მენიუ

ცხვირის დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

ცხვირის დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

ცხვირის დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფიის არსს წარმოადგენს დანამატი წიაღებისა (ჰაიმორის წიაღის, შუბლის წიაღის და ა.შ.) და მის ახლო მდებარე სტრუქტურების შიდა აგებულების მათემატიკური მოდელირება რენტგენის სხივით მისი დასხივების შედეგების მიხედვით.

კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე სხვადასხვა სიბრტყეზე მიღებული გამოსახულებების სახით შეიძლება გამოჩნდეს თვითონ ცხვირის დანამატი წიაღები და მათში სითხის დონე.

ცხვირის დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია ფრონტალურ ჭრილზე.

ცხვირის დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ რიგი თხელი ჭრილებისა, ავაგოთ წიაღების საკვლევი უბნის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, გამოვავლინოთ განვითარების (ან ტრავმის შედეგად მიღებული) ანომალიები. ასეთი რეკონსტრუქცია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ოტორინოლარინგოლოგებს(ყელ-ყურ-ცხვირის ექიმებს) სინუსიტების, ეტმოიდიტების, ჰაიმორიტების, ფრონტიტების მკურნალობის დაგეგმვასა და შემდგომ კონტროლში.

ცხვირის დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია ფრონტალურ ჭრილზე.

ცხვირის დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

  • ქალა-ტვინის ტრავმები
  • ცხვირისა და ცხვირის დამატი წიაღების ტრავმები
  • ცხვირის დანამატი წიაღების ანთებები (ჰაიმორიტი, ფრონტიტი, სფენოიდიტი, ეტმოიდიტი და ა.შ.)
  • ლიკვორეა ქალას ფუძის მოტეხილობის დროს
  • წიაღებში ჩაზრდილი პირველადი და მეორეული სიმსივნეები და ა.შ.

აქ შეგიძლიათ იხილოთ ტომოგრაფიის ფასი.

იხილეთ აგრეთვე