მენიუ

ტკივილი გავაში, საკროდინია

გავის ძვლის ანატომია

გავის მალები, რიცხვით 5, ზრდასრულ ადამიანებში შეზრდილია ერთ ძვლად - გავად. გავის მალების შეზრდა შედარებით გვიან ხდება - სიცოცხლის 18-25-ე წელს. 15 წლის შემდეგ იწყება ქვედა 3 მალის შეზრდა, ხოლო 25 წლისთვის - ზედა ორისაც. გავა მამაკაცებში უფრო გრძელი, ვიწრო და მოხრილია, ვიდრე ქალებში.

ახალშობილის გავას მალები არ არიან შეზრდილი.

განვითარების თანდაყოლილი ანომალიების - სპინა ბიფიდას (spina bifida) - დროს გავის მალების არასრული შეზრდის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს საკრალიზაცია ან ლუმბალიზაცია, მალის რკალის გახლეჩა მენინგოცელეს ან მენინგომიელოცელეს წარმოქმნით. გავის გვერდითა ზედაპირებს აქვს ყურის ფორმის სახსრის ზედაპირები (ყურისებრი სასახსრე ზედაპირები), რომელთა საშუალებითაც გავა ესახსრება თეძოს იმავე სახელწოდების მქონე ძვლებს.

გავ-თეძოს სახსარი - ეს ნაკლებად მოძრავი სახსარია, რომელსაც ექიმები ხშირად გავა-თეძოს შესახსრებას უწოდებენ.

გავა-თეძოს სახსრის (შესახსრების) ანთება მწვავე სტადიაში იწვევს ტკივილს გავაში (საკროდინიას).

საკროდინია

საკროდინია არის ტკივილი გავის არეში. იგი შეიძლება წარმოიშვას ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის ოსტეოქონდროზის, სპონდილოლისტეზის (ხერხემლის არასტაბილურობა მალის სხეულების გადაადგილებით) და ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის განვითარების ანომალიების (საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია, მალის რკალების შეუხორცებლობა - სპინა ბიფიდა) დროს.

გავაში ტკივილი (საკროდინია) შეიძლება გამოწვეული იყოს საშვილოსნოს მიმდებარე უჯრედისის ანთებით (პარამეტრიტი), გავ-საშვილოსნოს იოგების გასქელებით და მცირე მენჯის ორგანოების მომიჯნავე მიდამოების სხვა პათოლოგიური პროცესებით. ხშირად გავაში ტკივილი (საკროდინია) თავს იჩენს გინეკოლოგიური მანიპულაციებისა და ოპერაციების შემდეგ ტკივილი ძლიერდება ჯდომის, სწრაფად წამოდგომის, სხეულის წინ დახრის, სიმძიმის აწევის დროს. ტკივილი შეიძლება გადაეცეს წელსა და გავაში ერთდროულად.

მცირე მენჯის ორგანოების გინეკოლოგიურ დაავადებებს შეუძლიათ გამოიწვიონ ტკივილი გავაში.

 

საკროდინიის დიაგნოსტიკა

საკროდინიის დიაგნოსტიკა ეფუძნება გავაში ტკივილის წყაროს (ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის პათოლოგია და მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებები) გამორიცხვას ან დადასტურებას. უნდა მოხდეს საკროდინიის გარჩევა გავის ტრავმატული დაზიანებებისაგან, საკროილეიტისაგან (გავა-თეძოს შესახსრების ანთება), ოსტეომიელიტისა და მოცემული ლოკალიზაციის სიმსივნეებისაგან.

ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილისა კომპიუტერული ტომოგრაფია გავაში ტკივილის (საკროდინია) დროს გვეხმარება გამოვრიცხოთ მალების და მენჯის ძვლების ონკოლოგიური დაავადებები.

ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილისა და მენჯის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია გვეხმარება გამოვრიცხოთ საკროილეიტი ანდა გავა-თეძოს შესახსრების ართროზი. ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილისა და მენჯის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია ასევე საშუალებას იძლევა პაციენტს გამოერიცხოს მენჯის ძვლების ან მალის სხეულების ონკოლოგიური ხასიათი.

მცირე მენჯის ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ქალებს უნიშნავენ, რათ გამოირიცხოს საშვილოსნოს მიმდებარე უჯრედისის ანთება (პარამეტრიტი), გავა-საშვილოსნოს იოგების გასქელებითა და სხვა მიზეზებით გამოწვეული ტკივილი გავაში (საკროდინია).

 

საკროდინიის მკურნალობა

საკროდინიის მკურნალობა ანალოგიურია ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის ოსტეოქონდროზის მკურნალობისა, თუ გამოვრიცხავთ გინეკოლოგიურ პათოლოგიებს მცირე მენჯის ორგანოთა მხრიდან.

გავაში ტკივილის გამოვლინების სირთულისა და მიზეზების გათვალისწინებით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

საკროდინიის შემთხვევაში გავაში ტკივილის მკურნალობის დროს შეშუპება, ანთების, ტკივილის სიმპტომის გაქრობა, გავაში, წელისა და დუნდულის კუნთებში მოძრაობის მოცულობის აღდგენა ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ტარება ემსახურება მოძრაობის მოცულობის შეზღუდვას ხერხემლის სვეტის წელის ნაწილში. ეს კი ხელს უწყობს საკროდინიის დროს გავის ანთების ზონაში ტკივილის შემცირებას და ზურგისა და დუნდულების კუნთების დამცავი დაძაბულობისა და სპაზმის მოხსნას.

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ვარიანტი, რომელიც საკროდინიის დროს გავაში ტკივილის მკურნალობაში გვეხმარება.

ასეთ კორსეტში პაციენტი სახლში და ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებს, ასევე შეუძლია ჯდომა მანქანაში და სამუშაო ადგილას. კორსეტის ტარება აუცილებელი არაა, თუ გავის ტკივილი აღარ აწუხებს პაციენტს.

არსებობს გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტისა და ბანდაჟის რამდენიმე სახეობა. მათი შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ზომების მიხედვით და შეიძლება მრავალჯერადად გამოყენება საკროდინიის დროს გავაში ტკივილის განმეორების შემთხვევაში.

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ვარიანტი, რომელიც გავაში ტკივილის (საკროდინიის) დროს მკურნალობაში გვეხმარება.

იხილეთ აგრეთვე