს და თერაპიას ინფრაწითელი დასხივებით.

კოკციგოდინიის (კუდუსუნის ტკივილის) სირთულის მიხედვით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

იხილეთ აგრეთვე