მენიუ

გავა-თეძოს შესახსრების ოსტეოართროზი

გავა და გავა-თეძოს შესახსრება (სახსარი)

გავის მალები, რიცხვით 5, ზრდასრულ ადამიანებში შეზრდილია ერთ ძვლად - გავად. გავის მალების შეზრდა შედარებით გვიან ხდება - სიცოცხლის მე-18-25-ე წელს. 15 წლის შემდეგ იწყება ქვედა 3 მალის შეზრდა, ხოლო 25 წლისთვის - ზედა ორისაც. გავა მამაკაცებში უფრო გრძელი, ვიწრო და მოხრილია, ვიდრე ქალებში.

ახალშობილის გავას მალები არ არიან შეზრდილი.

განვითარების თანდაყოლილი ანომალიების - სპინა ბიფიდას (spina bifida) - დროს გავის მალების არასრული შეზრდის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს საკრალიზაცია ან ლუმბალიზაცია, მალის რკალის გახლეჩა მენინგოცელეს ან მენინგომიელოცელეს წარმოქმნით. გავის გვერდითა ზედაპირებს აქვს ყურის ფორმის სახსრის ზედაპირები (ყურისებრი სასახსრე ზედაპირები), რომელთა საშუალებითაც გავა ესახსრება თეძოს იმავე სახელწოდების მქონე ძვლებს.

გავა, კუდუსუნი და გავა-თეძოს შესახსრება (სახსრები), ხედი უკნიდან.

გავ-თეძოს სახსარი - ეს ნაკლებად მოძრავი სახსარია, რომელსაც ექიმები ხშირად გავა-თეძოს შესახსრებას უწოდებენ.

გავა მამაკაცებში უფრო გრძელი და მოხრილია, ვიდრე ქალებში.

გავა-თეძოს შესახსრების ართროზი

გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ართროზი ქრონიკული დისტროფიული პროცესია გავა-თეძოს შესახსრებაში (სახსარში), რომელიც მიმდინარეობს მისი ხანგრძლივი ანთების ფონზე და მოძრაობას არღვევს მასში. ტკივილი გავაში (საკროდინია) ატარებს ისეთივე ყრუ ხასიათს, როგორც საკროილეიტის მქონე პაციენტებში -დატვირთვის (სიარულის, ჯდომის ანდა ცეკვის) შემდეგ მუდმივი სიმძიმისა და დისკომფორტის სახით. ის შეიძლება თავისით გაქრეს და ხელახლა გამწვავდეს გადატვირთვის ან გადაცივების გამო.

მოზრდილი ადამიანის გავისა და გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ანატომია.

 

გავა-თეძოს შესახსრების ართროზის დიაგნოსტიკა

გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ართროზის დიაგნოსტიკა, ისევე, როგორც საკროილეიტის დროს, მოიცავს პაციენტის გასინჯვას, მისი ისტორიის (ანამნეზის) შესწავლას, ბიომექანიკური ცვლილებების (სიარული, კუნთების ტონუსი და ძალა მხრის ქვედა სარტყელის სახსრებში მოძრაობის მოცულობა) შეფასებას.

გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ართროზის დროს პალპაციისას ადგილობრივად შეიძლება გამოვლინდეს ტკივილის შეგრძნება გავა-თეძოს ანთებითი შესახსრების (სახსრის) მხარეს.

ქალებში მცირე მენჯის ორგანოთა გინეკოლოგიურმა დაავადებებმა შეიძლება ტკივილი (საკროდინია) გადასცენ გავაში.

გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ართროზის დროს სისხლის ანალიზში შეიძლება გამოვლინდეს ანთების ნიშნები ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედს) მომატების სახით. მენჯის ძვლების რენტგენოგრაფია საშუალებას იძლევა პაციენტს გამოერიცხოს მათი ტრავმატული დაზიანებები და ოსტეომიელიტი.

ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის და მენჯის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია გვეხმარება გამოირიცხოს გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) საკროილეიტი. ეს გამოკვლევა ასევე საშუალებას იძლევა პაციენტს გამოირიცხოს მენჯის ძვლების ანდა მალების სხეულების დაზიანების ონკოლოგიური ხასიათი.

ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის და მენჯის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია გვეხმარება პაციენტს გამოერიცხოს მენჯის ძვლების ანდა მალების სხეულების დაზიანების ონკოლოგიური ხასიათი.

 

გავა-თეძოს შესახსრების ართროზის მკურნალობა

გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ართროზის მკურნალობა, ისევე, როგორც საკროილეიტის დროს, მოიცავს შესაძლებლობის მიხედვით ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის სრულ ან ნაწილობრივ შეზღუდვას გავა-თეძოს შესახსრებაზე (სახსარზე). მაგალითად, ორსულობის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური ბანდაჟი, რომელიც დატვირთვას ხსნის გავა-თეძოს ნაწილზე. სასურველია, პაციენტმა შეზღუდოს ხანგრძლივი ჯდომა ან სიარული.

მედიკამენტური თერაპია, ისევე, როგორც საკროილეიტის დროს, ინიშნება გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ართროზის მქონე პაციენტებში ამა თუ იმ სიმპტომის გამოხატულობის მიხედვით. ეს მედიკამენტები შეიძლება იყოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (გარეგანი და შინაგანი გამოყენების), ანალგეტიკები, გლუკოკორტიკოიდები.

გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ართროზის მკურნალობის დროს შეშუპების, ანთების, ტკივილის შეგრძნების გაქრობა, შესახსრებასა და წელის კუნთებში მოძრაობის მოცულობის აღდგენას აჩქარებს ფიზიოთერაპიის გამოყენება.

გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ართროზის დროს გამოხატული ტკივილის სიმპტომის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს სამკურნალო ბლოკადები (ლიდოკაინით, ჰიდროკორტიზონით, დიპროსპანით, კენალოგით და ა.შ.).

ამის შემდეგ აუცილებლად ტარდება მანუალური თერაპია (თუ პაციენტს არა აქვს უკუჩვენებები), რომელიც აუმჯობესებს რეგიონალურ სისხლის მიმოქცევას გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ართროზით დაზიანებულ სახსარში.

გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ართროზის გამოვლინების სირთულისა და მიზეზების გათვალისწინებით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ტარება ემსახურება მოძრაობის მოცულობის შეზღუდვას ხერხემლის სვეტის წელის ნაწილში. ეს კი ხელს უწყობს გავა-თეძოს შესახსრების (სახსრის) ანთების ზონაში ტკივილის შემცირებას და ზურგისა და დუნდულების კუნთების დამცავი დაძაბულობისა და სპაზმის მოხსნას.

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ვარიანტი, რომელიც საკროდინიის დროს გავაში ტკივილის მკურნალობაში გვეხმარება.

ასეთ კორსეტში პაციენტი სახლში და ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებს, ასევე შეუძლია ჯდომა მანქანაში და სამუშაო ადგილას. კორსეტის ტარება აუცილებელი არაა, თუ გავის ტკივილი აღარ აწუხებს პაციენტს.

არსებობს გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტისა და ბანდაჟის რამდენიმე სახეობა. მათი შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ზომების მიხედვით და შეიძლება მრავალჯერადად გამოყენება საკროდინიის დროს გავაში ტკივილის განმეორების შემთხვევაში.

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ვარიანტი, რომელიც გავაში ტკივილის (საკროდინიის) დროს მკურნალობაში გვეხმარება.

იხილეთ აგრეთვე