მენიუ

საკროილეიტი, საკროილეიტის წარმოშობის მიზეზები, დიაგნოსტიკა, სიმპტომები და მკურნალობა

გავა და გავა-თეძოს სახსარი (შესახსრება)

გავის მალები, რიცხვით 5, ზრდასრულ ადამიანებში შეზრდილია ერთ ძვლად - გავად. გავის მალების შეზრდა შედარებით გვიან ხდება - სიცოცხლის 18-25-ე წელს. 15 წლის შემდეგ იწყება ქვედა 3 მალის შეზრდა, ხოლო 25 წლისთვის - ზედა ორისაც. გავა მამაკაცებში უფრო გრძელი, ვიწრო და მოხრილია, ვიდრე ქალებში.

განვითარების თანდაყოლილი ანომალიების - სპინა ბიფიდას (spina bifida) - დროს გავის მალების არასრული შეზრდის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს საკრალიზაცია ან ლუმბალიზაცია, მალის რკალის გახლეჩა მენინგოცელეს ან მენინგომიელოცელეს წარმოქმნით. გავის გვერდითა ზედაპირებს აქვს ყურის ფორმის სახსრის ზედაპირები (ყურისებრი სასახსრე ზედაპირები), რომელთა საშუალებითაც გავა ესახსრება თეძოს იმავე სახელწოდების მქონე ძვლებს.

გავ-თეძოს სახსარი - ეს ნაკლებად მოძრავი სახსარია, რომელსაც ექიმები ხშირად გავა-თეძოს შესახსრებას უწოდებენ.

გავის ძვლების და გავა-თეძოს შესახსრების სახსრის ზედაპირების აგებულება.

საკროილეიტი, საკროილეიტის წარმოშობის მიზეზი

საკროილეიტი - ესაა გავა-თეძოს სახსრის (შესახსრების) ანთება. გავა-თეძოს სახსრის (შესახსრების) ანთების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს ქვედა კიდურების ხანგრძლივი პოზიციური გადატვირთვა (მჯდომარე სამუშაო, სიმძიმის ტარება, ორსულობა), ტრავმა, ინფექცია, აუტოიმუნური პროცესი.

საკროილეიტის დროს პაციენტი ძირითადად უჩივის ტკივილს გავის არეში (საკროდინია)გავა-თეძოს სახსრის (შესახსრების) ანთების მხარეს. ტკივილს აქვს ყრუ ხასიათი, ისეთი როგორც სისხლჩაქცევის დროს, ან კიდევ როგორც მუდმივი გადატვირთვის (სიარულის, ჯდომის ან ცეკვების) შემდეგ დისკომფორტის შეგრძნებას.

გავა-თეძოს სახსრის (შესახსრების) ანთებას საკროილეიტი ეწოდება.

 

საკროილეიტის დიაგნოსტიკა და სიმპტომები

საკროილეიტის დიაგნოსტიკა მოიცავს ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვას, დაავადების წარმოქმნის ისტორიის (ანამნეზის) შესწავლას, ბიომექანიკური ცვლილებების შეფასებას (სიარული, კუნთების ტონუსი და ძალა, მხრის ქვედა სარტყელის სახსრებში მოძრაობის მოცულობა).

საკროილეიტის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ადგილობრივი ტკივილი (საკროდინია). საკროილეიტის არსებობის დროს გავა-თეძოს ანთებითი სახსრის (შესახსრების) მხარეს პალპაციამ შეიძლება მკვეთრად გაძლიეროს ტკივილი.

ქალებში მცირე მენჯის ორგანოების გინეკოლოგიურმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის სიმპტომი (საკროდინია) გავაში, საკროილეიტის იმიტირებით.

საკროილეიტის შემთხვევაში სისხლის ანალიზებში შეიძლება გამოვლინდეს ანთების ნიშნები ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატების სახით. მენჯის ძვლების რენტგენოგრაფია საშუალებას იძლევა გამოირიცხოს გავა-თეძოს შესახსრების დაზიანების ტრავმატული მიზეზები და ოსტეომიელიტი.

საკროილეიტის დროს მენჯის ძვლების და მისი შესახსრებების დაავადებების დიაგნოსტიკაში დიდი წვლილი შეიტანა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ. ხერხემლის სვეტის გავის ნაწილისა და მენჯის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია გვეხმარება გამოვლინდეს ან გამოირიცხოს გავა-თეძოს სახსრის (შესახსრების) ართროზი. ხერხემლის სვეტის გავის ნაწილისა და მენჯის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია ასევე გვეხმარება პაციენტს გამოერიცხოს მენჯის ძვლების ან მალის სხეულების დაზიანებების ონკოლოგიური მიზეზები.

მენჯის ძვლების (გავა, თეძოს ძვალი) კომპიუტერული ტომოგრაფია გვეხმარება საკროილეიტის მქონე პაციენტს გამოერიცხოს გავის ან მალების დაზიანების ონკოლოგიური ხასიათი.

 

საკროილეიტის მკურნალობა

საკროილეიტის მკურნალობა მოიცავს გავა-თეძოს სახსარზე (შესახსრებაზე) ფიზიკური დატვირთვის სრულ ან ნაწილობრივ შეზღუდვას. განტვირთვისათვის, მაგალითად ორსულთა შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას სპეციალური ბანდაჟი, რომელიც გავა-წელის არეს განტვირთავს. სასურველია პაციენტი დიდხანს არ იჯდეს, ან დიდხანს არ იაროს.

საკროილეიტის მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება იმის მიხედვით, თუ რამდენად გამოხატული აქვს პაციენტს ესა თუ ის სიმპტომი. სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (შინაგანი და გარეგანი მიღება), ანალგეტიკები, გლუკოკორტიკოიდები.

ტკივილის სიმპტომის (საკროდინიის) გამოხატულობის შემთხვევაში საკროილეიტის მქონე პაციენტს შეიძლება ჩაუტარდეს ბლოკადები (ლიდოკაინით, ჰიდროკორტიზონით, დიპროსპანით, კენალოგით და ა.შ.).

საკროილეიტის მკურნალობის დროს შეშუპება, ანთების, ტკივილის სიმპტომის გაქრობა, გავაში, წელისა და დუნდულის კუნთებში მოძრაობის მოცულობის აღდგენა ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებისას.

საკროილეიტის მკურნალობის დროს დამატებით ნიშნავენ ფიზიოპროცედურებს გავა-თეძოს სახსრის (შესახსრების) ანთების მხარეს.

საკროილეიტის სიმპტომების სირთულის მიხედვით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

გავა-წელის ბანდაჟის ტარება ხელს უწყობს საკროილეიტის დროს გავაში ტკივილის და გავა-თეძოს სახსრის (შესახსრების) ართროზის მკურნალობას ორსულ ქალებში.

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ტარება ემსახურება მოძრაობის მოცულობის შეზღუდვას გავა-თეძოს სახსარში (შესახსრებაში). ეს კი ხელს უწყობს გავა-თეძოს სახსრის (შესახსრების) ანთების ზონაში ტკივილის შემცირებას და ზურგისა და დუნდულების კუნთების დამცავი დაძაბულობისა და სპაზმის მოხსნას.

ასეთ კორსეტში პაციენტი სახლში და ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებს, ასევე შეუძლია ჯდომა მანქანაში და სამუშაო ადგილას. კორსეტის ტარება აუცილებელი არაა, თუ გავის ტკივილი აღარ აწუხებს პაციენტს.

არსებობს გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტისა და ბანდაჟის რამდენიმე სახეობა. მათი შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ზომების მიხედვით და შეიძლება მრავალჯერადად გამოყენება გავაში ტკივილის განმეორების შემთხვევაში.

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ვარიანტი, რომელიც საკროილეიტის დროს გავაში ტკივილის მკურნალობაში გვეხმარება.

იხილეთ აგრეთვე