მენიუ

ხერხემლის სპონდილოზი

ხერხემლის სპონდილოზი

სპონდილოზი ხერხემალში მიმდინარე დისტროფიული პროცესია, რომელიც, ხერხემლის ოსტეოქონდროზისაგან განსხვავებით, იწყება ფიბროზული რგოლის გარე ნაწილებიდან და რენტგენოგრამებზე ვლინდება კიდეებზე ძვლოვანი წანაზარდებით (ოსტეოფიტებით). ეს წანაზარდები გარს აკრავს მალთაშუა დისკს. მალთაშუა დისკის სიდიდე სპონდილოზის დროს არ იცვლება. მალების სხეულების კონტურები ხერხემლის სპონდილოზის დროს უცვლელია. სპონდილოზი ძირითადად ლოკალიზდება ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილში. შედარებით იშვიათად სპონდილოზი შეიძლება დაფიქსირდეს ხერხემლის სვეტის წელისა და კისრის ნაწილებში.

ტერმინ „სპონდილოზით“ აღნიშნავენ ხერხემლის ზოგ მსგავს დეგენერაციულ დაავადებას, რომლებიც იწვევენ ზურგის ტვინის კისრის ნაწილსა და მიმდებარე ნერვულ ფესვებზე ზეწოლას. ხერხემლის სვეტის კისრის სპონდილოზი (ზურგის ტვინისა და ფესვების კომპრესიით) უფრო ხშირად ხანდაზმულ მამაკაცებში გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია:

  • მალთაშუა დისკის სივრცეების შევიწროება პულპოზური ბირთვის თიაქრის ან ფიბროზული რგოლის ამობურცვის წარმოქმნით
  • მალების სხეულების უკანა ზედაპირზე ოსტეოფიტების ფორმირება
  • მალების ნაწილობრივი ქვეამოვარდნა
  • უკანა განივი იოგისა და მალთაშუა (ფასეტური) სახსრების ჰიპერტროფია

მალების სხეულების ტიპური ცვლილებები ხერხემლის სპონდილოზის დროს.

სპონდილოზი, ჩვეულებრივ, განიხილება, როგორც ორგანიზმის ბუნებრივი დაბერების ნიშანი. გამოყოფენ აგრეთვე ხერხემლის სპონდილოზის სხვა სახეობებსაც:

  • ხერხემლის სტატიკური სპონდილოზი - ნორმალური ღერძული დატვირთვის დარღვევით გამოწვეული მალთაშუა დისკების ადრეული გაცვეთის შედეგი (მაგალითად, ხერხემლის მოტეხილობის არასწორი შეზრდის შედეგად კიფოზისა და სტრუქტურული სკოლიოზის დროს),
  • ხერხემლის სპონტანური სკოლიოზი - დისკების ასაკობრივი, ხანდახან კი ნაადრევი გაცვეთით გამოწვეული,
  • ხერხემლის რეაქტიული სკოლიოზი - ანთებითი პროცესებით მალების დაზიანებით გამოწვეული.

სპონდილოზი შეიძლება ხერხემლის ოსტეოქონდროზთან ერთად მიმდინარეობდეს. ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში სპონდილოზი შედარებით იშვიათად გვხვდება და არ თამაშობს არსებით როლს პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების წარმოქმნაში.

ძვლოვანი ცვლილებები ჩნდება ანთებითი ცვლილებების შედეგად, ჭეშმარიტი ართრიტის ნიშნები ამ დროს არ ჩანს.

მალების სხეულების უკანა ზედაპირზე ზრდადი ოსტეოფიტებით წარმოქმნილი „სპონდილიტური ღერძი“ იწვევს ზურგის ტვინის დაზიანების სიმპტომებს. ეს ოსტეოფიტები იწვევენ ზურგის ტვინის წინა ზედაპირის ჰორიზონტალურ ზეწოლას. ოსტეოფიტების წაზრდას გვერდითი მიმართულებით, რომელსაც თან ახლავს მალთაშუა სახსრების ჰიპერტროფიული ცვლილებები და მისი დანერგვა ზურგის ტვინის ნერვული ფესვების გამოსვლის წერტილებში, ხშირად იწვევს ფესვური სიმპტომების გაჩენას.

ხერხემლის სვეტის განივი ზომა შეიძლება ასევე შემცირდეს დისკის პროტრუზიისა და ექსტრუზიის, უკანა განივი იოგის ჰიპერტროფიისა და ამობურცვის შედეგად, რაც ძლიერდება კისრის მოხრის დროს. იმის მიუხედავად, რომ ხერხემლის რენტგენოგრაფიის დროს სპონდილოზის ნიშნები ხშირად გვხვდება ხანდაზმულთა შორის, მხოლოდ ზოგიერთ პაციენტში იწვევს ეს ზურგის ტვინისა და ფესვების ზეწოლას მიელოპათიის ან რადიკულოპათიის კლინიკის განვითარებით. ეს შეიძლება იყოს ხერხემლის არხის თანდაყოლილი შევიწროების შედეგი.

სპონდილოზის დროს ზურგის ტვინსა და ფესვებზე ზეწოლის პირველი სიმპტომებია ტკივილები კისრისა და მხრის მიდამოებში. ეს ჩივილი შეიძლება ერწყმოდეს თავის მოძრაობის შეზღუდვას. ნერვული ფესვების კომპრესიას თან ახლავს რადიკულარული (ფესვური) ტკივილები, რომლებიც ხელში გადაეცემა C5-C7 ნერვების გასწვრივ. ზურგის ტვინის კისრის ზეწოლა იწვევს ხელის კუნთების ნელა პროგრესირებად სპასტიკურ პარაპარეზს, ზოგჯერ ასიმეტრიულს. ზურგის ტვინის კისრის კომპრესიას ხშირად თან ახლავს პარასტეზიები ტერფებსა და მტევნებში. ავადმყოფების უმრავლესობას ქვედა კიდურების ვიბრაციული მგრძნობელობა დაქვეითებული აქვს. ხანდახან აღინიშნება ასეთი მგრძნობელობის დარღვევის ზღვარი გულმკერდის ზედა ნაწილში. ხველებამ, დაცემინებამ და სხვა სახის დაძაბვამ შეიძლება პაციენტში გამოიწვიოს ხელებისა და ფეხების სისუსტის პროვოცირება, რომელიც გადაეცემა ხელებში და მხრის ზედა სარტყელში. ნევროლოგიური გასინჯვის დროს პაციენტს შეიძლება დაუდგინდეს ხელებში მგრძნობელობის დაკარგვა, მტევნების კუნთების ატროფია, ღრმა კუნთოვანი რეფლექსების მომატება ფეხებში და ბაბინსკის ასიმეტრიული სიმპტომი. სპონდილოზის დროს გამოხატული ორგანული ცვლილებებისას ავადმყოფს უვლინდება შარდის გამოყოფის იმპერატიული ნდომა ანდა შარდის შეუკავებლობა. ხერხემლის სვეტის კისრის სპონდილოზის დროს პაციენტებს უქვეითდებათ მყესისა და პერიოსტალური რეფლექსები ხელებზე. C5-C6 ნერვებისა და ამ დონეზე ზურგის ტვინის ზეწოლის დროს პაციენტს დაქვეითებული აქვს ბიცეფსის რეფლექსი. ნევროლოგიურ სიმპტომებში გამოხატული იქნება ფესვური, მიელოპათიური აშლილობები. სპონდილოზის დიაგნოზი ისმის მაშინაც, როცა პაციენტს ეზრდება ზურგის ტვინის კისრის მიელოპათია, ტერფებსა და მტევნებში უჩნდება პარესტეზიები, ვითარდება მტევნების კუნთების ატროფია. სპონდილოზი ხშირად ურთულებს სიარულს ხანდაზმულ ადამიანებს, იწვევს ფეხებზე მყესის რეფლექსების და ბაბინსკის რეფლექსების მომატებას.

ხერხემლის სპონდილოზის დიაგნოსტიკა

ხერხემლის სპონდილოზის დიაგნოსტიკა იწყება ექიმთან აუცილებელი ნევროლოგიური და ორთოპედიული გასინჯვით. ამ გასინჯვისას ფასდება პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი, ასევე ვლინდება შესაძლო დარღვევები ხერხემლის ბიომექანიკაში; აუცილებელი ზურგისა და დუნდულის მიდამოს კუნთების შეფასებაც.

ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია აჩვენებს ცვლილებებს ხერხემლის სპონდილოზის დროს.

სპონდილოზის მქონე პაციენტს, რომელსაც აწუხებს ტკივილი კისერში, გულმკერდში ან წელში, გამოკვლევის უკვე ამ ეტაპზე შეიძლება დაესვას დიაგნოზი და დაენიშნოს მკურნალობა.

ხერხემლის სპონდილოზის მქონე პაციენტს, რომელსაც ტკივილის სიმპტომი აქვს, ზოგჯერ ნევროლოგიური და ორთოპედიული გასინჯვის შედეგადაც შეიძლება დაენიშნოს შემდეგი დამატებითი დიაგნოსტიკური პროცედურები:

  • ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის რენტგენოგრაფია ფუნქციონალური სინჯებით
  • ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

სპონდილოზს ხშირად ახლავს კუნთოვანი ტკივილი ნერვის გაყოლებაზე:

  • ხელში ტკივილი
  • ფეხში ტკივილი
  • კისერში ტკივილი
  • ბეჭებშუა ტკივილი

კუნთოვანი ტონუსის გარდა, შეიძლება დაირღვეს ხერხემლის სეგმენტის სტაბილურობაც. ხერხემლის არასტაბილურობის დროს ხდება მალის გადანაცვლება ან წინ (ანტეროლისტეზი), ან უკან (რეტროლისტეზი). დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ხერხემლის რენტგენოგრაფიის ჩატარება ფუნქციონალური სინჯებით.

ხერხემლის არხის სტენოზი სპონდილოზის დროს ხერხემლის სვეტის კისრის დონეზე ზურგის ტვინზე ზეწოლითა და უკანა განივი და ყვითელი იოგის ჰიპერტროფიით.

ხერხემლის არხის სივრცეში ქრონიკული ანთების კერამ შეიძლება გამოიწვიოს მისი შევიწროება (ხერხემლის არხის სტენოზი) და მასში გამავალი ნერვებსა და ზურგის ტვინზე ზეწოლა მოახდინოს. ამიტომ ხერხემლის არხის სტენოზის გამოვლენისას ყოველთვის აუცილებელია სრული სამკურნალო კურსის ჩატარება სხვადასხვა სამკურნალო მეთოდიკის გამოყენებით, წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში კი საჭიროა ოპერატიული მკურნალობა.

ხერხემლის რენტგენოგრაფიისას ჩანს სპონდილიტური „ღერძები“, მალთაშუა დისკების სიმაღლის კლება, ქვეღრძობები (სუბლუქსაციები), კისრის ფიზიოლოგიური ლორდოზის ცვლილებები (მისი გასწორება ან კიფოზი) ან არხის შემცირება 11 მმ-მდე და უფრო მეტადაც, ხერხემლის სვეტის კისრის გამართვის შემთხვევაში კი - 7 მმ-მდეც. თავზურგტვინის სითხე (ლიკვორი) შეცვლილი არაა ან ცილის ოდნავ მომატებულ რაოდენობას შეიცავს. სომატოსენსორული გამოწვეული პოტენციალების გამოკვლევისას სპონდილოზის მქონე ავადმყოფს უვლინდება მსხვილ პერიფერიულ მგრძნობიარე ბოჭკოებში ნერვული იმპულსის გავლის ნორმალური სიჩქარე და ზურგის ტვინის კისრის შუა და ზედა სეგმენტებში ცენტრალური გამტარობის შეკავება.

 

ხერხემლის სპონდილოზის მკურნალობა

ხერხემლის სპონდილოზის ფონზე კისერში, გულმკერდსა და წელში ტკივილის წარმოშობის მიზეზებისა და გამოვლინების სირთულის გათვალისწინებით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

ხერხემლის სპონდილოზის ფონზე ზურგში და წელში წარმოქმნილი ტკივილის მკურნალობისას ფიზიოთერაპიის გამოყენება აჩქარებს შეშუპებულობის, ანთების, ტკივილის მოხსნას, აღადგენს სახსრებისა და კუნთების მოძრაობას.

მალთაშუა (ფასეტურ) სახსრებში შეიძლება ჩატარდეს სამკურნალო ბლოკადებიც, როცა ჩვეულებრივი მკურნალობა დადებით ეფექტს არ იძლევა. ამისთვის, როგორც წესი, გამოიყენება ანესთეზირებადი საშუალებისა და კორტიზონის დაბალი დოზის შეყვანა დაზიანებული სახსრის სივრცეში.

პაციენტებს ხშირად უდგინდებათ კისრის სპონდილოზის დიაგნოზი. ბევრ პაციენტს, რომლებსაც კისრის დონეზე ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული (განსაკუთრებით გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის, გაფანტული სკლეროზისა და ქვემწვავე თანმხლები დეგენერაციის მქონეებს), უტარდება ოპერაცია მალის რკალის ნაწილის მოსაკვეთად (ლამინექტომია). ეს ოპერაცია ტარდება ზურგის ტვინის დეკომპრესიის მიზნით. ამ ოპერაციის შედეგად ხშირად ნევროლოგიური სტატუსი დროებით უმჯობესდება, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ სპონდილიტური კომპრესიის ნაწილობრივი მნიშვნელობა. მაგრამ ტუ მიელოპათია გამოწვეული იყო ძირითადი დაავადებით, მაშინ ის თავიდან იწყებს პროგრესირებას. სიარულისა და მგრძნობელობის უმნიშვნელო ზრდადი დარღვევები შეცდომით შეიძლება მიიღონ პოლინეიროპათიის გამოვლინებად.

ხერხემლის სპონდილოზის ფონზე ზურგში და წელში წარმოქმნილი ტკივილის მკურნალობისას ძალიან ეფექტურია რეფლექსოთერაპიის გამოყენება.

სპონდილოზის მსუბუქი მიმდინარეობის დროს ეფექტურია სიმშვიდე და ხერხემლის სვეტის კისრის იმობილიზაცია რბილი კორსეტის (საყელოს ან შანცის საყელოს) დახმარებით. ხანდახან ასეთ ავადმყოფებს ენიშნებათ ხერხემლის სვეტის კისრის დაჭიმვა (ტრაქტი) გლისონის მარყუჟით. ოპერატიული ჩარევა სპონდილოზის დროს რეკომენდებულია, როცა:

  • ვლინდება სიარულის გამოხატული დარღვევა
  • იგრძნობა მნიშვნელოვანი სისუსტე ხელის მტევნებში
  • შარდის ბუშტის ფუნქციები ირღვევა
  • ვლინდება სრული ლიკვორული (სპინალური) ბლოკი მიელოგრაფიებზე ან ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე

ფიზიოთერაპიის სწორად შერჩეულ მეთოდთან ერთად ეს სამკურნალო ბლოკადები კარგ და ხანგრძლივ ეფექტს იძლევიან სპონდილოზის დროს გამწვავებული ტკივილის მოხსნაში.

ხერხემლის სპონდილოზის ფონზე ფეხსა და დუნდულში ტკივილის მკურნალობისას ტკივილისა და ჩხვლეტის შეგრძნების მოხსნა, ფეხში მგრძნობელობის აღდგენა საჯდომი ნერვის ნევრიტის დროს (თიაქრითა და დისკის პროტრუზიით მისი ზეწოლის შემთხვევაში) ჩქარდება ფიზიოთერაპიის გამოყენებით.

ნახევრადმყარი გავა-წელის კორსეტის ტარება ხერხემლის სპონდილოზის ფონზე წარმოქმნილი ტკივილის მკურნალობისას გვეხმარება ხერხემლის სვეტის წელის ნაწილში მოძრაობის მოცულობის შეზღუდვაში. ეს, პირველ რიგში, ხელს უწყობს მალთაშუა სახსრების ანთების ზონაში ტკივილის შესუსტებას, ზედმეტი დამცავი დაძაბულობისა და ზურგის კუნთების სპაზმის მოხსნას.

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ვარიანტი, რომელიც ხერხემლის სპონდილოზის ფონზე ზურგსა და წელში წარმოქმნილი ტკივილის მკურნალობაში გვეხმარება.

ხერხემლის სპონდილოზის ფონზე ზურგისა და წელის ტკივილების მქონე პაციენტს სახლში და ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია, ასევე შეუძლია ჯდომა მანქანაში და სამუშაო ადგილას. კორსეტის ტარება აუცილებელი არაა, თუ ტკივილი აღარ აწუხებს პაციენტს.

მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ხერხემლის სპონდილოზის ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის გამწვავების პერიოდში სამუშაო დატვირთვას უნდა მოვერიდოთ. ეს დროებითი შეზღუდვაა, მაგრამ ის მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და ჩატარებული მკურნალობის ფონზე ხერხემლის დაავადებას შემდგომი განვითარების საშუალებაა არ აძლევს.

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ვარიანტი, რომელიც ხერხემლის სპონდილოზის ფონზე ზურგსა და წელში წარმოქმნილი ტკივილის მკურნალობაში გვეხმარება.

არსებობს გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტისა რამდენიმე სახეობა. მათი შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ზომების მიხედვით და შეიძლება მრავალჯერადად გამოყენება ხერხემლის სპონდილოზის ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის განმეორების შემთხვევაში. ის გამოიყენება ტკივილის სიმპტომის შესაძლო გამწვავების პროფილაქტიკისათვისაც.

იხილეთ აგრეთვე