მენიუ

ხერხემლის არხის სტენოზი, ხერხემლის ოსტეოფიტები

ხერხემლის არხის სტენოზი, ხერხემლის ოსტეოფიტები

ხერხემლის არხის სტენოზი ყველაზე ხშირად ფიქსირდება ხერხემლის სვეტის წელის დონეზე, თუმცა გვხვდება კისრისა და გულმკერდის დონეზეც. ხერხემლის არხის სტენოზი დაკავშირებულია მალებში, ასევე ხრტილოვან და იოგურ წარმონაქმნებში (რომლებითაც ხდება ხერხემლის არხის ფორმირება) თანდაყოლილ ან შეძენილ ანატომიურ ცვლილებებთან (ძვლოვანი ოსტეოფიტები).

ხერხემლის არხის განივი კვეთის დავიწროება შეიძლება იყოს ძვლოვანი წარმონაქმნების (რკალების, სასახსრე მორჩების, მალების სხეულების უკანა ზედაპირის წანაზარდების ) ზომების გადიდების შედეგი. ან კიდევ ის შეიძლება გამოიწვიოს მალების გაბრტყელებამ და მათმა გადაადგილებამ ხერხემლის არხის სივრცეში.

უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგების ჰიპერტროფია იწვევს ხერხემლის არხის სივრცის სტენოზს (დავიწროებას) ზურგის ტვინზე ზეწოლით.

ხერხემლის არხის შევიწროებას ასევე იწვევს უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგების ჰიპერტროფია, მალთაშუა სახსრების სასახსრე კაფსულების გასქელება, ხერხემლის არხის ფორმირებაში მონაწილე მალთაშუა დისკებისა და ფიბროზული რკალის გადაადგილება.

ხერხემლის არხის სტენოზი ყველა მხრიდან თანაბარზომიერი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება ხერხემლის არხის შევიწროება წინიდან უკან. ხერხემლის არხის სტენოზი ასევე შეიძლება დაფიქსირდეს წელის ერთ ან რამდენიმე მალაში, მაგრამ გვხვდება ერთი მალის დონეზეც.

ხერხემლის არხის დავიწროება წინიდან უკან მიმართულებით შეიძლება განპირობებული იყოს მისი მეორეული სტენოზით, უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგების ჰიპერტროფიით, სპონდილოლისტეზითაც. ხერხემლის არხის სტენოზის დასადგენად აუცილებელია არხის გაზომვა საგიტალურ სიბრტყეში. აბსოლუტურ სტენოზად ითვლება არხის დიამეტრის შემცირება 10 და მეტ მმ-მდე. 10-15 მმ სიდიდე შეესაბამება ნაწილობრივ სტენოზს. უკანა გასწვრივი იოგის ნორმალური სისქე არ უნდა აღემატებოდეს 2 მმ-ს, ხოლო ყვითელი იოგისა - 3 მმ-ს.

ხერხემლის არხის სტენოზი სპონდილოზის დროს ზურგის ტვინზე ზეწოლით ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის დონეზე უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგების ჰიპერტროფიით.

L3 სპინალური ნერვის შეკუმშვა (კომპრესია) მალთაშუა ხვრელის დონეზე ექსტრაფორამინალური სტენოზის დროს.

ხერხემლის სვეტის წელის მიდამოში ხერხემლის არხის სტენოზი (ლუმბალური სტენოზი) არის რაშის კუდის ნერვული ფესვების წარმავალი ქრონიკული კომპრესია. ხერხემლის სვეტის წელის მიდამოში ხერხემლის არხის სტენოზი (ლუმბალური სტენოზი) თავს იჩენს წელის დონეზე ხერხემლის არხის თანდაყოლილი სივიწროვისას, რომელიც ძლიერდება დისკის პროტრუზიისა და ხერხემლის სპონდილოზის შედეგად.

სტენოზის დროს ფიზიკური დატვირთვა იწვევს დუნდულების, თეძოებისა და ნაკუთალის მიდამოში ტკივილს, რომელიც გადაეცემა საჯდომი ნერვის გასწვრივ. ხერხემლის არხის სტენოზით გამოწვეული ტკივილი ავადმყოფს უმცირდება უმოძრაობის დროს. ეს ტკივილები მოგვაგონებენ სისხლძარღვებში არტერიული სისხლის მიმოქცევის შეფერხებით გამოწვეულ სიკოჭლეს. საჭიროა კონსულტაცია სისხლძარღვთა ქირურგთან, რათ გამოირიცხოს ქვედა კიდურების არტერიების დაავადებები. ხერხემლის არხის სტენოზის დროს ვლინდება ღრმა მყესის რეფლექსებისა და მგრძნობელობის დაქვეითება ფეხებზე, მაშინ როცა ქვედა კიდურების სისხლძარღვების ულტრაბგერით გამოკვლევაზე ცვლილებები არ ფიქსირდება. ხერხემლის სვეტის წელის მიდამოში ხერხემლის არხის სტენოზი (ლუმბალური სტენოზი) და კისრის მალების სპონდილოზი ხშირად ერთდროულად ვლინდება ერთსა და იმავე პაციენტში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პერიოდული სპაზმები და კუნთების ტოკვა (ფასციკულაცია) ფეხებზე კისრის მალების სპონდილოზის დროს.

ხერხემლის არხის სტენოზის, ხერხემლის ოსტეოფიტების დიაგნოსტიკა

ხერხემლის არხის სტენოზის დიაგნოსტიკისას ხერხემლის მიმოხილვით რენტგენოგრამებზე (სპონდილოგრამებზე) შეიძლება გამოჩნდეს გადიდებული ზომების სახსრების მორჩები, რკალების ძირების გასქელება, მალების სხეულების სიმაღლის დაწევა, სკლეროზირებული იოგების უბნები და ოსტეოფიტები. დადებით მიელოგრამებზე ჩანს ხერხემლის არხის თანაბარი ზომის ან დაჭიმული სახის დავიწროება რამდენმე დონეზე. დიფერენციალურ-დიაგნოსტიკური მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს განივი კვეთების გაკეთებას სხვადასხვა დონეზე ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ხერხემლის არხის სტენოზის აღმოჩენილ დონეზე.

ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია ხერხემლის არხის სტენოზისას არსებულ ცვლილებების დემონსტრირებას ახდენს.

ხერხემლის არხის სტენოზის კლინიკურ სურათში შეიძლება აღმოჩნდეს მონორადიკულარული სიმპტომები (მალთაშუა დისკების პროტრუზიის და თიაქრების დროს, მომიჯნავე სახსრის მორჩების ზომების გადიდება, რომელსაც მივყავართ მალთაშუა ხვრელის კვეთის შემცირებამდე), ანდა კომპრესიულ-იშემიური მიელორადიკულოპათიის სიმპტომები, ანდა ზურგის ტვინის განივი დაზიანების სინდრომიც კი.

ხერხემლის არხის სტენოზი ზურგის ტვინზე ზეწოლით ხერხემლის სვეტის წელის არის დონეზე უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგის ჰიპერტროფიით.

ყველაფერი იწყება ექიმთან ნევროლოგიური და ორთოპედიული გასინჯვისას. ამ გასინჯვის შედეგებით შეიძლება დაინიშნოს შემდეგი ხანგრძლივი დიაგნოსტიკური პროცედურები:

თუმცა ხერხემლის არხის ნამდვილი სტენოზის ძირითადი სიმპტომია განგრძობითი ტკივილები ხერხემლის სვეტის წელის ნაწილში (არა აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს) ნერვული ფესვების გასწვრივ ირადიაციის გარეშე. წელის ტკივილი შეიძლება ატარებდეს მუდმივ ხასიათს და არ იცვლება სივრცეში სხეულის მდებარეობის შეცვლასთან ერთად. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ვითარდება წელის ლორდოზის გასწორება, ჩნდება სკოლიოზი, კუნთოვანი კონტრაქტურები და ხერხემლის ანტალგიური დეფორმაციები.

ხერხემლის არხის შევიწროება ზურგის ტვინზე ზეწოლით (სიმსივნით) ხერხემლის სვეტის გულმკერდის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე.

 

ხერხემლის არხის სტენოზის, ხერხემლის ოსტეოფიტების მკურნალობა

ხერხემლის არხის სტენოზის მკურნალობისას კლინიკურ გამოვლინების სირთულისა და წარმოშობის მიზეზების გათვალისწინებით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

ხერხემლის არხის სტენოზის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევის საჭიროებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ პროცესის გავრცელებულობა. მალების ერთ ან ორ დონეზე და ფესვების კომპრესიის ცალმხრივ სიმპტომებზე ოპერაციის დროს შეიძლება გამოყენებული იქნეს ინტერლამინოტომია ან ჰემილამინატომია.

რამდენიმე დონეზე ხერხემლის არხის ნერვულ-სისხლძარღვოვანი წარმონაქმნების კომპრესიის ორმხრივი სიმპტომების დროს შეიძლება შესრულდეს ორმხრივი ჰემილამინექტომია წვეტიანი მორჩებისა და წვეტთაშუა იოგების შენარჩუნებით, ამოიჭრება ჰიპერტროფიული ყვითელი იოგი, ოსტეოფიტები. ხერხემლის არხის სტენოზის დროს მიზანშეწონილია პარალელურად ფორამინოტომიის ჩატარება. ხერხემლის არხის სტენოზის ცალკეულ შემთხვევებში აუცილებელია ხერხემლის დამასტაბილიზებელი მეტალოკონსტრუქციების გამოყენება.

ჰემილამინექტომიის ოპერაცია ხერხემლის არხის სტენოზის დროს (ზურგის ტვინზე ზეწოლით) ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის დონეზე უკანა გასწვრივი და ყვითელი იოგების ჰიპერტროფიით.

წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ნაჩვენებია ხერხემლის არხის სტენოზი და ენდოსკოპიური დეკომპრესიის ოპერაციის შემდგომი პერიოდი L3-L4 და L4-L5 მალების დონეზე.

ხანდახან ხერხემლის არხის სტენოზის დროს მიზანშეწონილია ოპერაციის ორ ეტაპად გაყოფა. პირველ ეტაპზე სრულდება ზურგის ტვინის ყველაზე დაზიანებული ფესვების დეკომპრესია, ტარდება ინტენსიური ვაზოაქტიური და ნეირომასტიმულირებელი თერაპიის კურსი. და თუ ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდება, შეიძლება ჩატარდეს ოპერაციის მეორე ეტაპი - უფრო ფართო დეკომპრესია (ორმხრივი ჰემილამინექტომია) და ზურგის ტვინისა და ნერვული ფესვებისათვის შეიქმნას დამატებითი სათადარიგო სივრცეები ხერხემლის არხის სტენოზის დროს.

იხილეთ აგრეთვე