მენიუ

ავადმყოფთა რეაბილიტაცია

ავადმყოფთა რეაბილიტაცია

გადატანილი ტრავმების ან ოპერაციების შემდეგ ავადმყოფთა რეაბილიტაცია ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო მასაჟის დახმარებით ახორციელებს მთელი სხეულის კუნთებისა და ქსოვილების საერთო და ადგილობრივ სტიმულაციას.

სტიმულაციის პრინციპი მდგომარეობს ვიბრაციის დაბალი სიხშირის მიწოდებაში კუნთოვანი ქსოვილის გასწვრივ. ამ დროს კუნთი იკუმშება და დუნდება მცირეოდენი ამპლიტუდით, მაგრამ უფრო ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს. კუნთის ასეთი მუშაობის რეჟიმი მნიშვნელოვნად აჩქარებს მასში და მიმდებარე ქსოვილებში (ძვლების ჩათვლით) ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. კუნთოვანი ქსოვილები, რომლებიც პასიური არიან ჩვეულებრივი ფიზიკური ვარჯიშის დროს, აქტიურად ერთვებიან მუშაობაში. სტიმულაციის დროს წარმოქმნილი ანესთეზიის ეფექტი საშუალებას იძლევა გაიზარდოს მოძრაობის ამპლიტუდა და კარგად გაიჭიმოს კუნთები.

სამკურნალო მასაჟი კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად ხელს უწყობს კისრის გადატანილი ტრავმების, წელის ქრონიკული გადატვირთვის და სხვა მტკივნეული მდგომარეობების შედეგების მოხსნას.

რეაბილიტაციის პროცესში ფიზიოთერაპია ხელს უწყობს სხეულის ყველა კუნთის აქტიურ მუშაობას. ფიზიოთერაპია და სამკურნალო მასაჟი რეაბილიტაციის დროს ახორციელებს:

  • ტანადობის კორექციას
  • ძვლების გამაგრებას
  • კუნთოვანი ტონუსის აღდგენას
  • კუნთების მოდუნებასა და გაჭიმვას
  • მოძრაობის კოორდინაციის გაუმჯობესებას

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფიზიოთერაპიის გამოყენება არსებითად ამცირებს რეაბილიტაციის პროცესს სხვადასხვა სახის ტრავმისა და სამოძრაო აქტივობის დარღვევების დროს. ის ბევრ შემთხვევაში შედეგს იძლევა იქ, სადაც სხვა საშუალებები ვერაფერს ხდებიან.

ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო მასაჟის გამოყენებისას ხორციელდება ზემოქმედება კუნთებზე, ძვლებზე, სახსრებზე, იოგებსა და სისხლძარღვებზე.

რეაბილიტაცია კუნთოვანი ქსოვილის დაავადებების დროს

ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვის დროს მუშაობაში ერთვება კუნთოვანი ქსოვილების დაახლოებით 40 %, მაშინ, როცა ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო მასაჟის გამოყენებისას მომუშავე კუნთოვანი ქსოვილები 100%-მდე იზრდება. სტიმულაცია ღრმად აღწევს და კუნთები მუშაობენ მთელი მოცულობით. ამ დროს იზრდება კუნთების ფეთქებადი ძალა. ფიზიოპროცედურის დროს კუნთების ხშირი შეკუმშვის წყალობით პაციენტი იღებს სრულფასოვან დატვირთვას უფრო მოკლე ხანში. პარალელურად ხდება წონასწორობის შეგრძნების გავარჯიშება და მოძრაობის კოორდინაციის გაუმჯობესება.

ფიზიოპროცედურის დროს პაციენტი გაცილებით ნაკლებ დროში იღებს კუნთების სრულფასოვან დატვირთვას.

ფიზიოთერაპია და სამკურნალო მასაჟი რეაბილიტაციის დროს აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას კუნთში, ხელს უშლის რძემჟავას დაგროვებას და საშუალებას იძლევა სწრაფად აღდგეს კუნთები დატვირთვის შემდეგ. სწრაფად ხდება აღდგენაც ტრავმების შემდეგ. ფიზიოთერაპია აჩერებს ტკივილის იმპულსებს და ხელს უწყობს კუნთების დაჭიმვის ეფექტურად ჩატარებას, ხოლო სპორტული მომზადებისას მოქნილობის მნიშვნელოვან ზრდას.

 

რეაბილიტაცია ძვლოვანი ქსოვილის დაავადებების დროს

ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო მასაჟის გამოყენება რეაბილიტაციის დროს აუმჯობესებს კუნთოვანი სტრუქტურების კვებას, მოქმედებს ძვლოვან ქსოვილზეც, ზრდის ძვლის სიმკვრივეს, ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას, ნორმაში აქცევს მინერალების ცვლას ძვლოვან ქსოვილში.

 

რეაბილიტაცია სახსრებისა და იოგების ქსოვილების დაავადებების დროს

ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო მასაჟის ზემოქმედება სახსრებისა და იოგების აპარატზე რეაბილიტაციის დროს ხელს უწყობს იოგების, ფასციების, მყესების ელასტიურობის ზრდას. ამით იზრდება სახსრებისა და იოგების აპარატის მოძრაობის უნარი, იზრდება მოძრაობის მოცულობა სასახსრე ზედაპირებს შორის, ასევე ნორმალიზდება სახსრის ხრტილების კვება, რაც ახდენს სინოვიალური სითხის გამომუშავების სრულფასოვნებას.

ფიზიოთერაპია დაზიანებული სახსრის რეაბილიტაციის დროს თაბაშირის ტარების ან სახსრის წარმოქმნილი კონტრაქტურის შემდეგ.

დაზიანებული სახსრის რეაბილიტაციის დროს (თაბაშირის ტარების ან სახსრის წარმოქმნილი კონტრაქტურის შემდეგ) ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო მასაჟის ზემოქმედება კუნთოვან-იოგოვან კომპლექსზე ხელს უწყობს სახსარში მოძრაობის ნორმალური მოცულობის სწრაფ, უმტკივნეულო აღდგენას.

 

რეაბილიტაცია სისხლძარღვთა დაავადებების დროს

რეაბილიტაციის დროს ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო მასაჟის ზემოქმედებით კუნთებში ქვეითდება სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობა, რაც გამოიხატება ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის 50%-იანი გაძლიერებით. სხვადასხვა კალიბრის სისხლძარღვთა კედლების დილატაცია (ტონუსის დაქვეითება) ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პროდუქტების სრულფასოვან გამოტანას და ჰიპერტროფირებულ უბნებში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციას არა მარტო კუნთებში, არამედ კანშიც. რეაბილიტაციის პროცედურის შემდეგ კანი ხდება უფრო ელასტიური.

Товары для дезинфекции и санации

 

რეაბილიტაციის ჩატარების ჩვენებები

ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო მასაჟის ზემოქმედებით რეაბილიტაცია გამოიყენება შემდეგი მიზნებით:

  • რეაბილიტაცია ატროფიების დროს კუნთების სწრაფი რეგენერაციისთვის
  • რეაბილიტაცია სახსრების კონტრაქტურების, ხრტილების რეგენერაციის დროს მოძრაობის ამპლიტუდისა და ძალის აღდგენისათვის
  • რეაბილიტაცია ანკილოზის დროს მოძრაობის აღსადგენად ძვლების მოტეხილობისას ხანგრძლივი იმობილიზაციის შემდეგ
  • რეაბილიტაცია პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და ქსოვილებში მიმოცვლის პროცესების გაძლიერებისათვის, ჰემატომების გაწოვისთვის
  • რეაბილიტაცია შეზრდის გაუმჯობესებისათვის ძვლების მოტეხილობის შემდეგ
  • სხვადასხვა ქსოვილებსა და შინაგან ორგანოებს შორის სპაიკების, დაწევისა და დისფუნქციების დროს მოძრაობის გაზრდისათვის
  • რეაბილიტაცია პაციენტის ზოგადი სასიცოცხლო ტონუსის ასამაღლებლად
  • რეაბილიტაცია მუხლის, ტერფ-წვივის და სხვათა იოგების დაჭიმვის და ტრავმების დროს ტკივილისა და შეშუპების მოსახსნელად
  • რეაბილიტაცია ნაწილობრივი დამბლის დროს
  • რეაბილიტაცია ქირურგიის შემდეგ ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს

რეაბილიტაცია უტარდებათ პაციენტებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (სახსრების, იოგების, ძვლების) დარღვევებთან დაკავშირებული ოპერაციების შემდეგ დაჟეჟილობისა და ტრავმების დროს.

თაბაშირის დიდხანს დადებისას ძვლების მოტეხილობის შემდეგ ჩნდება სახსრის ანკილოზი, რომელიც მოითხოვს ინტენსიურ რეაბილიტაციას სახსარში მოძრაობის მოცულობის სრული აღდგენისათვის.

ინსულტის შემდეგ პარეზებისა და დამბლების დროს (კონტრაქტურის თანხლებით) რეაბილიტაციისათვის გამოიყენება ფიზიოთერაპია, სამკურნალო მასაჟი და სამკურნალო ტანვარჯიში. ეს საშუალებას იძლევა მოძრაობის ამპლიტუდა გაიზარდოს სახსრებში შეზღუდვის დროს, აღდგეს მოძრაობის სრული მოცულობა. რეაბილიტაცია ასევე ტარდება თრომბოზის, ვენოზური დაგუბების, პნევმონიის, კუნთოვანი ატროფიის, დეპრესიის განვითარების პროფილაქტიკისათვის პაციენტის მკურნალობის დროს.

ძვლების მოტეხილობისა და ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციისათვის გამოიყენება ფიზიოთერაპია, სამკურნალო მასაჟი და სამკურნალო ტანვარჯიში.

სამკურნალო მასაჟის, მიოფასციალური მოდუნების, ფიზიოთერაპიისა და რეფლექსოთერაპიის დახმარებით ხდება ზემოქმედება კუნთებზე ფიბრომიალგიის, დაჭიმვების, სპაზმების, კონტრაქტურების, ტრავმების დროს, კუნთოვანი ტონუსის აღდგენა.

 

რეაბილიტაციის გავლის ხანგრძლივობა

რეაბილიტაციის კურსი პარეზებისა და დამბლების, ანკილოზის, ძვლების მოტეხილობის დროს გრძელდება ორიდან სამ კვირამდე. ეს დამოკიდებულია კლინიკური გამოვლინებების სირთულეზე. კურსი აუცილებლად უნდა გამეორდეს 2-3-თვიანი ინტერვალით. არატრანსპორტირებადი პაციენტებისათვის შესაძლებელია რეაბილიტოლოგის კონსულტაცია და რეაბილიტაციის კურსის ჩატარება სახლში მისვლით.